საქართველოში ტურიზმის კოლეჯი გაიხსნება

საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯი გაიხსნება, რომელიც ყოველწლიურად  სასტუმრო, სარესტორნო და კულინარიული ბიზნესის 2 000-მდე სპეციალისტს მოამზადებს.

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია “მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ ჯორჯია”-ს დირექტორმა მაია წერეთელმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯის გახსნას ითვალისწინებს.


მემორანდუმის  მიზანია ასევე ქვეყნის შიდა და საერთაშორისო  ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და მომსახურების სფეროს გაუმჯობესება 2015-2025 წლების ტურიზმის ეროვნულ სტრატეგიასთან შესაბამისობით.


„ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული სექტორია ჩვენთვის. როგორც იცით,  ტურიზმის სექტორში 10,000 - დან 12,000-მდე ადამიანის გადამზადებას ვგეგმავთ ყოველ წელს 7-10 წლის განმავლობაში. ამიტომ ამ მიზნით, შესაბამის ინფრასტრუქტურას ვქმნით.  კოლეჯი ყოველწლიურად 2 000 - მდე სასტუმრო, სარესტორნო და კულინარიული ბიზნესის სპეციალისტს მოამზადებს.  პროფესიული გადამზადება და ჩვენი მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლება ჩვენი ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ.


გიორგი ქობულიას განცხადებით, ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯის სასწავლო კურსი საუკეთესო ამერიკული და ევროპული ანალოგიური კურსების შესაბამისად მომზადდება, ხოლო სერტიფიკატები, რომელსაც კოლეჯის კურსდამთავრებულები მიიღებენ, იქნება საერთაშორისოდ აღიარებული. შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ისინი შეძლებენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. „ამიტომ ეს ქმნის დასაქმების უნივერსალურ საშუალებას საქართველოს მოქალაქეებისთვის. ასევე საგულისხმოა, რომ კოლეჯის დაფინანსების სურვილი საერთაშორისო დონორებმა გამოთქვეს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


კოლეჯში სასწავლო კურსები ქართულ და ინგლისურ ენებზე  ჩატარდება. აშშ-ის სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის სასწავლო ინსტიტუტის (AHLEI) სერთიფიცირებული კურსებისა და ევროპის წამყვანი ტურიზმის სკოლების კურსების მიხედვით შემუშავდება სპეციალური სასწავლო პროგრამა.


სიახლეები მსგავს თემაზე

შიდა ტურიზმზე თვეში 192 მლნ ლარი იხარჯება

საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის იმ ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე  1.2 მილიონი ვიზიტი განახორციელეს, 2018 წლის მესამე კვარტალში 985.4 ათასით განისაზღვრა. 

ტურიზმის ინფრასტრუქტურაზე 183 მლნ დაიხარჯება

სამინისტროს საქმიანობაში ერთ-ერთი  პრიორიტეტი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაა-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა  პარლამენტში მინისტრის საათზე საუბრისას განაცხადა. 

კახა კალაძე: თითქოს დიღმის ტყე-პარკში კორპუსების მშენებლობაზე გავეცით ნებართვა, დიდი ტყუილია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ რომ დიღმის ტყე-პარკი გამოყენებული უნდა იყოს სამშენებლო მიმართულებით, ან ავტოსადგომების მოსაწყობად.

16 წლის მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ კომპანიის დირექტორს ბრალი წაუყენეს

დოლაბაურის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე, კომპანიის დაკავებულ დირექტორს ბრალი წაუყენეს.

კახა კალაძე: „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და ვალდებული ვართ, დავემორჩილოთ

,,რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და ყველა ვალდებული ვართ, დავემორჩილოთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2019“ დასრულდა

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2019“ დასრულდა. სწავლების დახურვის ოფიციალური ცერემონიალი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გაიმართა.

საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული 2019“ უმასპინძლებს

27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას Agile Spirit 2019 („მტკიცე სული 2019“) უმასპინძლებს. სწავლება ოფიციალურად სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე 27 ივლისს გაიხსნება.

 

თელავში გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი მშობლიურ სოფელში დაკრძალეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თელავის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი, 51 წლის გელა მელიქიძე, რომელიც სოფელ ყარაჯალაში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა, მშობლიურ სოფელში დაკრძალეს.

ნაძალადევის რაიონში ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ გაიმართება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ ნაძალადევში, IX კვარტალში (ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე) ჩატარდება.

 

VIDEO - სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული ლ.მ. და 1971 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს.

 

გაშლილი სუფრა და ხელმოწერები ლგბტ თემის წინააღმდეგ ზუგდიდის ტაძრის ეზოში

ზუგდიდის მშენებარე ტაძრის ეზოში, სადაც ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ და პარალელურად სუფრაა გაშლილი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე მივიდა. მისი თქმით, იგი ზუგდიდში პირველადაა და იზიარებს შეკრებილების პოზიციას.

VIDEO - ,,კანაფით" დატვირთული პიკაპები - პოლიციამ ბაღდათში 36 ძირი მცენარე ამოიღო

იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1969 წელს დაბადებული ზ.კ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა ან კულტივირების ბრალდებით დააკავეს.

არჩილ თალაკვაძემ აშშ-ში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა.

ივანე მაჭავარიანი: ჩემი მიზანია გავიგო, რასაც ფურცელზე მიგზავნიან და რასაც ხალხი ლაპარაკობს, ხომ არ არის შეუსაბამობა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აჭარის რეგიონში - ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების სოფლებში მოსახლეობას შეხვდა.

III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში ჩავიდა

საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის პირადი შემადგენლობა ავღანეთში, ქალაქ მაზარ-ი-შარიფთან არსებულ სამხედრო ბაზა „მარმალზე“ უკვე ჩავიდა.

პაატა სალია: ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლის ხელფასსაც კი ვერ დაფარავს თანხა, რაც დატოვა ​წინა მენეჯმენტმა

ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლის ხელფასსაც კი ვერ დაფარავს ის თანხა, რაც წინა მენეჯმენტმა ტელევიზიაში დატოვა , - ამის შესახებ ,,რუსთავი 2"- ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

სად გადაიყვანა ირანმა ბრიტანული ტანკერი

ირანმა ბრიტანული ნავთობტანკერი ბენდერ-აბასის პორტში გადაიყვანა. ამის შესახებ ირანულ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

პატრულის თანამშრომლებმა ამერიკელი ინსტრუქტორების მონაწილეობით საზღვარზე უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის სწავლება გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვის და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებისთვის ქალაქ ფოთში 3-დღიანი ტრენინგი - "ტერორიზმი და იმპოსტერები" გაიმართა.

დღეს თბილისის 4 რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.

 

ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ორგანიზებით, ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო.

ნაძალადევში სამ სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ნაძალადევის რაიონში სამ სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, სხვადასხვა მისამართზე საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. პროექტები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.  

შიდა ქართლში მეფრინველეობის ფერმა ამოქმედდა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის ფერმა „თელა“ სახელმწიფოს დახმარებით, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში აშენდა.