სამეგრელოს მერიებში ააიპ-ების თანამშრომლებზე ზეწოლას უარყოფენ

სამეგრელოს 8 მუნიციპალიტეტის მერიების პრესსამსახურში ააიპ-ების თანამშრომლებზე შესაძლო ზეწოლისა და შევიწროების ფაქტებს უარყოფენ. 

საჯარო დაწესებულებებში ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტი მათ მუნიციპალიტეტებში არ დაფიქსირებულა და თანამშრომლებს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზება არ დავალებიათ.


"მუნიციპალიტეტის მერია იცავს სააჩევნო კანონმდებლობასა და მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, - ასეთი პასუხობენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის(საია), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა(ISFED)და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებას.


სამი NGO-ის დამკვირვებლების ინფორმაციით, რამდენიმე რეგიონში, მათ შორის, სამეგრელოში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ა(ა)იპ-ების დირექტორებსა და მათ თანამშრომლებს ავალდებულებენ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ და პოტენციური მხარდამჭერების სია შესაბამის პირებთან გადააგზავნონ.


„ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა დამკვირვებლებთან საუბარში განაცხადეს, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების დავალებით მათ გადაეცათ ცარიელი ბლანკები, რომელშიც თითოეულმა ათი მხარდამჭერის პერსონალური მონაცემები უნდა მიუთითოს. მათივე ინფორმაციით, სიების შედგენა იმ მოტივით ხდება, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვოს. ა(ა)იპ-ის თანამშრომლები ასევე აცხადებენ, რომ მსგავსი სიების შედგენას წინა ხელისუფლების დროსაც ავალებდნენ. სამეგრელოში ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა ორგანიზაციების დამკვირვებლებთან საუბრისას განაცხადეს, რომ მოცემულ ფაქტზე ღიად საუბრის შემთხვევაში შიშობენ, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
არასამთაბრობოების განმარტებით, აღნიშნული ქმედებები შეიცავს იძულების და ზეწოლის ნიშნებს, ასევე, წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ, რაც წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კანონმდებლობასთან.


ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ფლობენ აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელ მტკიცებულებებსაც, თუმცა ა(ა)იპ-ებში დასაქმებული პირებისა და მათი ახლობელების შრომითი უფლებებისა და პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებენ.


სამი არასამთავრობო მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირებსა და მმართველ პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს, საარჩევნოდ არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი; ამასთან, ისინი საბიუჯეტო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებსაც მიმართავენ და მოუწოდებენ, უარი თქვან პარტიული ინსტრუქციების შესრულებაზე და მსგავსი ფაქტებისარსებობის შემთხვევაში ღიად ისაუბრონ აღნიშნულის შესახებ.


ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის 9 თვის მონიტორინგის შედეგები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით, გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, სამინისტროს ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სალომე ზურაბიშვილი: ერთმანეთისადმი დაპირისპირება უნდა დასრულდეს

“ვიქნები ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რა დაპირისპირება, სიძულვილის ენაც სუფევს",-ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მთაწმინდაზე მოსახლეობას განუცხადა. 

 

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალაში ერთი პირი დააკავა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ე.კ.ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.

მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის სახელწოდების შეცვლას მხარი დაუჭირა

მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის სახელწოდების შეცვლას მხარი დაუჭირა. ფინალური კენჭისყრის დროს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში მსხვერპლით დასრულდა

შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე გუშინ, გვიან საღამოს მოხდა.

ამინდის პროგნოზი

საქართველოში 20 ოქტომბერს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
21-22 ოქტომბერს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს.

პროკურორებმა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის თემაზე გაძლიერებული კურსი გაიარეს

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით პროკურორებმა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის თემაზე გაძლიერებული სასწავლო კურსი გაიარეს.

საქართველო გერმანიასთან სურსათის უვნებლობის კუთხით თანამშრომლობას აღრმავებს

საქართველოსა და გერმანიის წარმომადგენლებმა სურსათის უვნებლობის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის „სარფის“ სექტორი ევროკავშირის ელჩმა დაათვალიერა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის „სარფის“ სექტორი
ევროკავშირის ელჩმა დაათვალიერა.

ნინო გოგუაძე "ქალთა მოძრაობის" თავმჯდომარედ აირჩიეს

ნინო გოგუაძე ევროპის კონსერვატორების და რეფორმისტების ალიანსის„ქალთა მოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩიეს.

დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 27%-ით გაიზარდა

2018 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 974 827 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საქართველოს ელჩი აშშ-ში: ჩვენ ვართ ევროპა და ჩვენი სწრაფვა მიმართულია ევროპისა და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებისკენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  დავით ბაქრაძემ მონაწილეობა მიიღო ქ. ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოს ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე  - „ნაცრისფერი ზონების წაშლა“.

პროკურორი: მირზა სუბელიანმა ნაწილ კითხვებზე  პასუხის გაცემისგან ამ ეტაპისთვის  თავი შეიკავა

ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, 12 ოქტომბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ, დღეს მირზა სუბელიანი გამოიკითხა.

საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა

მიმდინარე  წლის 19 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.

ევროკავშირი საქართველოში Erasmus+ პროგრამისთვის დამატებით 6 მილიონ ევროს გამოყოფს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა Erasmus+ ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

 

ვახტანგ ყოლბაია: პალმების გაჩეხვა არ არის გამოსავალი, მათი გადარჩენა შესაძლებელია სათანადო ღონისძიებების გატარებით

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთში პალმების გაჩეხვის პროცესს ეხმაურება.

ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქში ღია გაკვეთილს დაესწრო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა.

ქუთაისში "ტორპედოს" მატჩის დროს სარწყავი სისტემა ჩაირთო

ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ინცინდენტი მოხდა.

“თბილსერვის ჯგუფი": სეპარაციის სტენდთან დაკავშირებით, ადგილი აქვს ვანდალიზმის ფაქტს და მიზანმიმართულ პროვოკაციას

“თბილსერვის ჯგუფი" ერთ-ერთი მომხმარებელის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელიც შეეხება დედაქალაქში განთავსებულ სეპარაციის სტენდს.

გერმანიაში ქართველ მენეჯერთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გაგრძელდება

გერმანიაში ქართველ მენეჯერთა კვალიფიკაციის ამაღლების სატრენინგო პროგრამა გაგრძელდება.

შსს “გირჩის” წარმომადგენლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან და სამართალდარღვევების ჩადენისგან

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ეხმაურება  ე.წ. ფესტივალის გამართვასთან  დაკავშირებით პოლიტიკური გაერთიანება ,,გირჩის” განცხადებას.