საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია - ფოტო და ვიდეო კადრები

თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია მიმდინარეობს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ბიბლიაზე დადო კონსტიტუცია და სალომე ზურაბიშვილმა ბიბლიასა და კონსტიტუციაზე დადო ფიცი.


"მე საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხის და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის!"


ფიცის დადების ცერემონიის შემდგომ, ძალაში შევა საქართველოს ახალი კონსტიტუცია.


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის შემდეგ მუშაობას თბილისში, ათონელის ქუჩაზე, ორბელიანების სასახლეში დაიწყებს.


საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრება მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი.



ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მდინარაძე: როგორც კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ინტერპელაციის წესით მიმართა პრემიერს, გაძლიერდა მათი საინფორმაციო საშუალებების მხარდაჭერა, რომ დაინგრა ქვეყანა

„შემთხვევითი არ არის, რომ როგორც კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ინტერპელაციის წესით მიმართა პრემიერ-მინისტრს, იმ წუთიდან გაძლიერდა მათი საინფორმაციო საშუალებების მიერ მხარდაჭერა, რომ დაინგრა ქვეყანა“.

მეტეოროლოგებმა პროფესიული დღე აღნიშნეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა ჰიდრომეტეოროლოგებს პროფესიული დღე მიულოცა.

შსს-მ მაღაზია „სმაილის“ ქურდობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული გ.ვ. და 2002 წელს დაბადებული ლ.ა. ქურდობაში ამხილეს.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქო ახალ ზელანდიაში, მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის გამო, მწუხარებას გამოთქვამს. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

ბათუმში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ახლობლები საავადმყოფოსთან აქციას აგრძელებენ

ბათუმში, 2 დღის წინ გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ახლობლები, რეფერალურ საავადმყოფოსთან აქციებს აგრძელებენ.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გიგანტური კუ სასტუმრო „პარაგრაფის“ საკარანტინო აუზში მოათავსეს

ხმელთაშუა ზღვიდან, შავი ზღვის აკვატორიაში, ფოთის სანაპირო ზოლში გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუს სახეობა (კარეტაკარეტა) შემოვიდა. აღნიშნულ ფაქტს გარემოს ეროვნულ სააგენტოში ადასტურებენ.

ფოთში გიგანტური კუ იპოვეს

ფოთში, ნაბადის უბანში, გიგანტური კუ ერთ-ერთმა ადგილობრივმა ზღვის სანაპიროზე გამორიყული ნახა.

 

მიხეილ ბატიაშვილი დუბაიში ლადო აფხაზავას საგულშემატკივროდ ჩავიდა

საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დუბაიში მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს ფინალურ დაჯილდოებაზე ლადო აფხაზავას საგულშემატკივროდ ჩავიდა.

საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან დამარცხდა

საქართველო-შვეიცარიის დაპირისპირება თბილისის „დინამო არენაზე" ცოტახნის წინ დასრულდა. ქართველი ფეხბურთელები შვეიცარიის ნაკრებთან ანგარიშით 2:0 დამარცხდნენ. 

პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს საქართველოდან, რაფაელ ჩიმიშკიანს 90 წელი შეუსრულდა

90 წლის იუბილე რაფაელ ჩიმიშკიანს პირადად მიულოცეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ და მოადგილე შალვა გოგოლაძემ.

იურიდიული პირების მიერ დენის, წყლისა და გაზის მოხმარების დარღვევაზე 15 000 ჯარიმა, შესაძლოა, გააუქმდეს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის მიმართ, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ კონსტიტუციური სარჩელი №1344 არსებითი განხილვისთვის იქნა მიღებული.

ზუგდიდის სოფელში დაკარგულ ქალს ეძებენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ოჯახი დაკარგულ 83 წლის ქალს, თალიკო პატარაიას ეძებს. მეზობლების ინფორმაციით, ის სახლიდან გუშინ, დაახლოებით, 16:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

ლადო აფხაზავას სახალისო პრეზენტაცია დუბაიში (ვიდეო)

პედაგოგმა, ლადო აფხაზავამ დუბაიში, „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა. ვიდეომასალას დუბაიდან 1TV ავრცელებს.

ტალინში ნიკო ფიროსმანის ნახატების გამოფენა გაიხსნა

ესტონეთში, ტალინის მიკკელის მუზეუმში გამოჩენილი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა - „ფიროსმანი - მარტოხელა გენიოსის სამყარო" გაიხსნა. 

გიორგი შენგელია ზუგდიდის მერობის კანდიდატად განიხილება

ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია ადასტურებს, რომ მას მმართველი პარტია მერობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავს. მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილებას "ქართული ოცნება" მომავალი კვირის დასაწყისში მიიღებს.

ბერლინში ქართულ-გერმანული შერეული კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა

ბერლინში, კულტურის სფეროშიქართულ-გერმანული შერეული კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა.

ავარია თბილისში - ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა

თბილისში, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ავარია მოხდა. ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ბათუმში გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი საავადმყოფოსთან აქციას მართავს

ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის ქალის ოჯახი რეფერალურ საავადმყოფოსთან აქციას მართავს. 
 

სოფიო ქაცარავა: საქართველო წელს ნატო-ს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა, რასაც გენერალური მდივნის ვიზიტი ადასტურებს

საქართველო წელს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა ალიანსის მხრიდან, - ასე ეხმაურება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ხვალ დაგეგმილ ვიზიტს.