არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობისთვის და სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის ბრალდებულს  2  წელი და 6 თვე მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობისთვის და სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის ბრალდებული ქ.შ დამნაშავედ ცნო.

 


მას დანაშაულთა ერთობლიობით 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.


"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის თებერვალსა და ივნისში,  ქ.შ.-მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ რ.ყ-ს მიმართ ძალადობა განახორციელა, რა დროსაც სახისა და სხეულის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი. 


სასამართლოში ასევე დადასტურდა, რომ 2018 წლის 5 ივლისს, ქ.შ. -მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით  რ.ყ-ს  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, სხეულის არეში ურტყამდა ხელებსა და ფეხებს, რის შემდეგაც  დაზარალებული წააქცია, შემდეგ კი თმებში ხელი მოჰკიდა და იატაკზე ათრევდა, რა დროსაც ფეხებს ურტყამდა და მოკვლით ემუქრებოდა.


სამართალდამცველებმა ქ.შ. 2018 წლის 5 ივლისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით-ორი ეპიზოდი, (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია),  1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


სასამართლომ ქ.შ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და  დანაშაულთა ერთობლიობით  2  წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილი არ იყო ის ადამიანი, რომელიც რუსეთის, კერძოდ, პრიმაკოვს გარანტიით მოვიდა ხელისუფლებაში?

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ტვ პირველის“ ტოქშოუ „რეაქციაში“ ოპოზიციის პრეტენზიებს პასუხი გასცა.

ბახტაძე: პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შეფასებით, 20-21 ივნისს პარლამენტთან მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს ეკისრებათ.

ევროკომისარი: აღმოვაჩინე საქართველოს სახელოვნებო და კულტურული განძი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროკომისარი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში ტიბორ ნავრაჩიჩი Twitter-ში საკუთარ შთაბეჭდილებებზე წერს.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა დაგვიანებით დაიწყო

პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, დაგვიანებით დაიწყო.

იზორია: ნატოსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და ყოვლისმომცველი ხდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, იტალიაში ვიზიტის ფარგლებში ნეაპოლში ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობაში შეხვედრებს მართავს.

პარლამენტში დღეს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე იმსჯელებენ

საქართველოს პროკურატურის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიასთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით, კანონმდებლები დღეს მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე იმსჯელებენ.

მამუკა ბახტაძე - ქართულმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი ყველა კითხვაზე, ეს არის ჩვენი მიდგომა

ის კადრები, რომელიც ყველამ ვიხილეთ, საუკეთესო მაგალითია 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის შესაფასებლად, - ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა „მოამბეში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

" რაც 20 ივნისს მოხდა პარლამენტში, შეცდომაა და გამოიწვია ჩვენი საზოგადოების გულწრფელი პროტესტი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროვოკაციისთვის გამოიყენა"

"ის, რაც 20 ივნისს მოხდა პარლამენტში, არის შეცდომა, ეს არ უნდა მომხდარიყო; ამან გამოიწვია ჩვენი საზოგადოების გულწრფელი ვნებათაღელვა, რომელიც შემდგომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყენა პროვოკაციისთვის გამოიყენა". 

ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში კონსტანტინე კანდელაკის წიგნის თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.

პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოტანილია დადგენილება ნიკანორ მელიას ბრალდების შესახებ. პროკურატურის განცხადებას „პირველი“ უცვლელად გთავაზობთ.

დედაქალაქის მერი თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო (ფოტო-კოლაჟი)

თბილისის მერია ჯორჯ ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტის - „ადამიანი და მზე“ მიმდებარედ არსებული თარგების სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.

კოკა ყანდიაშვილი: არის ასეთი გვერდი "ევროპა", რომელიც ამას კადრულობს!

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ გვერდ „ევროპაზე“ გამოქვეყნებულ ინფომაციას ეხმაურება და გვერდის ადმინისტრატორს მოუწოდებს, ბოდიში მოიხადოს.

რევაზ სოხაძე: „დღეს უფრო დიდი პასუხისმგებლობაა იყო „ქართული ოცნების“ წევრი და შიგნიდან ეცადო გამოასწორო შეცდომები“

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე ბოლო დღეების განმავლობაში დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

ირაკლი ზარქუა: "ვინც საზოგადოების გულწრფელი აღშფოთება ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენა დასასჯელია"

"პოლიტიკოსებმა ახალგაზრდები და მათი გულწრფელი აღშფოთება ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენეს,"- აცხადებს თბილისის საკრებულოს საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.

ბექა დავითულიანი: ჩვენ, ერთად შევძელით, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკიდან ნულოვან ბარიერამდე და პოლიტიკურ თავისუფლებამდე მივსულიყავით"

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს საკრებულოს სხდომაზე გამოეხმაურა.

კახა კალაძე: ჩვენ ქვეყანაში სრულად არის დაცული ტურისტების უსაფრთხოება, მათ შორის რუსი ტურისტების

დედაქალაქის მერი ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და მედიის დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

თბილისის საბავშვო ბაღების 2 550 აღმზრდელი პირველადი გადაუდებელი დახმარების კურსს გადის

თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღის 2 550 აღმზრდელი პირველადი გადაუდებელი დახმარების კურსს გადის. ტრენინგებს, რომელიც როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას მოიცავს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აითი ნოლიჯი“ ატარებს.

საპატრიარქო მრევლს სთხოვს, წელს საქართველოში დაისვენონ

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს საპატრიარქო განცხადებით გამოეხმაურა.

გიორგი ჩაკვეტაძე: “ტოლობის ნიშნის დასმა „ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის ამორალობაა”

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე მიიჩნევს, რომ არითმეტიკული ტოლობის ნიშნის დასმა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დიდი პოლიტიკური შეცდომა და ამორალობაა.

ლარმა გაუფასურების 24- წლიანი რეკორდი მოხსნა

25 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8333 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7945 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -3.88 თეთრი შეადგინა.
 

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას ევროპის ცნობილ ღვინის საწარმოებში გაივლიან

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ღვინო, როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რესურსი და ქვეყნის იდენტობა“ გაიმართა.