პოლონეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

პოლონეთის საელჩოს პატრონაჟით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 18 ნოემბერს 16:30 საათზე პოლონეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.  

მოწვეულ სტუმრებთან ერთად კონცერტს ოფიციალურად გახსნის პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი.


კლასიკური მუსიკის კონცერტზე, რომელიც  პოლონეთის რესპუბლიკის სენატის თანადაფინანსებით გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ როგორცპოლონელი, ასევე ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები: ლელა მჭედლიძე (ვიოლინო), ნინო ჟვანია (ფორტეპიანო), იოანა აიერსი (ვოკალი), კამილ ურბანსკი(ფორტეპიანო), გიორგი შავერზაშვილი (ფორტეპიანო), ვილი გრიგორიანი (ვოკალი), პოლონიის გუნდი ნანა კალანდაძის ხელმძღვანელობით (კომპოზიტორი, დირიჟორი, არანჟირების ავტორი), პოლონური სკოლის მოცეკვავეთა და ვოკალისტების ანსამბლი „არწივის მართვეები”, ტრიო „ბრავო”.


სპეციალურად ამ კონცერტისთვის თბილისში ჩამოვიდა  ცნობილი პოლონელი  კომპოზიტორი,  დირიჟორი და  არანჟირების ავტორი კამილ ურბანსკი, რომელიც  ვარშავის ჯაზ პიანისტების ფესტივალის მთავარი ჯილდოსა და ჯაზის ბიელსკა ზადიმკას გრან პრის მფლობელია. მას თავისი ალბომისთვის „ინტერპლეი ჯაზ დუო“  გადაეცა პოლონეთის ფონოგრაფიის ინდუსტრიის პრესტიჟული ჯილდო - ფრედერიკ 2013.  მისი კონცერტები გაიმართა როგორც პოლონეთში, ასევე აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში,  ჩეხეთში, სლოვაკეთში, ბელგიაში, დანიაში, შვედეთში, ნორვეგიაში, დომინიკის რესპუბლიკაში, ვენესუელაში და მრავალ სხვა ქვეყანაში.


კონცერტის თემატური პროგრამა მოიცავს  XIX საუკუნის 80-იან წლებში თბილისში მოღვაწე პოლონელი კომპოზიტორისა და ვირტუოზი მევიოლინესკონსტანტინე გორსკის მივიწყებული ნაწარმოებების პრემიერას და ასევე პოლონური პატრიოტული სიმღერების შესრულებას.   


კონცერტის ფარგლებში მუსიკალური კონკურსის „კონსტანტინე გორსკის კვალდაკვალ” გამარჯვებულებს გამოავლენენ და მათ პოლონეთისრესპუბლიკის სენატის კანცელარიის, პოლონიის ბიუროს დირექტორის სპეციალურ ჯილდოებისგადასცემენ.


კონცერტის ორგანიზატორები: საქართველოს კულტურულ-საგანმანეთლებლო კავშირი „პოლონია”, შემოქმედთა აქტიური კრეატიული ასოციაცია „ტაკ!”, წმინდა იადვიგას სახ. პოლონური სკოლა.  


გონივრულია, მისასალმებელია, კარგია – გამოხმაურებები „ევროპაბეთის“ „პასუხისმგებლიან თამაშზე“

სპორტსმენები, აქტივისტები და სხვა ცნობილი ადამიანები ბოლო ორი დღეა, აქტიურად ეხმაურებიან „ევროპაბეთის“ ახალ სოციალურ კამპანიას „პასუხისმგებლიანი თამაში“ და დადებითად აფასებენ კომპანიის ამ ინიციატივას.

დავით ზალკალიანმა მოსკოვს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ავსტრიულ საინფორმაციო გამოცემა APA-სთან ინტერვიუში მოსკოვს მოუწოდებს, რომ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გაათავისუფლონ. 

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ საქართველოსა და ევროსაბჭოს დროშა აღმართეს 

საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ საქართველოსა და ევროსაბჭოს დროშა საზეიმო ვითარებაში აღმართეს.

 

 
პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრად მეორე ვადით კახა ბექაური აირჩია

საქართველოს პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრად ხმათა უმრავლესობით კახა ბექაურის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. დეპუტატების გადაწყვეტილებით, კახა ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად ექვსი წლის ვადით იქნა არჩეული.

კახა კალაძემ კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული თარგის გამწვანებაში მონაწილეობა მიიღო

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილზე, მეტროსადგურ "სამგორის" მიმდებარედ არსებული თარგი გაამწვანა.

დამოუკიდებელი დეპუტატები ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერენ

დამოუკიდებელი დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერენ.

საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 13.3%-ით გაიზარდა

საქართველოში შემოსულმა ფულადი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში $151 მლნ-ს (448 მლნ ლარი) მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 13.3%-ით აღემატება.

ომბუდსმენი: უზენაესის მოსამართლეობის იმ კანდიდატებს უნდა დაუჭირონ მხარი, რომელთა კეთილსინდისიერებაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს 

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ კანდიდატებს უნდა დაუჭიროს მხარი, რომელთა კეთილსინდისირებაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს. 

დარმშტატში ქართული ხელოვნების სახლის "Blue Face" ოფიციალური გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა

გერმანიის ქალაქ დარმშტატში ქართული ხელოვნების სახლის ,"Blue Face" ოფიციალური გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი ხუნდაძე აირჩიეს

80 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი ხუნდაძე აირჩიეს. 

ლაშა ნაცვლიშვილი: სტრასბურგის სასამართლომ საბოლოო ვერდიქტი გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ყველაზე არაევროპულ ძალას

სტრასბურგის სასამართლომ საბოლოო ვერდიქტი გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ყველაზე არაევროპულ ძალას“,- განაცხადა „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მექსიკაში საქართველოს ელჩი იუკატანის შტატის გუბერნატორს შეხვდა

იუკატანის შტატში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მექსიკაში საქართველოს ელჩმა ზურაბ ერისთავმა შტატის გუბერნატორთან მაურისიო ვილა დოსალთან ოფიციალური შეხვედრა გამართა.

რეგიონების მასშტაბით საუკეთესო შედეგების მქონე ეროვნული ოლიმპიადების მონაწილეები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ რეგიონების მასშტაბით საუკეთესო შედეგების მქონე ეროვნული ოლიმპიადების მონაწილე 207 მოსწავლეს სხვადასხვა პრიზი და ფულადი ჯილდო გადასცა.

საქართველოს ელჩი ვილნიუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა ვილნიუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან სიგიტას ლეონავიჩიუსთან და პალატის წევრებთან შეხვედრა გამართა. 

 

სუს-ის უფროსის მოადგილემ ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გახსნა

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეხუთე სხდომა გაიმართა. სხდომა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე
ხოჯევანიშვილმა გახსნა.

ტალინში ქართული დიზაინით გაფორმებული სკვერი გაიხსნა

ესტონეთში საქართველოს ელჩმა, არჩილ ყარაულაშვილმა და ტალინის მერმა, მიხაილ კილვარტმა, ტალინის ცენტრში ქართული დიზაინით გაფორმებული სკვერი “რაუას მწვანე სივრცე” გახსნეს.

ზღვისუბანში ძველი ავტობუსების ახალი ევროპული სტანდარტის ტრანსპორტით ჩანაცვლების პროცესი გრძელდება

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, ზღვისუბანში მოძრავი N75 სამარშრუტო ავტობუსი ISUZU-ს მარკის 8 მეტრიანი ახალი, ევროსტანდარტებისა და შშმ პირებზე ადაპტირებული ავტობუსით ჩანაცვლდა.

ინოვაციური სამედიცინო სერვისები - თიბისი დაზღვევა Redmed-ის პირველი პარტნიორია

ციფრული და ინოვაციური სერვისები თიბისი დაზღვევის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ კომპანია მუდმივად მუშაობს მათ დანერგვასა და განვითარებაზე.

აჭარის მთავრობის სახლთან მოსახლეობა მიწის ექსპოპრიაციით ჩამორთმევას აპროტესტებს

სოფელ მარადიდის მცხოვრებლები აჭარის მთავრობის სახლთან აქციას მართავენ. 

სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტი, ლევან ხარაბაძემ დაიკავა. შსს მინისტრმა ბრძანებას ხელი 10 დეკემბერს მოაწერა. უწყება, რეგიონის პირველი პოლიციელის შესახებ, დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ავრცელებს.

გიგა ბოკერია: სალომე ზურაბიშვილმა ბოდიში დროზე მოიხადოს

"ევროპული საქართველოს" წევრის გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართულ ჯართან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს.