თავდაცვის მინისტრმა მშვიდობისმყოფელებს თავდაცვის ძალების დღე ტელეხიდით მიულოცა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე დისლოცირებულ ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა.

„ჩემო ძმებო, მინდა, განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით მოგილოცოთ დღევანდელი დღე! ბევრჯერ მსმენია, თუ რა დიდი შეფასება აქვს ქართულ ჯარს „მტკიცე მხარდაჭერისა“ და ევროკავშირის ეგიდით აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე სხვა მისიების ფარგლებში. ჩვენ ვამაყობთ, რომ როგორც პარტნიორები ვართ სამაგალითონი - ეს აღიარებულია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ კრიტიკული ოპერაციების შესრულების დროს. მაქვს პატივი, თქვენთან ერთად ვემსახურო ჩემს ქვეყანას. მაქვს პატივი, გამოვხატო თითოეული ქართველის დამოკიდებულება თქვენს მიმართ, ის სიყვარული და პატივისცემა, რომელიც განსაკუთრებულია იმიტომ, რომ თქვენ აიღეთ თქვენი ქვეყნის დაცვის ვალდებულება. ვალდებულების აღება კი, მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ“, - ამ სიტყვებით მიულოცა იზორიამ ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს თავდაცვის ძალების დღე მართვის ცენტრიდან.


ტელეხიდით ჩართვისას ლევან იზორიამ თავდაცვის უწყებაში მიმდინარე სამაგალითო რეფორმებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართველ სამხედროებს ახალი სოციალური მიმართულებების - საბინაო პოლიტიკისა და განახლებული სახელფასო უზრუნველყოფის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან ქართველ მშვიდობისმყოფელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამაც მიულოცა და თავდაცვის მინისტრს სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


ამჟამად, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედნაყოფები ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანაში მონაწილეობენ. ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართული კონტინგენტი სამ ლოკაციაზეა დისლოცირებული. I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ ასრულებს. IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი საერთშორისო ოპერაციაში, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მონაწილეობას. ქაბულში კი, III ქვეითი ნაკრები ასეულია დისლოცირებული და მის მთავარ ამოცანას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.


ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში ქართველი მშვიდობისმყოფელები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში არიან დისლოცირებული. ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცარ-ში სამხედრო-საწვრთნელ მისიაში - EUTM RCA, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში, ასრულებს. ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მალიში (EUTM Mali) საქართველო შეიარაღებული ძალები ერთი ოფიცრითაა წარმოდგენილი და სამეკავშირეო ოფიცრის პოზიციას იკავებს, რომლის ძირითადი მიმართულებებია ადგილზე მოქმედ მისიებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაციაა.


დავით სონღულაშვილი: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში ჩატარება დიდი მხარდაჭერაა ჩვენი ქვეყნისთვის

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისში მიმდინარე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში, ევრონესტში მოლდოვისა  და უკრაინის დელეგაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.

არჩილ თალაკვაძე: ჯერ მოვისმენთ რა შემოთავაზება აქვს ოპოზიციას

მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკური დიალოგის მეორე რაუნდი მიმდინარეობს.

თბილისსა და რეგიონებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის საინფორმაციო დღეები გაიმართება 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისა და გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა, რომელშც საერთაშორისო პარტნიორები და ელჩები მონაწილეობს რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

 

გიორგი ანწუხელიძის მეუღლე "ნაციონალური მოძრაობის" წევრს მიმართავს: მოსახლეობას ნუ შეიყვანთ შეცდომაში

"ყოფილი სამხედროს და ამჟამად "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ბესო ქათამაძის განცხადებას, რომ
ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში გმირების ფოტოები ჩამოხსნეს, დაღუპული სამხედროების მეუღლეები, მათ შორის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე ეხმაურება.

გიგა ბოკერია: ან გონს მოვლენ და საზოგადოების შეურაცხყოფას უკან წაიღებენ ან პროტესტი გაგრძელდება

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ მმართველ გუნდთან საარჩევნოს სისტემის შეცვალსთან დაკავშირებით დიალოგის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

 

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციასთან დიალოგზე: კარგია, რომ ნელ-ნელა ვუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკუს პროცესებს

"კარგია რომ თემა შეიცვალა და ნელნელა ვუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკუს პროცესებს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გაერთიანებულ ოპოზიციასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. 

შსს ძიუდოისტ ლაშა ბექაურს დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავება

ახალგაზრდებს შორის ძიუდოს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლაშა ბექაური სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს.

გუგული მაღრაძე: საარჩევნო სისტემა არჩვენების დემოკრატიულად ჩატარებას არ განსაზღვრავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღარძე თვლის, რომ საარჩევნო სისტემა ქვეყანაში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ვერ უზრუნველყოფს.

"ნუ გამხდი ხალათს" – სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას მართავენ

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც რეზიდენტურის გამოცდებისთვის ემზადებიან  აპროტესტებენ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მათ ამ გამოცდის ჩასაბარებლად 40 ლარის გადახდა უწევთ. 

"პროპორციულ სისტემაზე გაცემული დაპირების დარღვევა ევროკავშირში, საქართველოს მეგობარ ქვეყნებში უნდობლობას იწვევს"

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა ევროკავშირში საქართველოს მეგობარი ქვეყნებს არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

გრიგოლ ვაშაძე: დღეს გავიგებთ რა უნდა ხელისუფლებას

ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე დღევანდელი სხდომის ჩატარებას ეხმაურება, სადაც გაერთიანებული ოპოზიციური სპექტრი და ხელისუფლება იმსჯელებენ საარჩევნო "გერმანულ მოდელზე". 

რომან კაკულია: ორივე მხარე უნდა წავიდეს დათმობაზე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ერთ-ერთი წევრი რომან კაკულია დღევანდელი სხდომის ჩატარებას ეხმაურება, სადაც გაერთიანებული ოპოზიციური სპექტრი და ხელისუფლება იმსჯელებენ საარჩევნო "გერმანულ მოდელზე".

"საზღვარგარეთ ემსახურებიან მოხუცებულებს - რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მიწას"

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას  სოფლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამღვდელოებას სთხოვა რომ მათ საზოგადოებას დარგის განვითარებაში მაგალითები მისცენ.

შსს თანამშრომლები საგზაო უსაფრთხოების კამპანიის - "მეტი სიცოცხლისთვის" ფარგლებში, მოსწავლეებს ხვდებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, საგზაო უსაფრთხოების კამპანიის - "მეტი სიცოცხლისთვის" ფარგლებში, მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

 

"ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვამშობიაროთ "ქართული ოცნება" და მივაღებინოთ კანონი"

"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივნის გიგი უგულავას განცხადებით, თუ ხელისუფლება მათ მიერ შემუშავებულ საარჩევნო სისტემის "გერმანულ მოდელს" არ მიიღებს, პროტესტი გაგრძელდება.

 

თამარ ქიტიაშვილი ცირკულარულ მიგრაციაზე: ეს არის მარტივი გზა იმისკენ, რომ ჩამოსულმა ევროპელმა შეძლოს საქართველოში დასაქმება და პირიქით

„ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და დავიწყეთ ჩვენი ეროვნული კვალიფიკაციების შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ კვალიფიკაციებთან. ეს არის მარტივი გზა იმისკენ, რომ ჩვენ ერთ ენაზე ვისაუბროთ. ჩამოსულმა ევროპელმა უნდა შეძლოს საქართველოში დასაქმება და პირიქით. ის დიპლომები და სერთიფიკატები, რომლებიც აქ გაიცემა გაიცემა ევროპული მოთხოვნების შესაბამისი იყოს“ , - ამის შესახებ განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტუაშვილმა „იმედისა“ და „ჰოლონის“ გადაცემა „ბიზნესქრონიკაში“ განაცხადა და საქართველოს მოქალაქეთა ალტერნატიული დასაქმების ერთ-ერთ მიმართულებაზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

მომავალი სამი დღის განმავლობაში საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

დავით ზალკალიანი: ბიძინა ივანიშვილი მუდმივად იყო და არის ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მხარდამჭერი

„ბიძინა ივანიშვილი მუდმივად იყო და არის ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მხარდამჭერი“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ჟურნალისტისთვის შესაძლო მუქარასა და გამოძიებაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ "მთავარის" სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული კორესპონდენტის ემა გოგოხიას მიმართ შესაძლო მუქარისა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შიდა ქართლში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 12 სექცია ამოქმედდება

2019 წლის 9 დეკემბრიდან, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 12 სექცია ამოქმედდება.