ქობულია: ქართველ მეზღვაურებს უდიდესი წვლილი შეაქვთ ეკონომიკაში და მოხარული ვარ, რომ კვიპროსთან ამ სფეროში აქტიურად ვთანამშრომლობთ

საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი ქობულიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე საზღვაო სფეროში.

მისი შეფასებით, ეს არის მიმართულება, რომლის ფარგლებშიც ქართველი მეზღვაურებისთვის იქმნება დასაქმების დამატებითი შესაძლებლობები კვიპროსის სახელმწიფო დროშის ქვეშ მცურავ გემებზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსა და კვიპროსს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გამოხატულია საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ შეთანხმებით. აგრეთვე, მხარეთა მიერ ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმით მეზღვაურთა კომპეტენციის სერტიფიკატების ურთიერთაღიარების საკითხებზე.


„ჩვენ მივესალმებით საქართველოში ისეთი ცნობილი გემთმფლობელი კომპანიის მოღვაწეობას, როგორიცაა ,,Columbia Shipmanagement”. ეს კომპანია ჩვენი მეზღვაურების ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია მსოფლიოში - საუბარია წელიწადში 1000-მდე ქართველი მეზღვაურის დასაქმებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და მინდა შეგახსენოთ. რომ აჭარის რეგიონის ეკონომიკაში ჩვენს მეზღვაურებს ისეთივე წვლილი შეაქვთ, როგორიც ტურიზმის სექტორს“ - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ სფეროში ორივე ქვეყანას აქვს კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობისა და უფრო ინტენსიური ურთიერთობის განვითარების მოლოდინი.


კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადესის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე, მონაწილეების წინაშე პრეზენტაციები გამართეს ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში,“ სს ,,საპარტნიორო ფონდის,“ ასევე IBCCS-ის წარმომადგენლებმა. ფორუმში ორივე ქვეყნის 100-ზე მეტმა კომპანია მონაწილეობს ისეთი სექტორებიდან, როგორიცაა საერთაშორისო ინვესტიციები, IT მომსახურება და ვებ-დიზაინი, რბილი ავეჯი და სახლის აქსესუარები, აგრობიზნესი, უძრავი ქონება და ქონების მართვა, ტურიზმი, იურიდიული და საგადასახადო კონსულტაციები, გემთმშენებლობა და სხვა.


 


ბავშვის მკვლელობისთვის დაკავებულ დედას ბრალი ოფიციალურად წარედგინა

სოფელ აღაიანში ბავშვის მკვლელობისთვის დაკავებულ დედას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. 16 წლის დედისთვის ბრალის წარდგენა გორის პოლიციაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოხდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირის მეოთხედფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა  რომელიც ლიონის ტურნირზე პირველი ბარიერი გაიარა. მან ნაკლებად ცნობილ ფრანგს, მსოფლიოს 270-ე ჩოგანს ტრისტან ლამასენს მოუგო ორ სეტში – 7:5, 7:5. შეხვედრა საათი და 37 წუთი გაგრძელდა.

ბოლნისში არასრულწლოვანზე შესაძლო ძალადობისთვის ორი პოლიციელი გათავისუფლდა

16 წლის მოზარდი, რომელიც ბოლნისის პოლიციის თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებს, დღეს ქვემო ქართლის პროკურატურაში იმყოფებოდა, სადაც ამოცნობის პროცედურა განხორციელდა.

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი ლექციებს დროებით ვერ ჩაატარებს

პროფესორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საპედაგოგო საქმიანობა დროებით შეუჩერა.

პოლიციამ რუსთავში გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის  თანამშრომლებმა გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ჯ.მ. დააკავეს.

ვერეს ხეობაში კლდის მასის ჩამოშლის გამო, ბახტრიონის ქუჩის გადასახვევიდან, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება დროებით აიკრძალა

ახალ გზაზე კლდის ნაწილის ჩამოშლის გამო, ბახტრიონის ქუჩის გადასახვევიდან, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება ორივე სამოძრაო ზოლზე დროებით აიკრძალა.

მამუკა ბახტაძე - გვაქვს ყველანაირი პოტენციალი, საქართველო გავხადოთ მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა

ჩვენ გვაქვს ყველანაირი პოტენციალი, საქართველო გავხადოთ მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ ინოვაციების მიმართულებით ახალი 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამის გამოცხადებაზე.

შსს-ს გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო, რამდენად სწორად შეაფსდა 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულთან დაკავშირებით 2017 და 2018 წლებში მიღებული შეტყობინებები

2017 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება არასრულწლოვანი მ. შ.-ს სახლიდან წასვლის შესახებ. 

24 მაისს, ჯივიპი ვაკის რაიონში, ჟღენტის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, 24 მაისს ვაკის რაიონში, ჟღენტის ქუჩა N32-თან წყალმომარაგების ქსელზე გეგმიურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა 23-24 მაისს ბაქოში გაიმართება

კომისიის სხდომა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების, ლაშა დარსალიას და ხალაფ ხალაფოვის ხელმძღვანელობით ჩატარდება.

ვაკე-საბურთალოს ახალი გზა გადაკეტილია

ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე კლდის მასა სავალ ნაწილზე ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებულ რეიტინგს „BB-“ მეოთხე წელია სტაბილურად ინარჩუნებს

 საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings -ის გადაწყვეტილებით, GWP რეიტინგს „BB-“ მეოთხე წელია კვლავ ინარჩუნებს. აღნიშნული რეიტინგი კომპანიის მიმართ სანდოობის მაღალი ხარისხისა და ფინანსური მდგრადობის მაჩვენებელია.

მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულ დ.ღ-ს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  დ.ღ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. 

გიორგი შენგელიამ ქეთევან სორდია მოინახულა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალარჩეულმა მერმა, გიორგი შენგელიამ, სოფელ კახათში მცხოვრები, ქეთევან სორდია მოინახულა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სოხუმში გადაღებული ქართულ-აფხაზური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოკუპირებულ აფხაზეთში გადაღებული ქართულ-აფხაზური ფილმის „ანიხა“ პრეზენტაცია გაიმართა.

ოკუპირებული ტერიტორების მიმდებარე სოფლებში სტუდენტები ჩავიდნენ

"კავკასიური სახლის" ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს "სახალხო უნივერსიტეტის" მსმენელებმა, არასამთავრობო ორგანიზაცია "კავკასიური ლიგის" წარმომადგენლებმა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსმენელებმა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა


23 მაისს, საქართველოს, პირველი ოფიციალური ვიზიტით, ეწვევა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი.

ბიძინა გიორგობიანი: ანტიპიარის მიზანი ნათელია - კამპუსების მშენებლობის წინააღმდეგ დასაწყისიდანვე დაგროვდეს ნეგატივი

სოციალური ქსელების მომხმარებელი ბიძინა გიორგობიანი თავის ფეიბუკპოსტში შავ PR-ზე, ზოგიერთი არასამთვრობოს არაადეკვატურ რეაქციასა და ქუთაისის საუნივერსიტეტო კამპუსების გარშემო ატეხილ პროპაგანდისტულ შეტევებზე საუბრობს.

აკაკი საღირაშვილმა BSEC-ის წევრი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრთა არაფორმალური შეხვედრაში, რომელიც გერმანიაში გაიმართა.

საქართველოს ელჩი თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს შეხვდა


22 მაისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, ჰულუსი აქართან.

„საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივების“ კონფერენციაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პირველი საერთაშორისო კონფერენციის - „საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივების“ ფარგლებში 18 ორგანიზაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.