ტექნიკურ უნივერსიტეტში სემინარი -„ლიეტუვა და საქართველო 100 წლის რეტროსპექტივიდან“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სემინარი -„ლიეტუვა და საქართველო 100 წლის რეტროსპექტივიდან“ გაიმართა.

ტექნიკური უნივერსიტეტთან არსებულ ლიტევუას ენის, კულტურისა და განათლების ცენტრში, რომელიც წელს, 26 მაისს, ლიეტუვას პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ ოფიციალურად გახსნა, საერთაშორისო სამეცნიერო ორდღიანი სემინარი - „ლიეტუვა და საქართველო 100 წლის რეტროსპექტივიდან“ გაიმართა.


სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩი გიედრიუს პუოჯიუნასი და ლიეტუვას რესპუბლიკიდან სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის ჩამოსული სტუმრები.


ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა. მასპინძლებს და თანამემამულე სტუმრებს სიტყვით მიმართა ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩმა გიედრიუს პუოჯიუნასმა.


ლიეტუვას სახელმწიფოებრიობის 100 წელი და ლიეტუვას მცდელობები სახელმწიფოებრიობის განმტკიცება-შენარჩუნებისათვის - აღნიშნულ საკითხზე ვრცლად ისაუბრა ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის პროფესორმა, იონას ვაიჩენონმა. საქართველოს და ლიეტუვას სამეცნიერო კავშირების შესახებ კი ყურადღება გაამახვილა სტუ-ის პროფესორმა, ლალი გოჩიტაშვილმა.


ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტუანისტიკის ცენტრში ლიეტუვური ენის, კულტურისა და მეცნიერების შესწავლის პროცესი ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვიდას კავალიაუსკასმა შეაფასა, ხოლო ცენტრისა და ვილნიუსის კოლეგიის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მოხსენება ვილნიუსის კოლეგიის წარმომადგენელმა, ნიოლე ზინკევიჩიემ წაიკითხა.


„ჩვენი ქვეყნისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ეტაპზე, უმნიშვნელოვანესი იყო


უნივერსიტეტის გახსნა. ეს იყო დამოუკიდებლობისკენ გადადგმული პირველი დიდი ნაბიჯი. დღეს ჩვენ სტუმრად ვიმყოფებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ერთ-ერთ უძველეს და დიდი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტში, სადაც დიდი სიყვარულითა და მონდომებით მუშაობს ლიეტუვას ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი. ეს ორი ერის მეგობრობისა და თანამშრომლობის კიდევ ერთი ნიშანია“, - ასე შეაფასეს სტუმრებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვას ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის მუშაობა.


შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 26 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვას ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის გახსნას ლიეტუვას პრეზიდენტთან, დალია გრიბაუსკაიტესთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მაშინდელი მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, ლიეტუვას პარლამენტის წევრი, პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პაველიონისი, სტუ-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ცენტრის თანამშრომლები და სტუდენტები. აღსანიშნავია, რომ 26 მაისს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ ამ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ აღნიშნა: „ამიერიდან ლიეტუვა საქართველოს ლიეტუვას ენაზეც „საქართველოს“ უწოდებს - ეს ერთგვარი სიმბოლური საჩუქარია“.


მამუკა ბახტაძე - ქართულმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი ყველა კითხვაზე, ეს არის ჩვენი მიდგომა

ის კადრები, რომელიც ყველამ ვიხილეთ, საუკეთესო მაგალითია 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის შესაფასებლად, - ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა „მოამბეში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

" რაც 20 ივნისს მოხდა პარლამენტში, შეცდომაა და გამოიწვია ჩვენი საზოგადოების გულწრფელი პროტესტი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროვოკაციისთვის გამოიყენა"

"ის, რაც 20 ივნისს მოხდა პარლამენტში, არის შეცდომა, ეს არ უნდა მომხდარიყო; ამან გამოიწვია ჩვენი საზოგადოების გულწრფელი ვნებათაღელვა, რომელიც შემდგომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყენა პროვოკაციისთვის გამოიყენა". 

ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში კონსტანტინე კანდელაკის წიგნის თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.

პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოტანილია დადგენილება ნიკანორ მელიას ბრალდების შესახებ. პროკურატურის განცხადებას „პირველი“ უცვლელად გთავაზობთ.

დედაქალაქის მერი თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო (ფოტო-კოლაჟი)

თბილისის მერია ჯორჯ ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტის - „ადამიანი და მზე“ მიმდებარედ არსებული თარგების სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.

კოკა ყანდიაშვილი: არის ასეთი გვერდი "ევროპა", რომელიც ამას კადრულობს!

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ გვერდ „ევროპაზე“ გამოქვეყნებულ ინფომაციას ეხმაურება და გვერდის ადმინისტრატორს მოუწოდებს, ბოდიში მოიხადოს.

რევაზ სოხაძე: „დღეს უფრო დიდი პასუხისმგებლობაა იყო „ქართული ოცნების“ წევრი და შიგნიდან ეცადო გამოასწორო შეცდომები“

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე ბოლო დღეების განმავლობაში დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

ირაკლი ზარქუა: "ვინც საზოგადოების გულწრფელი აღშფოთება ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენა დასასჯელია"

"პოლიტიკოსებმა ახალგაზრდები და მათი გულწრფელი აღშფოთება ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენეს,"- აცხადებს თბილისის საკრებულოს საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.

ბექა დავითულიანი: ჩვენ, ერთად შევძელით, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკიდან ნულოვან ბარიერამდე და პოლიტიკურ თავისუფლებამდე მივსულიყავით"

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს საკრებულოს სხდომაზე გამოეხმაურა.

კახა კალაძე: ჩვენ ქვეყანაში სრულად არის დაცული ტურისტების უსაფრთხოება, მათ შორის რუსი ტურისტების

დედაქალაქის მერი ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და მედიის დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

თბილისის საბავშვო ბაღების 2 550 აღმზრდელი პირველადი გადაუდებელი დახმარების კურსს გადის

თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღის 2 550 აღმზრდელი პირველადი გადაუდებელი დახმარების კურსს გადის. ტრენინგებს, რომელიც როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას მოიცავს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აითი ნოლიჯი“ ატარებს.

საპატრიარქო მრევლს სთხოვს, წელს საქართველოში დაისვენონ

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს საპატრიარქო განცხადებით გამოეხმაურა.

გიორგი ჩაკვეტაძე: “ტოლობის ნიშნის დასმა „ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის ამორალობაა”

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე მიიჩნევს, რომ არითმეტიკული ტოლობის ნიშნის დასმა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დიდი პოლიტიკური შეცდომა და ამორალობაა.

ლარმა გაუფასურების 24- წლიანი რეკორდი მოხსნა

25 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8333 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7945 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -3.88 თეთრი შეადგინა.
 

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას ევროპის ცნობილ ღვინის საწარმოებში გაივლიან

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ღვინო, როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რესურსი და ქვეყნის იდენტობა“ გაიმართა.

ზაზა გაბუნია - არჩილ თალაკვაძე თავისი შესაძლებლობებით, საქმისადმი უაღრესად სერიოზული დამოკიდებულებით იქნება გარანტი პარლამენტის წარმატებული საქმინობისა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თაჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, არჩილ თალაკვაძე თავისი შესაძლებლობებით, საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულებით პარლამენტის წარმატებული საქმინობის გარანტი იქნება.

რუსეთს საქართველოში იგივე გეგმები არქვს, რაც სირიასა და უკრაინაში ჰქონდა?!

უკრაინის გენშტაბის ყოფილი სარდალი ვოლოდიმირ ზამანა სოციალურ ქსელში რუსეთ–საქართველოს შორის დაძაბულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც საქართველოსთან მიმართებაში კრემლის შესაძლო გეგმებზე საუბრობს.

ნათია თურნავა: ბიზნესის დიდი ნაწილის მოთხოვნაა, შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი ჩვენს ბაზარზე

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ტურიზმის ინდუსტრიის დიდი ნაწილის მოთხოვნაა, რომ სხვა ბაზრებთან ერთად ასევე შევეცადოთ, შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი ჩვენს ბაზარზე, რაც ბუნებრივია.

მაია ცქიტიშვილმა EBRD-ის დელეგაციასთან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები განიხილა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დელეგაციას შეხვდა.

ზუგდიდის ყოფილ მერსა და ვიცე მერს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს ლაშა გოგიასა და ყოფილ ვიცე მერს გია გულორდავას თბილისის საქალაქო სასამართლომ ორ-ორი წლით პატიმრობა და 4-4 წლით პირობითი მსჯავრი მიუსაჯა.

ცესკო ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 სერტიფიკატის მფლობელია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკომ) არჩევნების მართვის სფეროში ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის - ISO 9001:2015 სერტიფიკატი მიიღო.