ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ოთხოზორიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

2018 წლის 8 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.


ამავე ცნობით, სასამართლომ რუსეთის ფედერაციას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით მიმართა.


ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. 



„გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, საქართველოსა და აფხაზეთის რეგიონს შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. აფხაზმა მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა. ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ოჯახის წევრებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2018 წლის 11 იანვარს მიმართეს. წარდგენილ საჩივარში მომჩივნები ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ ძალის უკანონო გამოყენების შედეგად გ. ოთხოზორიას სიცოცხლის მოსპობასა და ამ ფაქტზე წარმოებული გამოძიების არაეფექტურობაზე დავობენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


გარდა ამისა, საია-ს ცნობით, ევროპული სასამართლოს მიერ დასმული კითხვების თანახმად, რუსეთის ფედერაციას სწორედ გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტთან დაკავშირებით მოუწევს პასუხის გაცემა, კერძოდ, დაირღვა თუ არა ოთხოზორიას სიცოცხლის უფლება და რამდენად ეფექტური იყო ეროვნული საგამოძიებო ორგანოების მიერ მისი მკვლელობის ფაქტზე ჩატარებული გამოძიება. ამასთან, სასამართლომ მოპასუხე სახელმწიფოს მოთხოვა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გ. ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მთლიანი საგამოძიებო მასალების ასლების წარდგენა. რუსეთის ფედერაციას კითხვებზე პასუხის გასაცემად ვადა 2019 წლის 7 მარტამდე განესაზღვრა. 



„გიგა ოთხოზორიას საქმეს გააჩნია პრეცედენტული მნიშვნელობა, რადგან სასამართლოს მოუწევს იმსჯელოს, რამდენად ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ეფექტურ კონტროლს აფხაზეთის ტერიტორიაზე და რამდენად ეკისრება მას პასუხისმგებლობა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებებზე. ამავდროულად, ოთხოზორიას საქმე ცხადყოფს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ საგანგაშო ვითარებას ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით და კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემებს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.


შსს - მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის მითითებებს და დაიცვან მოძრაობის წესები

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების, ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, ზოგიერთ რეგიონში, საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.

 

თბილისის მერმა აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა.

ექსპერტის შეფასებით, არასწორი და გაბუქებული ინფორმაციის კვლევაში ასახვა ძალიან ცუდია

ექსპერტი გია აბაშიძე ორგანიზაცია Freedom House-ს აკრიტიკებს.

ავტობანზე 20-ზე მეტი მანქანა ერთმანეთს მსუბუქად შეეჯახა

ავტობანზე 20-ზე მეტი ავტომობილი,  ერთმანეთს მსუბუქად შეეჯახა.

ახალციხეში ავტომობილის ინსპექტირების ცენტრთან რიგებია

ახალციხეში, ავტომობილის ინსპექტირების ცენტრთან ათობით მანქანა თავის რიგს ელის. მძღოლები ხშირად მხოლოდ 2-3 დღის შემდეგ ახერხებს ტექდათვალიერების გავლას. 

„სილქნეტი“ თავის მომხმარებელს განახლებულ პირობებს შესთავაზებს

გასული წლის განმავლობაში „სილქნეტმა“ მნიშვნელოვანი სიახლეები შესთავაზა მომხმარებელს. დანერგა 4.5 G ტექნოლოგია და გააუმჯობესა ინტერნეტის ხარისხი.

დავით სერგეენკო: სისხლის მარაგი შეფერხების გარეშე მიეწოდება კლინიკას

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სისხლის ბანკის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

 

სერგეენკო: ,,სიხლის ბანკი" ცდილობს, უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სისხლის მარაგის დეფიციტის შესახებ ერთ-ერთი ,,სისხლის ბანკის" მიერ გაკეთებულ განცხადებას მწვავე კომენტარით პასუხობს.

აფეთქების შედეგად დაზარალებული 70 ადამიანი სასტუმროებშია განთავსებული

ამ დროისთვის სასტუმროებში, აფეთქების შედეგად დაზარალებული 70-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი.

ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირებისთვის ბიუჯეტიდან 11 მილიონი გამოიყო

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობის პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტმა 11 მილიონი ლარი გამოყო. ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ ადასტურებენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად თავიანთ ოჯახის ექიმებს მიმართონ.

ჯარში ნამსახურებ პირებს სოცქსელებით სარგებლობა აეკრძალებათ

რუსეთში, ჯარში ნამსახურებ პირთა ნაწილს სოციალური ქსელებით სარგებლობა აეკრძალებათ.

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს ქსელში წარმოდგენილ ზამთრის საბურავებს, კერხერის ბრენდის სარეცხ დანადგარებს და მტვერსასრუტებს 30%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს.

გენადი არველაძე საუდის არაბეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას(პარლამენტის) საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

ირაკლი ხმალაძე: მერიის მხრიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოებას არ ადგენს

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერიის მხრიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოებას არ ადგენს.

აკაკი ზოიძე Freedom House-ს აკრიტიკებს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ორგანიზაცია Freedom House-ს აკრიტიკებს.

ლარის კურსი

17 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6633 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6634 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.01 თეთრი შეადგინა.
 

18 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს თანაუგრძნობს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩი დიდ დიღომში  გუშინ მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

 

ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით პირველი ავიარეისი ხვალ შესრულდება

ავიაკომპანია Turkish Airlines-ი 18 იანვარს, პირველ რეგულარულ ავიარეისს ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით შეასრულებს.

დღე მეორე - უახლესი ფოტოები აფეთქების ადგილიდან

17 იანვარი საქართველოში გლოვის დღეა.