რომანოვების სასახლესა და ლიკანის ისტორიულ კომპლექსს პირვანდელი სახე დაუბრუნდება

რომანოვების სასახლისა და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტირება დასრულდა.

„საპარტნიორო ფონდის", „ლიკანის რეზიდენციის“, „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა“ და დარგის სპეციალისტების მიერ შემუშავებული კონცეფციის პრეზენტაცია ლიკანის კომპლექსში შედგა.


პროექტის კონცეფცია მეცნიერულ კვლევებსა და ისტორიულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით  შემუშავდა, რომლის მიხედვით, ისტორიული კომპლექსი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს და პირველად თავისი არსებობის ისტორიაში მისი ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ მნახველს ექნება. რომანოვების სასახლის კარი მედიისთვის და დამსწრე საზოგადოებისთვის დღეს გაიღო.


აუდიტორიას პროექტირების დეტალები ავტორებმა, „ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საკითხების საეთაშორისო საბჭოს საქართველოს  ეროვნულმა კავშირმა (ICOMOS) და კომპანიებმა „საქართველოს მემკვიდრეობა“ და „არქიტექტორები.ჯი2“-მა გააცნეს.


„გლობალურ ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული ქვეყნები ტურისტების მოსაზიდად ქმნიან ლეგენდებს, იყენებენ მარკეტიგულ ტექნოლოგიებს, რათა უფრო მეტი ტურისტი მოიზიდონ. ჩვენ კი ახლა ვიმყოფებით ადგილზე, რომელიც რეალური ისტორიის ლეგენდარულ ეპოქას აცოცხლებს და ტურისტებისთვის საინტერესოა არამარტო ისტორიული დატვირთვით, არამედ - სამედიცინო ტურისტული დანიშნულებითაც. ისტორიული მემკვიდრეობის ნუსხაში შესული სასახლე უახლოეს წარსულში საზაფხულო რეზიდენციად გამოიყენებდა. საბჭოთა პერიოდში  ლიკანის  სასახლე კი კომუნისტური ლიდერების რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, კომპლექსი სამთავრობო რეზიდენციად, ხოლო 2005 წელს – საპრეზიდენტო სასახლედ გადაკეთდა. სამწუხაროდ, მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ადგილი ქონდა სასახლისა და ისტორიული შენობების არქიტექტურაში უხეშ ჩარევებს, რამაც ძეგლის პირვანდელი იერსახე მნიშვნელოვნად დააზიანა. ახალი კონცეფციის მიხედვით, რომანოვების სასახლე ავთენტურობის დაცვით აღდგება. ახალი ტურისტული ლოკაცია სერიოზულ შემოსავალს მოუტანს რეგიონს, ადგილობრივებმა კი ეს უნიკალური შანსი სწორად უნდა გამოიყენონ“, განაცხადა „საპარტნირო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.


XIX საუკუნის ბოლოს აგებული ნიკოლოზ რომანოვის სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და ორანჟერეა ავთენტურობის დაცვით აღდგება. სასახლეში მოეწყობა მუზეუმი. კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა სასტუმო, საკონფერენციო დარბაზი, ვიზიტორთა ცენტრი, ადმინისტრაციული შენობა და საფეხმავლო ხიდი. მოხდება ისტორიული პარკის კეთილმოწყობა და დენდროლოგიური გეგმის განხორციელება.


და პირველად არსებობის განმავლობაში ლიკანის ისტორიული კომპლექსი საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილი გახდება.


„საპარტნიორო ფონდს“ მთავრობამ ლიკანის კომპლექსი მოვლა პატრონობის მიზნით გადმოსცა.


 „საპარტნიორო ფონდმა“ აიღო ვალდებულება, მოეხდინა სავალალო მდგომარეობაში მყოფი სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაცია. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, კონკურსის წესით, შეირჩა სათანადო გამოცდილების მქონე სამი არქიტექტურული კომპანია, რომლებმაც პროექტირება და მუზეოგრაფია მოამზადეს.


ირაკლი კობახიძე ლიეტუვას სეიმას სპიკერს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ლიეტუვას სეიმას სპიკერი ვიქტორას პრანცკიეტისი მიიღო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ეწვია. 

„TISIFF 2018“-ის ფარგლებში, მესამე პარალელური სესია თემაზე: სამოქალაქო საზოგადოების პერსპექტივები გაიმართა

თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმი (TISIFF 2018)-ის ფარგლებში გამართულ მესამე პარალელურ სესიაზე სამოქალაქო საზოგადოების პერსპექტივები მიმოიხილეს.

თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმის ფარგლებში ბიზნესდიალოგსმნიშვნელობაზე იმსჯელეს

თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმზე პლენარული სესიების შემდეგ პარალელური სესიები გაიმართა.

"TISIFF 2018“ ის ფარგლებში, პირველ პარალელურ სესიაზე საპარლამენტო და სამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით დებატები გაიმართა

თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმი (TISIFF 2018)-ის ფარგლებში, პლენარული სესიების დასრულების შემდეგ, ოთხი პარალელური სესია გაიმართა.

გეგუთის ციხეში, ცემის შედეგად გადარცვლილი პატიმრის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

გეგუთის ციხეში პატიმრების მიერ ნაცემ და ამის შემდეგ რამდენიმე დღეში გარდაცვლილ ლევან კორატავს საქმეზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლო განაჩენს, ხვალ, 14:00 საათზე გამოაცხადებს.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მთაწმინდის პანთეონში და გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა

საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე წმიდა ილია მართლის საფლავი მოილოცადა პატივი მიაგო მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალულ ღვაწლმოსილ ადამიანებს.

თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმის მეოთხე პლენარული სესია

თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმის მეოთხე პლენარული სესიამდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსების ახალ ინსტრუმენტებს დაეთმო. 

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური - კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტარნსპორტის მოძრაობა
აკრძალულია.

ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ცოტა ხნის წინ საქართველოს ეწვია ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი იაროსლავ კუბერა.

თამარ ბაღაშვილმა და დიანა ჯოჯუამ ქარტიის პირველი და მეთრთმეტე პრინციპი დაარღვიეს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებმა თამარ ბაღაშვილმა და დიანა ჯოჯუამ ქარტიის 2 პრინციპი დაარღვიეს:

ტრანსგენდერის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბათუმში ერთი პირი დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად 1990 წ. დაბადებული გ.ჩ. გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის
მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინებით დააკავეს.

მოლდოვას ვიცე პრემიერ-მინისტრი საქართველოშია

ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩამოვიდა მოლდოვას ვიცე პრემიერ-მინისტრი კრისტინა ლესნიკი.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად მაღალი რანგის სტუმრებმა ჩამოსვლა დაიწყეს

ცოტა ხნის წინ საქართველოს ეწვია ლიეტუვის სეიმის სპიკერი ვიქტორას პრანკიეტისი. ლიეტუველ სტუმარს თბილისის აეროპორტში  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მა​ხარობლიშვილი დახვდა, რა დროსაც გაიმართა მათი ხანმოკლე საუბარი.

თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმის მესამე პლენარული სესია: – ინოვაციური დაფინანსების ახალი პლატფორმები გაეროს 2030 მიზნებისთვის

პარლამენტში თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმი (TISIFF 2018) სესიების ფორმატში წარიმართა.

შსს-ს პოლიციის ატაშე პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მედლით დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე პოლონეთში, გიორგი გამსახურდია პოლონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა, იოაჰიმ ბრუჯინსკიმ ბრინჯაოს მედლით დააჯილდოვა.

თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმის მეორე პლენარული სესია: - ინოვაციური განვითარების არსებული ინსტრუმენტები მდგრადი განვითარებისთვის

თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმის მეორე პლენარული სესია დაეთმო თემას - ინოვაციური განვითარების არსებული ინსტრუმენტები  მდგრადი განვითარებისთვის.

vali.ge -ს ერთიან ბაზას სს „კრედტო ბანკის“, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდოს“ და შპს „ემ კოლექტორის“ მონაცემები დაემატა

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - vali.ge მონაცემები განახლდა - ერთიან ბაზას დღეს კიდევ 3 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა.

"აფხაზეთი დგას არა მხოლოდ განვითარების პრობლემის წინაშე არამედ ჰუმანიტარულ კრიზისთან გვაქვს საქმე"

საქართველოს პარლამენტში თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ორდღიანი საერთაშორისო ფორუმი (TISIFF 2018) - „ინოვაციური და ბლოქჩეინის პლატფორმები მდგრადი განვითარების 2030 მიზნების დასაფინანსებლად“ გაიხსნა.

თბილისში ნარკორეალიზატორი დააკავეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლციის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოს თანამშრომლებმა1980 წელს დაბადებული ჰ. ო. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე დააკავეს.

ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე გერმანიაში ისაუბრა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ბერლინში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი
ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა.