გიორგი მარგველაშვილი: საქართველოში ასეთი არჩევნები მეტი აღარ უნდა ჩატარდეს

საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე არჩევნების მეორე ტური შეაფასა.

მან მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს აქტიურობისკენ, ასევე მადლობის ადრესატები იყვნენ  სადამკვირვებლო ორგანიზაციები და მედია.


პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ არჩევნების მეორე ტურში დემოკრატიულობის ხარისხი მკვეთრად  დავარდა, რაც მისი თქმით, საგანგაშოა. გიორგი მარგველაშვილმა სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა:


„მადლობას გიხდით არჩევნებში აქტიური მონაწილეობისთვის, თქვენმა ასეთმა მაღალმა აქტიურობამ ნათლად აჩვენა, რომ თქვენთვის პრეზიდენტის არჩევა პრინციპული და მოქალაქოებრივი ვალის მოხდის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. მადლობა მინდა გამოვხატო სადამკვირვებლო მისიების მიმართ,  რომლებმაც კომპეტენტურად და მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს თავიანთი საქმიანობა. ასევე მადლობა მინდა გითხრათ მედიას, რომელიც ამ არჩევნებს ინტენსიურად და კვალიფიციურად აშუქებდით. გუშინდელ არჩევნებზე დაკვირვებით და აგრეთვე სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასების ანალიზის საფუძველზე მინდა შეშფოთება გამოვხატო  მეორე ტურში დემოკრატიული არჩევნების ხარისხის მკვეთრი ვარდნის თაობაზე. ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ საქართველოში ასეთი არჩევნები მეტი აღარ უნდა ჩატარდეს. ვულოცავ საქართველოს არჩეულ მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ვუსურვებ წარმატებას. როგორც კი ქალბატონი სალომე დაასახელებს პასუხისმგებელ პირს. ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ თანამშრომლობა როგორც საქმის გადაბარების თაობაზე, ასევე ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობაზე და დახმარებაზე. ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო, საქართველო და გააძლიეროს ჩვენი პრეზიდენტი“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა - 3705 უბნის მონაცემები დათვალა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ასეთია:


№5 გრიგოლ ვაშაძე - 40.48%, (780633 ხმა)


№48 სალომე ზურაბიშვილი 59.52%, (1147627 ხმა)


Ryanair-მა თბილისი-მილანის რეისები 50%-ით შეამცირა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანია Ryanair-მა მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე სიხშირეების რაოდენობა 50%-ით შეამცირა.

 

კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარება დამაკმაყოფილებელია

საქართველოს მოქალაქეებს რომლებაც კორონავირუსი დაუდასტურდათ თავს კარგად გრძნობენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამადაკმაყოფილებელია.

თელავის სოფელ თეთრწყლებსა და იყალთოში ხანძარია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. რთული რელიეფის გამო, მეხანძრეებს გადაადგილება ფეხით უწევთ.

განთლების მინისტრმა გერმანიის ელჩთან განათლების სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს უმასპინძლა და მასთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.

ნათია თურნავა: ტანაპისა და ტაპის პროექტებამდე საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია მხოლოდ რეგიონალური დონის იყო, ახლა ჩვენ საერთაშორისო მოთამაშეები ვართ

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბაქოში, სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საჭოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სამხრეთ გაზის კორიდორი საერთაშორისოდ აღიარებულია ევროკავშირის ქვეყნების მიერ.

ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გ.უ. დააკავეს.

ლაშა ღლონტი: ყველაფერი მალე დასრულდება, უბრალოდ დაიცავით რეკომენდაციები

„მინდა გახაროთ, ჩინეთში კორონავირუსის პიკმა გადაიარა, ევროპაში მიგრიგრებული ფორმები გაცილებით მსუბუქია ვიდრე ინფექციის კერაში“, - მომღერალი ლაშა ღლონტი სოციალურ ქსელში კორონავირუსის შესახებ წერს.

ირანის საელჩო ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო ირანში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისათვის რეკომენდაციები შემუშავდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელს, იუკიჰო ეჯირის და საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შეხვდა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის და ლიპყინულის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

 

ნათია თურნავა: საქართველო, მსოფლიოში ალტერნატიული გაზის მარშრუტების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბაქოში, სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალის დასრულების შემდეგ განაცხადა, მსოფლიოში ალტერნატიული გაზის მარშრუტების განვითარებაში საქართველოს როლს გაუსვა ხაზი.

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის უკრაინის მოქალაქე დააკავეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოსთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე, 1981 წელს
დაბადებული ვ.შ. თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

ქვეყნის მასშტაბით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული კონტროლი გამკაცრებულია

საბაჟო გამშვებ პუნქტებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები და ექიმი ეპიდემიოლოგები 24 საათიან რეჟიმში ახორცილებენ მგზავრთა ინდივიდუალურ მონიტორინგს.

დუშეთში ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით კაცი დააკავეს

შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული გ.ბ. დუშეთში დააკავეს.

გიორგი ვაშაძე: ოპოზიცია დღევანდელი საარჩევნო სისტემითაც მოიპოვებს გამარჯვებას

საქართველოში გერმანიის ელჩის რეზიდენციაში მმართველ პარტიასა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. 

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. 

ირანიდან საქართველოში დაბრუნებულ ქალს ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ 

საქართველო-აზერბაიჯანის ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან ერთ ადამიანს თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.

ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს 

ზუგდიდში ახალგარზდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

„Freedom Barometer-ის“ ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი გაიზარდა

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის პროექტის „freedom barometer-ის“ ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი გაიზარდა და ქვეყანა სიტყვის თავისუფლების კუთხით წამყვან პოზიციას იკავებს.

კორონავირუსით დაინფიცირებული ქალის შვილს, ინფექციაზე გამოკვლევა ჩაუტარდა

კორონავირუსით დაინფიცირებული ქალის შვილი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს. 

მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა დაათვალიერა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარდგენილ პროგრამებსა და აქტივობებს პირადად გაეცნო.