გიორგი ქობულიამ ბრიტანეთის სავაჭრო პოლიტიკის სახელმწიფო მინისტრთან ორმხრივი სავაჭრო კავშირების განვითარება განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო პოლიტიკის სახელმწიფო მინისტრს, თემთა პალატის წევრს ჯორჯ ჰოლინგბერის შეხვდა.

 


შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორმხრივი სავაჭრო კავშირების განვითარებასა და საქართველოში ბრიტანული ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე.


განსაკუთრებული ხაზი გაესვა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობას, რომლის ფარგლებში განიხილება სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ეკონომიკისა და ინვესტიციების მიმართულებით. აღინიშნა, რომ 2018 წლის ნოემბერში, თბილისში უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ყოველწლიურ შეხვედრაზე შესაძლებელი იქნება ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის პლატფორმის განვითარება და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დადებითად შეაფასა საქართველოში რამდენიმე თვის წინ ბრიტანეთის სავაჭრო მისიის ვიზიტი, რომლის დროსაც გაიმართა შეხვედრები საქართველოს მთავრობისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. გიორგი ქობულიას განცხადებით, მსგავსი სავაჭრო მისიების ჩატარება ხელს შეუწყობს ეკონომიკურ თანამშრომლობის გაღრმავებას და საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვას.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წლების მანძილზე გაერთიანებული სამეფო საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. 2018 წლის 8 თვეში ორმხრივი ვაჭრობა 14 პროცენტით, ხოლო ექსპორტი - 37 პროცენტით გაიზარდა. ამავე დროს, ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ რეალური პოტენციალი გაცილებით დიდია და მხარეებმა ძალისხმევას უნდა მიმართონ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად. ქართული მხარის განცხადებით, ბრექსიტის მოვლენების ფონზე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ბრიტანეთთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და კიდევ უფრო გაღრმავებას. მათ შორის, ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმებების ორმხრივ ფორმატში გადატანის კუთხით. აღინიშნა, რომ მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები შესაბამისი უწყებების ჩართულობით.


შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობის განვითარება ეკონომიკის სხვა სექტორებში, მათ შორის, ტურიზმში. აღინიშნა, რომ ორმხრივი ავიამიმოსვლის განვითარებამ და ახალი რეგულარული რეისების დანიშვნამ მნიშვნელოვნად გაზარდა ბრიტანეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა. 2017 წელს ზრდამ 45 პროცენტი, 2018 წლის 9 თვეში კი 43 პროცენტი შეადგინა.


შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება ორმხრივი ბიზნეს კავშირების განვითარების ხელშეწყობაზე.


„TISIFF 2018“-ის ფარგლებში გამართული მეოთხე პარალელური სესია საერთაშორისო განვითარების პარტნიორების ხედვას დაეთმო

თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმი (TISIFF 2018)-ის ფარგლებში გამართული მეოთხე პარალელური სესია საერთაშორისო განვითარების პარტნიორების ხედვას დაეთმო.

ირაკლი კობახიძე ლიეტუვას სეიმას სპიკერს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ლიეტუვას სეიმას სპიკერი ვიქტორას პრანცკიეტისი მიიღო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ეწვია. 

„TISIFF 2018“-ის ფარგლებში, მესამე პარალელური სესია თემაზე: სამოქალაქო საზოგადოების პერსპექტივები გაიმართა

თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმი (TISIFF 2018)-ის ფარგლებში გამართულ მესამე პარალელურ სესიაზე სამოქალაქო საზოგადოების პერსპექტივები მიმოიხილეს.

თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმის ფარგლებში ბიზნესდიალოგსმნიშვნელობაზე იმსჯელეს

თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმზე პლენარული სესიების შემდეგ პარალელური სესიები გაიმართა.

"TISIFF 2018“ ის ფარგლებში, პირველ პარალელურ სესიაზე საპარლამენტო და სამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით დებატები გაიმართა

თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმი (TISIFF 2018)-ის ფარგლებში, პლენარული სესიების დასრულების შემდეგ, ოთხი პარალელური სესია გაიმართა.

გეგუთის ციხეში, ცემის შედეგად გადარცვლილი პატიმრის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

გეგუთის ციხეში პატიმრების მიერ ნაცემ და ამის შემდეგ რამდენიმე დღეში გარდაცვლილ ლევან კორატავს საქმეზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლო განაჩენს, ხვალ, 14:00 საათზე გამოაცხადებს.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მთაწმინდის პანთეონში და გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა

საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე წმიდა ილია მართლის საფლავი მოილოცადა პატივი მიაგო მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალულ ღვაწლმოსილ ადამიანებს.

თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმის მეოთხე პლენარული სესია

თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმის მეოთხე პლენარული სესიამდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსების ახალ ინსტრუმენტებს დაეთმო. 

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური - კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტარნსპორტის მოძრაობა
აკრძალულია.

ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ცოტა ხნის წინ საქართველოს ეწვია ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი იაროსლავ კუბერა.

თამარ ბაღაშვილმა და დიანა ჯოჯუამ ქარტიის პირველი და მეთრთმეტე პრინციპი დაარღვიეს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებმა თამარ ბაღაშვილმა და დიანა ჯოჯუამ ქარტიის 2 პრინციპი დაარღვიეს:

ტრანსგენდერის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბათუმში ერთი პირი დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად 1990 წ. დაბადებული გ.ჩ. გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის
მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინებით დააკავეს.

მოლდოვას ვიცე პრემიერ-მინისტრი საქართველოშია

ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩამოვიდა მოლდოვას ვიცე პრემიერ-მინისტრი კრისტინა ლესნიკი.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად მაღალი რანგის სტუმრებმა ჩამოსვლა დაიწყეს

ცოტა ხნის წინ საქართველოს ეწვია ლიეტუვის სეიმის სპიკერი ვიქტორას პრანკიეტისი. ლიეტუველ სტუმარს თბილისის აეროპორტში  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მა​ხარობლიშვილი დახვდა, რა დროსაც გაიმართა მათი ხანმოკლე საუბარი.

თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმის მესამე პლენარული სესია: – ინოვაციური დაფინანსების ახალი პლატფორმები გაეროს 2030 მიზნებისთვის

პარლამენტში თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმი (TISIFF 2018) სესიების ფორმატში წარიმართა.

შსს-ს პოლიციის ატაშე პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მედლით დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე პოლონეთში, გიორგი გამსახურდია პოლონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა, იოაჰიმ ბრუჯინსკიმ ბრინჯაოს მედლით დააჯილდოვა.

თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმის მეორე პლენარული სესია: - ინოვაციური განვითარების არსებული ინსტრუმენტები მდგრადი განვითარებისთვის

თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმის მეორე პლენარული სესია დაეთმო თემას - ინოვაციური განვითარების არსებული ინსტრუმენტები  მდგრადი განვითარებისთვის.

vali.ge -ს ერთიან ბაზას სს „კრედტო ბანკის“, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდოს“ და შპს „ემ კოლექტორის“ მონაცემები დაემატა

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - vali.ge მონაცემები განახლდა - ერთიან ბაზას დღეს კიდევ 3 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა.

"აფხაზეთი დგას არა მხოლოდ განვითარების პრობლემის წინაშე არამედ ჰუმანიტარულ კრიზისთან გვაქვს საქმე"

საქართველოს პარლამენტში თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ორდღიანი საერთაშორისო ფორუმი (TISIFF 2018) - „ინოვაციური და ბლოქჩეინის პლატფორმები მდგრადი განვითარების 2030 მიზნების დასაფინანსებლად“ გაიხსნა.

თბილისში ნარკორეალიზატორი დააკავეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლციის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოს თანამშრომლებმა1980 წელს დაბადებული ჰ. ო. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე დააკავეს.

ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე გერმანიაში ისაუბრა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ბერლინში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.