გიორგი კაკაურიძე: 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი როგორც შტატგარეშე, ისე შტატში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას შორის მნიშვნელოვან ცვლილებას არ ითვალისწინებს

2019 წლის ბიუჯეტის პროექტი როგორც შტატგარეშე, ისე შტატში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას შორის მნიშვნელოვან ცვლილებას არ ითვალისწინებს.

 


ამის შესახებ  ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა საპასუხოდ განაცხადა, რომელთა თქმითაც, საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება, რადგან ისინი სხვადასხვა უწყებაში შტატგარეშე თანამშრომლებად ნაწილდებიან.


ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2017 წლის ივლისში ამოქმედებულმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონმა, მკვეთრად  განისაზღვრა ვინ უნდა ყოფილიყო შტატიანი და ვინ შტატგარეშე თანამშრომელი. 


შესაბამისად, 2017-2018 წლების ბიუჯეტებში  სრულად აისახა ისცვლილებები, რასაც მოითხოვდა აღნიშნული კანონი.


„რაიმე დიდი ცვლილება ჯამურ მოცულობებში ნამდვილად არ არის. მით უფრო, არაა საუბარი ათი ათასობით ადამიანზე. ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ „საქონლისა და  მომსახურების“ მუხლის დინამიკას - 2017 წელს დაიხარჯა მილიარდ 248 მლნ ლარი, 2018 წლის გეგმა არის მილიარდ 201 მლნ ლარი, ხოლო2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, გათვალისწინებულია მილიარდ 193 მლნ ლარი.


 თუ „შრომის ანაზღაურების მუხლიდან“ ეს თანხები „საქონლისა დამომსახურების“ მუხლში გადავიტანეთ, მისი მოცულობა ლოგიკურად უნდა გაზრდილიყო, თუმცა თუ შეხედავთ რიცხვებს, დაახლოებით, 100 მლნ ლარამდეარის შემცირებული შრომის ანაზღაურებაზე მიმართული სახსრები. თქვენთან ყოველთვიურად იგზავნება ხაზინის ანგარიში, სადაც დეტალურად, თვეებისმიხედვით ჩანს თუ რომელ მუხლში, რა თანხაა დახარჯული, მათ შორის „საქონელისა და მომსახურების“  ნაწილში. შესაბამისად, ნახავთ, რამდენად შეიცვალა2017 წლის პირველი  ივლისის შემდეგ როგორც შრომის ანაზღაურების, ისე შტატგარეშეთა ანაზღაურების ნაწილში თანხების გაცემა. კიდევ ერთხელგანვმარტავთ, რომ აქ რადიკალური, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელებულა, ვინაიდან ნაწილი შტატგარეშე პოზიციიდან გადავიდა შტატში, ხოლო ნაწილი შტატიდან გადავიდა შტატგარეშე პოზიციაზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.


როგორც მან აღნიშნა, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში ასახულია უკვე განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგები.


„განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად, 2017-2018 წლებში 1000-მდე საშტატო ერთეული ვაკანტური დარჩა, ამავე დროს, მნიშვნელოვნად შეიზღუდადანამატები და პრემიები, ასევე, მოხდა გარკვეული თანამდებობების გაუქმება. იმისათვის, რომ ამ თანამდებობებზე ახალი კადრების დანიშვნა არ მომხდარიყო, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში  უკვე აისახა განხორციელებული ოპტიმიზაცის შეეგები და აღნიშნული საშტატო ერთეულების რაოდენობა შემცირდა“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.


 
 
 
 
 


სალომე ზურაბიშვილი: ერთმანეთისადმი დაპირისპირება უნდა დასრულდეს

“ვიქნები ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რა დაპირისპირება, სიძულვილის ენაც სუფევს",-ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მთაწმინდაზე მოსახლეობას განუცხადა. 

 

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალაში ერთი პირი დააკავა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ე.კ.ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.

მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის სახელწოდების შეცვლას მხარი დაუჭირა

მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის სახელწოდების შეცვლას მხარი დაუჭირა. ფინალური კენჭისყრის დროს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში მსხვერპლით დასრულდა

შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე გუშინ, გვიან საღამოს მოხდა.

ამინდის პროგნოზი

საქართველოში 20 ოქტომბერს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
21-22 ოქტომბერს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს.

პროკურორებმა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის თემაზე გაძლიერებული კურსი გაიარეს

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით პროკურორებმა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის თემაზე გაძლიერებული სასწავლო კურსი გაიარეს.

საქართველო გერმანიასთან სურსათის უვნებლობის კუთხით თანამშრომლობას აღრმავებს

საქართველოსა და გერმანიის წარმომადგენლებმა სურსათის უვნებლობის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის „სარფის“ სექტორი ევროკავშირის ელჩმა დაათვალიერა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის „სარფის“ სექტორი
ევროკავშირის ელჩმა დაათვალიერა.

ნინო გოგუაძე "ქალთა მოძრაობის" თავმჯდომარედ აირჩიეს

ნინო გოგუაძე ევროპის კონსერვატორების და რეფორმისტების ალიანსის„ქალთა მოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩიეს.

დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 27%-ით გაიზარდა

2018 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 974 827 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საქართველოს ელჩი აშშ-ში: ჩვენ ვართ ევროპა და ჩვენი სწრაფვა მიმართულია ევროპისა და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებისკენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  დავით ბაქრაძემ მონაწილეობა მიიღო ქ. ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოს ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე  - „ნაცრისფერი ზონების წაშლა“.

პროკურორი: მირზა სუბელიანმა ნაწილ კითხვებზე  პასუხის გაცემისგან ამ ეტაპისთვის  თავი შეიკავა

ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, 12 ოქტომბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ, დღეს მირზა სუბელიანი გამოიკითხა.

საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა

მიმდინარე  წლის 19 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.

ევროკავშირი საქართველოში Erasmus+ პროგრამისთვის დამატებით 6 მილიონ ევროს გამოყოფს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა Erasmus+ ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

 

ვახტანგ ყოლბაია: პალმების გაჩეხვა არ არის გამოსავალი, მათი გადარჩენა შესაძლებელია სათანადო ღონისძიებების გატარებით

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთში პალმების გაჩეხვის პროცესს ეხმაურება.

ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქში ღია გაკვეთილს დაესწრო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა.

ქუთაისში "ტორპედოს" მატჩის დროს სარწყავი სისტემა ჩაირთო

ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ინცინდენტი მოხდა.

“თბილსერვის ჯგუფი": სეპარაციის სტენდთან დაკავშირებით, ადგილი აქვს ვანდალიზმის ფაქტს და მიზანმიმართულ პროვოკაციას

“თბილსერვის ჯგუფი" ერთ-ერთი მომხმარებელის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელიც შეეხება დედაქალაქში განთავსებულ სეპარაციის სტენდს.

გერმანიაში ქართველ მენეჯერთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გაგრძელდება

გერმანიაში ქართველ მენეჯერთა კვალიფიკაციის ამაღლების სატრენინგო პროგრამა გაგრძელდება.

შსს “გირჩის” წარმომადგენლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან და სამართალდარღვევების ჩადენისგან

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ეხმაურება  ე.წ. ფესტივალის გამართვასთან  დაკავშირებით პოლიტიკური გაერთიანება ,,გირჩის” განცხადებას.

20-21 ოქტომბერს პურის ფესტივალი გაიმართება

20-21 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი პურის პირველ ფესტივალს უმასპინძლებს.