თბილისის მერი გობრონიძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

გლდანის რაიონში, გობრონიძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულ ქუჩაზე გამავალი ხევძმარას კოლექტორისა და საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.


მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.  


„მუხიანში, გობრონიძის ქუჩის კონკრეტულ მონაკვეთზე მიწა ჩავარდა. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოების შესრულება დაიწყო. ტერიტორიაზე განთავსებული წყლის ცენტრალური კოლექტორი მთლიანად იყო დაზიანებული, ბეტონის სახურავი კი - ჩანგრეული, რის გამოც, ამ კონკრეტული ადგილის ჩამორეცხვა ხდებოდა. შესაბამისად, მოხდა გზის სავალი ნაწილის ჩანგრევაც. საგზაო მონაკვეთი, რომლითაც, როგორც მუხიანში, ასევე გლდანში მცხოვრები მოქალაქეები სარგებლობენ, 15 სექტემბერს ჩაიკეტა. სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს და ნოემბრის ბოლოს დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.


დედაქალაქის მერის განმარტებით, იმისთვის, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებს საფრთხე არ შეექმნას, შესაბამისი სამუშაოები საფუძვლიანად ჩატარდება.


„გვირაბში შესვლისა და დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ არსებობს კონკრეტული პრობლემური ადგილები და ხდება ძირის გამორეცხვა. იმისთვის, რომ სამომავლოდ, ნებისმიერი საფრთხე ავიცილოთ თავიდან, გზის აღნიშნული მონაკვეთი აუცილებლად მოსაწესრიგებელი იქნება. ზოგადად, გაუგებარია, როგორ ხდებოდა ამ კონკრეტულ შენობა-ნაგებობებზე ნებართვების გაცემა. შეიძლება ითქვას, ყველა შენობა პირდაპირ სანიაღვრე არხზეა დაშენებული, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სანიაღვრე არხი და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობები უსაფრთხო იყოს. საჭირო სამუშაოებს ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.


დაზიანებული კოლექტორის აღდგენითი სამუშაოები გზის სავალი ნაწილიდან 15 მ სიღრმეზე მიმდინარეობს. რეაბილიტაცია ასევე, გზის 20-მეტრიან მონაკვეთს უტარდება. სამუშაოების ფარგლებში, კოლექტორი კაპიტალურად აღდგება, მოეწყობა ბეტონის ახალი კონსტრუქცია და მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად განახლდება.


სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „პალიტრა“ აწარმოებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 650 000 ლარია.


გობრონიძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნენ.


ოთარ დანელია: გახარიას ხედავენ როგორც პოლიტიკურად ძლიერ ფიგურას, რაც მისი თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნის მთავარი მიზეზია

უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ოთარ დანელიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ 20 ივნისის ღამეს მომხდარზე და შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხზე ისაუბრა. 

ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილი არ იყო ის ადამიანი, რომელიც რუსეთის, კერძოდ, პრიმაკოვს გარანტიით მოვიდა ხელისუფლებაში?

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ტვ პირველის“ ტოქშოუ „რეაქციაში“ ოპოზიციის პრეტენზიებს პასუხი გასცა.

ბახტაძე: პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შეფასებით, 20-21 ივნისს პარლამენტთან მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს ეკისრებათ.

ევროკომისარი: აღმოვაჩინე საქართველოს სახელოვნებო და კულტურული განძი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროკომისარი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში ტიბორ ნავრაჩიჩი Twitter-ში საკუთარ შთაბეჭდილებებზე წერს.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა დაგვიანებით დაიწყო

პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, დაგვიანებით დაიწყო.

იზორია: ნატოსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და ყოვლისმომცველი ხდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, იტალიაში ვიზიტის ფარგლებში ნეაპოლში ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობაში შეხვედრებს მართავს.

პარლამენტში დღეს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე იმსჯელებენ

საქართველოს პროკურატურის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიასთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით, კანონმდებლები დღეს მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე იმსჯელებენ.

მამუკა ბახტაძე - ქართულმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი ყველა კითხვაზე, ეს არის ჩვენი მიდგომა

ის კადრები, რომელიც ყველამ ვიხილეთ, საუკეთესო მაგალითია 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის შესაფასებლად, - ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა „მოამბეში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

" რაც 20 ივნისს მოხდა პარლამენტში, შეცდომაა და გამოიწვია ჩვენი საზოგადოების გულწრფელი პროტესტი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროვოკაციისთვის გამოიყენა"

"ის, რაც 20 ივნისს მოხდა პარლამენტში, არის შეცდომა, ეს არ უნდა მომხდარიყო; ამან გამოიწვია ჩვენი საზოგადოების გულწრფელი ვნებათაღელვა, რომელიც შემდგომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყენა პროვოკაციისთვის გამოიყენა". 

ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში კონსტანტინე კანდელაკის წიგნის თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.

პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოტანილია დადგენილება ნიკანორ მელიას ბრალდების შესახებ. პროკურატურის განცხადებას „პირველი“ უცვლელად გთავაზობთ.

დედაქალაქის მერი თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო (ფოტო-კოლაჟი)

თბილისის მერია ჯორჯ ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტის - „ადამიანი და მზე“ მიმდებარედ არსებული თარგების სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.

კოკა ყანდიაშვილი: არის ასეთი გვერდი "ევროპა", რომელიც ამას კადრულობს!

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ გვერდ „ევროპაზე“ გამოქვეყნებულ ინფომაციას ეხმაურება და გვერდის ადმინისტრატორს მოუწოდებს, ბოდიში მოიხადოს.

რევაზ სოხაძე: „დღეს უფრო დიდი პასუხისმგებლობაა იყო „ქართული ოცნების“ წევრი და შიგნიდან ეცადო გამოასწორო შეცდომები“

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე ბოლო დღეების განმავლობაში დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

ირაკლი ზარქუა: "ვინც საზოგადოების გულწრფელი აღშფოთება ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენა დასასჯელია"

"პოლიტიკოსებმა ახალგაზრდები და მათი გულწრფელი აღშფოთება ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენეს,"- აცხადებს თბილისის საკრებულოს საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.

ბექა დავითულიანი: ჩვენ, ერთად შევძელით, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკიდან ნულოვან ბარიერამდე და პოლიტიკურ თავისუფლებამდე მივსულიყავით"

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს საკრებულოს სხდომაზე გამოეხმაურა.

კახა კალაძე: ჩვენ ქვეყანაში სრულად არის დაცული ტურისტების უსაფრთხოება, მათ შორის რუსი ტურისტების

დედაქალაქის მერი ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და მედიის დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

თბილისის საბავშვო ბაღების 2 550 აღმზრდელი პირველადი გადაუდებელი დახმარების კურსს გადის

თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღის 2 550 აღმზრდელი პირველადი გადაუდებელი დახმარების კურსს გადის. ტრენინგებს, რომელიც როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას მოიცავს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აითი ნოლიჯი“ ატარებს.

საპატრიარქო მრევლს სთხოვს, წელს საქართველოში დაისვენონ

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს საპატრიარქო განცხადებით გამოეხმაურა.

გიორგი ჩაკვეტაძე: “ტოლობის ნიშნის დასმა „ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის ამორალობაა”

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე მიიჩნევს, რომ არითმეტიკული ტოლობის ნიშნის დასმა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დიდი პოლიტიკური შეცდომა და ამორალობაა.

ლარმა გაუფასურების 24- წლიანი რეკორდი მოხსნა

25 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8333 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7945 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -3.88 თეთრი შეადგინა.