ეკოლოგები „ნენსკრა ჰესზე“ ობიექტურ გეოლოგიურ დასკვნას ითხოვენ

"მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ ნენსკრა ჰესის პროექტის შესწავლა არა კომპანიის მიერ დაქირავებული კერძო ექსპერტების მხრიდან არამედ საერთაშორისო, დამოუკიდებელი სპეციელისტების შესაფასებელია.

გარემოს დამცველს მიაჩნია, რომ ეკომიგრანტების პრობლემა ერთერთია მათ შორის, რასაც სვანეთში გიგანტური ჰეისი აშნება შექმნის.



"ძნელია იმის თქმა გაიზრდება თუ არა ეკო მიგრანტების რაოდენობა ნენსკრა ჰესის გამო, ნენსკრა ჰესის პროექტს ყველანაირი საფრთხე შეიძლება მოჰყვეს. თუმცა ეს არის შესწავლის საკითხი. ჰესი, რომელიც ცვლის მიკრო კლიმატს და დიდი ალბათობით გააქტიურებს გეოლოგიურ პროცესებს, რა თქმა უნდა, ეს საფრთხეს უქმნის იგივე  ჭუბერის თემს ქვემოთ. ამ მიმართულებით პროექტში შესწავლები არ არის გაკეთებული და აუცილებელია რომ მოხდეს მისი შესწავალა. დოკუმენტებში საუბარია იმაზე, რომ ყველაფერი იქნება კარგად, მაგალითად ჩავიხედავთ კვლევაში და ვნახავთ, რომ ზემოქმედება არ მოხდება დავუშვათ თევზებზე, ისეთ საკითხებზეც კი არ არის წესიერად შეფასებული რაზეც ბუნებრივად ექნება ვთქვათ უარყოფითი ზემოქმედება, რაც შეეხება არგუმენტს, რომ საერთაშორისო ექსპერტები ასკვნიანი - უკაცრავად, მაგარმ იგივე საერთაშორისო ექსპერტები და აზიისა და ევროპის განვითარების ბანკი იყო ჩართული, მაგალითად შუახევი ჰესის პროექტშიც ჩართული და ვანხეთ, დაინგრა ხო? ანუ, ჩართული იყვნენ ერთია მაგრამ რა წერია და რა შეისწავლეს – მეორეა. როდესაც ჩვენ დავწერეთ შენიშვნები, ისინი არ არის პასუხგაცემული, მაშინ მოდი დადგნენ და გაგვცენ პასუხი ამ ექსპერტებმა. ეს ჩვენთან ჩამოყალიბდა, რომ რადგან რაღაც ბანკი მონაწილეობს, ყველაფერი არის კარგად, არ არის ყველაფერი კარგად  და მით უმეტეს არ არის სათანადოდ შეფასებული თუნდაც ის მოვლენები, რა მოვლეებიც განვითარდა ზაფხუში არსად არ ეწერა საერთოდ, თუნდაც ბოლო კვლევებში, მაგრამ ხომ მოხდა?!


ახლა საერთოდ ახალი პროცესი მიმდინარეობს იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ნენსკრა ჰესს შეჩერებული აქვს მშენებლობის ნებართვა იმის გამო, რომ შეცვალა სამშენებლო ტექნიკური პარამეტრები პროექტის და მათაც დაიწყეს, უფრო სწორად სკრინინგის ეტპზე არიან ახალი ნებართვის აღების პროექტში.


 


ჩვნ ვითხოვთ, არ დავუშვათ კომპანიის მიერ დაქირავებული ექსპერტების ჩართვა, არამედ ვითხოვთ გარემოს ზემოქმედების დამოუკიდბელი კომისიის ჩართვას, ვგულისხმობ ჰოლანდიის  გარემოს ზემოქმედების კომისიას, რომელიც არის დამოუკიდებელი ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაცია მსოფლიოში და რომელსაც არაერთი შეფასება ავს გაკეთებული", - აცხადებს "პირველთან" საუბრისას გარემოს დამცველი.


გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი ნენსკრა ჰესის მშენებლობით ქვეყანაში ეკო მიგრანტების რაოდენობის გაზრდას გამორიცხავს.



"მდინარე ნენსკრას ხეობაში ნენსკრა ჰესის მშენებლობა ეკო მიგრანტების ოდენობას ქვეყანაში არ გაზრდის რა თქმა უნდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჰიდროტექნიკური ნაგებობა - ჰესი, არ შედგება ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესებისა და სტანდარტების სრული დაცვით. ამასთანავე მშენებლობა ექსპიულატაცია უნდა წარიმართოს მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ", - განაცხადა გაფრინდაშვილმა "პირველთან" საუბრისას.


მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუკი სტანდარტები დაირღვა და ჰესის გამო ეკომიგრანტების საკითხი დადგა "პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ოპერატორმა კომპანიამ, ვისიც არის ჰესი, ვინც აშენებს, ვინც პროექტი შეადგინა და ვინც მშენებლობა განახორციელა".


საქართველოს სხვა რეგიონებში ეკომიგრანტთა ძალზედ დიდი რაოდენობაა სვანეთიდან - 1987 წელს სვანეთი ყველაზე მძიმე ზამთრის მოწმე გახდა. იანვარში რამდენიმე სოფელი 3-დან–5 მეტრამდე თოვლის საფარქვეშ აღმოჩნდა. თოვლის სიმაღლე იმდენად დიდი იყო, რომ დაახლოებით 2000 სახლი ზვავის ქვეშ მოჰყვა, ხოლო 85 ადამიანი გარდაიცვალა. განსაკუთრებით დაზარალდა მესტიის (ზემო სვანეთი) და ლენტეხის (ქვემო სვანეთის) რაიონები. გზები ჩაიკეტა, სოფლებთან კავშირი გაწყდა, კომუნიკაციის ყველა საშუალება მწყობრიდან გამოვიდა. რისკის ზონიდან 16 000 ადამიანი იქნა ევაკუირებული. მათი ნაწილი საქართველოს სხვადასხვა მხარეებში გადანაწილდნენ.


კლიმატის ცვლილებები და მათგან გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფები 21-ე საუკუნის ერთ–ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგეს. ბუნებრივი კატასტროფების სრულად თავიდან აცილება შეუძლებელია. თანამედროვე კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი ამოცანა კი მათი რისკების შემცირება და თანმხლები უარყოფითი შედეგების შერბილებაა.


სიახლეები მსგავს თემაზე

"ნენსკარა ჰესი" ვერ შექმნის XXI საუკუნის ენერგეტიკას - დაზიანდება მთლიანად კავკასიის ეკოსისტემა

"ნენსკარ ჰესის" არარენტაბელური პროექტი, რომელიც აუნაზღაურებელ ზარალს მიაყენებს არა მხოლოდ სვანეთს, არამედ სრულიად კავკასიის ეკოსისტემას", - ასე აფასებს ეკოლოგი ნინო ჩხობაძე სვანეთში გიგანტური ჰესის მშენებლობას.

გენერალური პროკურორი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.

ძლიერმა წვიმამ და ქარმა კახეთის სოფლები დააზარალა

ძლიერმა წვიმამ და ქარმა გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებს ზარალი მიაყენა.

მიხეილ ბატიაშვილმა ტრიუმფატორ ძიუდოისტებს უმასპინძლა

მიხეილ ბატიაშვილმა ევროპის ძიუდოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ტრიუმფატორებს უმასპინძლა.

სარა თომასი პირველი ქალია, ვინც ლა-მანშის სრუტე შეუსვენებლად ოთხჯერ გადაცურა

ამერიკელი ქალი სარა თომასი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ლა მანშის სრუტე ოთხჯერ შესვენების გარეშე გადაცურა.

ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, მოადგილესთან, ლია გიგაურთან ერთად, აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც მოსწავლეებს შეხვდა და მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

მასწავლებელი, რომელმაც ბავშვებს წითელი ყელსახვევი გაუკეთა, სამსახურიდან გაათავისუფლეს

ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლის პირველი გ კლასის მასწავლებელს, ქეთევან ვეკუას, სკოლის დისციპლინურმა საბჭომ სასტიკი საყვედური გამოუცხადა. სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით, ვეკუა კლასის დამრიგებლობიდანაც გაათავისუფლეს.

თბილისში კლიმატის მწვანე ფონდის ფორუმი გაიმართება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მაღალი დონის წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმს გახსნის.

ვახტანგ გომელაური ევროკავშირის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ევროკავშირის ელჩს შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს - კარლ ჰარცელს შეხვდა.

"ქართულმა ოცნებამ" ადიგენში შუალედურ არჩევნებზე კანდიდატად ჭიდაობის მწვრთნელი დაასახელა

27 ოქტომბრის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, "ქართულმა ოცნებამ" კანდიდატები დაასახელა. მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად ადიგენის სოფელ არალში, მმართველი პარტიის სახელით, ზურაბ ფეიქრიშვილი იბრძოლებს.

სავალუტო ფონდის ყოფილი შეფი ევროკავშირის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად აირჩიეს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფლი ხელმძღვანელი კრისტინ ლეგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის პოსტს კვლავ დაიკავებს. მის კანდიდატურას სტრასბურგში ჩატარებულ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დაუჭირეს მხარი.

კონტეინერების კონტროლის პროგრამის დეტალები ცნობილია

გაეროსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის საშუალებით, მოხერხდა ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან მებრძოლი სამართალდამცავი უწყებების ძალისხმევისა და რესურსების გაერთიანება 

ლარი კვლავ გაუფასურდა

17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9626 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9608 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.18 თეთრი შეადგინა.
 
 

გოგა ხაინდრავა ოთარ კახიძეს ვინ ეკითხება და ვინ უსმენს? საერთაშორისო თანამეგობრობა აკეთებს იმას, რასაც საჭიროდ თვლის

„ოთარ კახიძეს ვინ ეკითხება და ვინ უსმენს? საერთაშორისო თანამეგობრობა აკეთებს იმას, რასაც საჭიროდ თვლის“, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ-საქართველოს“ გამარჯვებული პროექტის „DR.GOODS“-ის პრეზენტაცია გამართა

„საპარტნიორო ფონდის“პრეზენტაციას ესწრებოდა აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ფონდის წარმომადგენლები, სამედიცინო სექტორი და გამარჯვებული პროექტის ავტორები.

ლაფანყურის მოსახლეობასა და "ლოპოტა-ჰესის" ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა შედგა

დღეს ლაფანყირში ადგილობრივები შესაბამისი უწყებების, არასამთავრობო სექტორის, ხელისუფლებისა და კომპანიის წარმომადგენლებს თელავის საკრებულოში შეხვდნენ.

18 სექტემბერს თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტემბერს თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონში, ვარდისუბნის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, სადაც 113 ოჯახი ცხოვრობს, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, საყრდენი კედელი, ბორდიური და 2 300 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.

 
ილია მეორემ ეკატერინე ტიკარაძეს უმასპინძლა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს უმასპინძლა.

ირაკლი ლექვინაძე: "მხარს ვუჭერთ ნავთობიმპორტიორების მოთხოვნას"

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, 2020 წლიდან 1 იანვრიდან დიზელის საწვავზე ახალი ხარისხობრივი ნორმებს განიხილავენ.

 

სურსათის ეროვნული სააგენტო კვების ობიექტების შემოწმებას განაგრძობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში განახლებულ აღმაშენებელსა და ბელიაშვილის ქუჩაზე არსებული საზოგადოებრივი კვების 57 ობიექტი შეამოწმეს.

"სოკარი" ქუთაისის ბაღების შემოწმებას იწყებს

იმერეთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ბუნებრივი აირის მიწოდების უსაფრთხოებაზე შემოწმდა.