თავდაცვის მინისტრი: სამინისტროს პერსონალისა და მათი ოჯახების პირობების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის უწყების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალზე ზრუნვა თავდაცვის უწყების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა.

ლევან იზორიას განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული გონივრული პოლიტიკითა და  მთავრობის მეთაურის მხარდაჭერით, სამინისტროს  პერსონალისთვის სხვადასხვა სოციალური პროგრამები განხორციელდა.


„შევძელით ის, რომ მოვამატეთ ხელფასები 100 დან 500 ლარის ფარგლებში, წოდებების შესაბამისად. ამ პროცესს მომავალშიც გავაგრძელებთ. მარტო წელს,  8000 სამხედრო მოსამსახურე გაუმჯობესებულ ხელფასს მიიღებს. დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, როგორც ეს გვქონდა აღმოსავლეთ საქართველოში, გავხსენით სამხედრო ჰოსპიტალი. ასევე, 2017-18 წლებში, კომისიის ფარგლებში, რომელიც  ძირითადად სოციალური, ფინანსური და სამედიცინო  დახმარებებისთვის არის შექმნილი, გავეცით 1378 დახმარება, როგორც სამხედრო მოსამსახურეებისთვის და ასევე მათი ოჯახის წარმომადგენლებისთვის.“ 


ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეების წინაშე საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების შესახებ კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება:


„ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას 2020 წელს. ეს პროცესი 2013 წელს დაიწყო, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების კონტრაქტით გათვალისწინებული ბინებით უზრუნველყოფას უკავშირდება. როგორც გითხარით, წელს ბინას 260 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს. ხოლო, 2020 წელს- დარჩენილი 500 სამხედრო მოსამსახურე და ამით, 2013 წელს დაწყებულ პროცესს 2020 წელს დავასრულებთ“.


ლევან იზორიამ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეების სოციალური მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ წლის ბოლოს, წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრი დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს განახლებული სახით მოესახურება.


ბავშვის მკვლელობისთვის დაკავებულ დედას ბრალი ოფიციალურად წარედგინა

სოფელ აღაიანში ბავშვის მკვლელობისთვის დაკავებულ დედას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. 16 წლის დედისთვის ბრალის წარდგენა გორის პოლიციაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოხდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირის მეოთხედფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა  რომელიც ლიონის ტურნირზე პირველი ბარიერი გაიარა. მან ნაკლებად ცნობილ ფრანგს, მსოფლიოს 270-ე ჩოგანს ტრისტან ლამასენს მოუგო ორ სეტში – 7:5, 7:5. შეხვედრა საათი და 37 წუთი გაგრძელდა.

ბოლნისში არასრულწლოვანზე შესაძლო ძალადობისთვის ორი პოლიციელი გათავისუფლდა

16 წლის მოზარდი, რომელიც ბოლნისის პოლიციის თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებს, დღეს ქვემო ქართლის პროკურატურაში იმყოფებოდა, სადაც ამოცნობის პროცედურა განხორციელდა.

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი ლექციებს დროებით ვერ ჩაატარებს

პროფესორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საპედაგოგო საქმიანობა დროებით შეუჩერა.

პოლიციამ რუსთავში გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის  თანამშრომლებმა გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ჯ.მ. დააკავეს.

ვერეს ხეობაში კლდის მასის ჩამოშლის გამო, ბახტრიონის ქუჩის გადასახვევიდან, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება დროებით აიკრძალა

ახალ გზაზე კლდის ნაწილის ჩამოშლის გამო, ბახტრიონის ქუჩის გადასახვევიდან, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება ორივე სამოძრაო ზოლზე დროებით აიკრძალა.

მამუკა ბახტაძე - გვაქვს ყველანაირი პოტენციალი, საქართველო გავხადოთ მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა

ჩვენ გვაქვს ყველანაირი პოტენციალი, საქართველო გავხადოთ მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ ინოვაციების მიმართულებით ახალი 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამის გამოცხადებაზე.

შსს-ს გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო, რამდენად სწორად შეაფსდა 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულთან დაკავშირებით 2017 და 2018 წლებში მიღებული შეტყობინებები

2017 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება არასრულწლოვანი მ. შ.-ს სახლიდან წასვლის შესახებ. 

24 მაისს, ჯივიპი ვაკის რაიონში, ჟღენტის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, 24 მაისს ვაკის რაიონში, ჟღენტის ქუჩა N32-თან წყალმომარაგების ქსელზე გეგმიურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა 23-24 მაისს ბაქოში გაიმართება

კომისიის სხდომა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების, ლაშა დარსალიას და ხალაფ ხალაფოვის ხელმძღვანელობით ჩატარდება.

ვაკე-საბურთალოს ახალი გზა გადაკეტილია

ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე კლდის მასა სავალ ნაწილზე ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებულ რეიტინგს „BB-“ მეოთხე წელია სტაბილურად ინარჩუნებს

 საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings -ის გადაწყვეტილებით, GWP რეიტინგს „BB-“ მეოთხე წელია კვლავ ინარჩუნებს. აღნიშნული რეიტინგი კომპანიის მიმართ სანდოობის მაღალი ხარისხისა და ფინანსური მდგრადობის მაჩვენებელია.

მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულ დ.ღ-ს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  დ.ღ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. 

გიორგი შენგელიამ ქეთევან სორდია მოინახულა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალარჩეულმა მერმა, გიორგი შენგელიამ, სოფელ კახათში მცხოვრები, ქეთევან სორდია მოინახულა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სოხუმში გადაღებული ქართულ-აფხაზური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოკუპირებულ აფხაზეთში გადაღებული ქართულ-აფხაზური ფილმის „ანიხა“ პრეზენტაცია გაიმართა.

ოკუპირებული ტერიტორების მიმდებარე სოფლებში სტუდენტები ჩავიდნენ

"კავკასიური სახლის" ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს "სახალხო უნივერსიტეტის" მსმენელებმა, არასამთავრობო ორგანიზაცია "კავკასიური ლიგის" წარმომადგენლებმა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსმენელებმა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა


23 მაისს, საქართველოს, პირველი ოფიციალური ვიზიტით, ეწვევა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი.

ბიძინა გიორგობიანი: ანტიპიარის მიზანი ნათელია - კამპუსების მშენებლობის წინააღმდეგ დასაწყისიდანვე დაგროვდეს ნეგატივი

სოციალური ქსელების მომხმარებელი ბიძინა გიორგობიანი თავის ფეიბუკპოსტში შავ PR-ზე, ზოგიერთი არასამთვრობოს არაადეკვატურ რეაქციასა და ქუთაისის საუნივერსიტეტო კამპუსების გარშემო ატეხილ პროპაგანდისტულ შეტევებზე საუბრობს.

აკაკი საღირაშვილმა BSEC-ის წევრი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრთა არაფორმალური შეხვედრაში, რომელიც გერმანიაში გაიმართა.

საქართველოს ელჩი თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს შეხვდა


22 მაისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, ჰულუსი აქართან.

„საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივების“ კონფერენციაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პირველი საერთაშორისო კონფერენციის - „საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივების“ ფარგლებში 18 ორგანიზაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.