„სამშობლოს დაცვის ვალდებულებამ წარმოგვაჩინა ერი, რომელიც ღირსებას სიცოცხლის ფასად იცავს!“ - ლევან იზორია

სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის ძალების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ვაზიანის IV მექანიზებული ბრიგადაში გამართულ ღონისძიებაზე მიულოცა.

„ამ დღეს სიმბოლურად შეიძლება ვუწოდოთ სამშობლოს დაცვის ვალდებულების დღე იმიტომ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში სწორედ ამ ვალდებულებით შეიქმნა ქართული ჯარი. ეს ვალდებულება აიღო 28 წლის წინ უკვე აღდგენილი დამოუკიდებლობის პირობებში ქართველმა ვაჟკაცმა და გადადგა ნაბიჯი იმ ტრადიციების გაგრძელებისკენ, რითიც ჩვენ, ქართველები ოდითგანვე ვამაყობდით და დღესაც ვამაყობთ. 28 წელი იყო მნიშვნელოვანი გამოწვევების წელი და სწორედ ჩვენ ამ ვალდებულებამ, რასაც სამშობლოს დაცვის ვალდებულება ჰქვია წარმოგვაჩინა ერი, რომელიც ღირსებას სიცოცხლის ფასად იცავს!“ - განაცხადა ლევან იზორიამ.


მინისტრის თქმით, ჯარისკაცის ცნობიერება და ვალდებულება აყალიბებს სახელმწიფოებრიობას. ვალდებულების აღება მით უფრო, ისეთი მძიმე ტვირთის აღება რასაც სიცოცხლის ფასად სამშობლოს დაცვა ჰქვია, მხოლოდ ღირსეულთა ხვედრია. 


ლევან იზორიამ გამოსვლისას საკუთარ სიტყვაში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების გმირობასა და დამსახურებას გაუსვა ხაზი: „მინდა, პირველ რიგში თქვენთან ერთად ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი ბიჭების სახელების წინაშე, რომლებმაც როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ისე საერთაშორისო მისიებში სამშობლოს დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე საკუთარი სიცოცხლე გაწირეს“.


თავდაცვის მინისტრმა ქართულ სახელმწიფოებრიობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გარდაცვლილი სამხედრო მომსასახურეების ოჯახებსა და დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს გადაუხადა. მისი განცხადებით, სწორედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები გვიჩვენებენ სამშობლოს დაცვის ვალდებულების მაგალითს.


ლევან იზორიამ თავდაცვის ძალების დღე ვეტერან სამხედრო მოსამსახურეებს მიულოცა და აღნიშნა, რომ ვეტერანებთან განსაკუთრებული ურთიერთობით თავდაცვის ძალებში სამშობლოს დაცვის ვალდებულების უწყვეტობა და თაობებს შორის გადაცემის კულტურა ძლიერდება: „მინდა, განსაკუთრებით მოგესალმოთ თითოეულ თქვენგანს, ცოცხალ გმირებს - ასე გიწოდებთ ხშირად, თავდაცვის ძალების მეთაურს, თითოეულ ჯარისკაცს, რომლებმაც, მთელი ამ წლების განმავლობაში გვიჩვენეს, თუ როგორ უნდა აღასრულო ვალდებულება, რომელსაც სამშობლოს დაცვის ვალდებულება ჰქვია“, - განცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.


ილია მეორე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ ის სიწმინდე და ტრადიციები, რომლებიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს

პატრიარქმა სრულიად საქართველოს სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა.

"არტ-გენი 2019" ახმეტაში(ფოტო-ამბავი)

არტე-გენის ფესტივალის პირველ დღეს ახმეტაში "წყაროები" მასპინძლობს. საგანგებოდ მოწყობილი სივრცე სტუმრებს დასვენების მრავალფეროვან საშუალებებს სთავაზობს.

მთაწმინდის პარკში ფესტივალი „გაიცანი ქართული“ მიმდინარეობს

მეწარმეთა კავშირის ორგანიზებით, მთაწმინდის პარკში XX საუკუნის გამოჩენილ მეწარმეთა სახელობის ფესტივალების სერია „გაიცანი ქართული“ მიმდინარეობს.

 

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქცია გაიმართა

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ჩინეთში ექსტრადიციის შესახებ სადავო კანონს აპროტესტებენ.

ზურა ხაჩიძის ხელფასი მის მიერ დასახელებულ თანხაზე ორჯერ მეტია

სამცხე-ჯავახეთი გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის გუნდის ახალმა წევრმა, მოადგილედ დანიშვნის დღესვე მედიასთან განაცხადა, რომ მისი ხელფასი 1 500 ლარს არ სცდება.

ჩიტის ბუდეების საფრთხე - გაზგამანაწილებელი კომპანია გაფრთხილებთ

ფოთლები, ბალახები, ხავსი, ფესვები და ა.შ - ეს არის იმ მასალის ნაწილი, რასაც ფრინველები ბუდეების ასაშენებლად იყენებენ.

დიდ დიღომში საგზაო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

დიდ დიღომში, კერძო დასახლებაში, ბარონ დე ბაის ქუჩასა და კლაპროთის ქუჩის ნაწილზე საგზაო სამუშაოები ხორციელდება.

შსს: მიმდინარე დღეებში დაგეგმილ აქციებზე პოლიცია დაიცავს თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, თუ ის არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს

მიმდინარე დღეებში დაგეგმილ სხვადასხვა აქციაზე პოლიცია დაიცავს თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, თუ ის არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს, – ამის შესახებ საქართველოს შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.

მეხანძრე-მაშველებს გადამზადების კურსი უტარდებათ

სწავლება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბაზაზე მიმდინარეობს.

ახალ ზელანდიაში ავიაკატასტროფა მოხდა

ახალ ზელანდიაში ავიაკატასტროფა მოხდა. ორი თვითმფრინავიერთმანეთს დაფრენისას შეეჯახა.ინფორმაციას NZ Herald-ი  წერს.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას, სულიწმინდის გადმოსვლის დღეს აღნიშნავს. ეს ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის და აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება.

გვატემალაში არჩევნებია

გვატემალაში საყოველთაო არჩევნებია. ხმის მიცემის უფლება 8.1 მილიონ მოქალაქეს აქვს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„თანასწორობის მოძრაობა“ „ღირსების მარშთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „თანასწორობის მოძრაობა” არასდროს ყოფილა ჩართული „თბილისის პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებაში.

ილია მეორე აბიტურიენტებს დალოცავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს აბიტურიენტებს დალოცავს.

ტოჩინოშინი საქართველოშია

ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი საქართველოშია. ლევან გორგაძეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.

მოსწავლეებმა ავღანეთში ქართველ სამხედროებს წერილები გაუგზავნეს (ფოტო-ამბავი)

 საქართველოს მასშტაბით სკოლებში შეგროვილი მოსწავლეების მიერ დაწერილი წერილები ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფის შემდეგ ახლა უკვე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ჩავიდა, სადაც IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონია დისლოცირებული.

პოლიციამ ინტერნეტ-თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1998 წელს დაბადებული გ.ი. მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

ამერიკაში მამის დღეა

დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მამის დღეა. ამის შესახებ თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო წერს.

 

 

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1959 წელს დაბადებული პ.ა. თბილისში დააკავეს.

მსოფლიო ბანკმა საქართველოს მელიორაციას სატრანსპორტო საშუალებები გადასცა

მსოფლიო ბანკმა „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროგრამის" ფარგლებში შპს „საქართველოს მელიორაციას“ 25 ერთეული „რენოს“ მარკის ავტომანქანა, სპეციალური ეკიპირება და კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.


დავით თვალაბეიშვილი: ენერგეტიკული რეფორმების განხორციელების პროცესში გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის თანადგომა უმნიშვნელოვანესია

„ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა სასტუმრო „რედისონში“ გამართულ ღონისძიებაზე.