ამის შესახებ კრემლის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
განცხადების მიხედვით, კიმ ჩენ ინი რუსეთში ვლადიმირ პუტინის მიწვევით ჩადის.
15 აპრილს სააგენტო Yonhap-მა წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ შეხვედრა, სავარუდოდ, 24 აპრილს შორეულ აღმოსავლეთში, კერძოდ ვლადივოსტოკში გაიმართება, რომელსაც პუტინი ეწვევა.
Yonhap-ის ინფორმაციითვე, 19-25 მარტს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მოსკოვსა და ვლადივოსტოკში ჩავიდა