ლევან იზორია: ტოტალური თავდაცვის სისტემის ეფექტიანად განხორციელებით გავაკეთებთ ყველაფერს

ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზეთავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ქვეყნის დაცვის საყოველთაო ვალდებულებას.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ გზაზე მნიშვნელოვანია უწყებათაშორისი თანამშრომლობის მაღალი ხარისხი, რომლის საუკეთესო მაგალითი იყო 2018 წელს წარმატებით ჩატარებული უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2018“.


„განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ სწორედ უმაღლესი თანამდებობის პირების ჩართულობით ჩვენ 2018 წლის მიწურულს პირველად ჩავატარეთ დიდგორის სწავლება, რომელიც გამოირჩეოდა უწყებათშორისი თანამშრომლობის მაღალი ხარისხით და ტოტალური თავდაცვის სისტემის ეფექტიანად განხორცილებით. როგორც წელს, ისე მომავალ წლებში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მაქსიმალური ჩართულობით, გავაკეთებთ ყველაფერს მთავარი ვალდებულების - სამშობლოს დაცვის ვალდებულების საყოველთაო ორგანიზებისა და მობილიზებისთვის”, - აღნიშნა ლევან იზორიამ.


 


ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს ჩინეთში, ირანსა და სამხრეთ კორეაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების კუთხით საქართველო კვლავ დაბალი რისკის ქვეშ რჩება.

ნაკადულის კალმახის საშენში ლიფსიტები გამოიჩეკა

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში, საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის, მდინარის კალმახის 50 000-ზე მეტი ლიფსიტა გამოიჩეკა.

ამირან გამყრელიძე: საქართველოში ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს უფრო მეტად ვაძლიერებთ

"საქართველოში კიდევ მეტად ვაძლიერებთ ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს, შესაბამისად საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ყველა უწყება მუშაობას აძლიერებს ", -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ღონისძიებაში მონაწილეობს

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაში მონაწილეობს.

ლევან დავითაშვილი სტრასბურგში მაღალი დონის კონფერენციას გახსნის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეჟინოვიჩი ბურიჩთან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან რიკ დაემსთან ერთად, გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების შესახებ კონფერენციას გახსნის.

ბიძინა ივანიშვილი NDI-ს პრეზიდენტს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე განცხადებას ავრცელებს.

გაატარეთ თქვენი დასვენების დაუვიწყარი დღეები სასტუმრო "ამირანის პარკში"

ერთხელ თუ მაინც გისეირნიათ ბაკურიანის ქუჩებში, გზა აუცილებლად მიგიყვანდათ "ამირანის პარკთან", რომელიც დამსვენებელთა თავშეყრის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია.

ბორჯომში სასტუმროს აივნიდან ბავშვი გადავარდა

ბორჯომში, სამი წლის ბავშვი სასტუმროს აივნიდან გადავარდა. შემთხვევა 24 თებერვალს მოხდა. თვითმხილველების თქმით, მცირეწლოვანი მეორე სართულის აივნიდან ჩამოვარდა.

დედოფლისწყაროში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-მეთოდისტებს ტრენინგები ჩაუტარდათ

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების, ბიოლოგიის, გეოგრაფიის პედაგოგებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-მეთოდისტებს "გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების ინტეგრირება სასწავლო პროცესებში" ტრენინგები ჩაუტარდათ.

გოჩა მირცხულავა: 39% „ქართულ ოცნებას“, არჩევნებში მის უპირობო გამარჯვებას ნიშნავს

„39% „ქართულ ოცნებას“, არჩევნებში მის უპირობო გამარჯვებას ნიშნავს. არჩევნებამდე რვა თვით ადრე, წარმოდგენილი კვლევის მიხედვით „ოცნება“ იგებს და ამას თავად ოპოზიცია „აღიარებს“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს.

არჩილ თალაკვაძის სახლთან პოლიციის მობილიზებაა - შსს-ს განმარტება

"ნუცუბიძის პლატოზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი", - ასე განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსთან სამართალდამცავების მობილიზებას.

პოლიციელსა და მის ავტომანქანაზე თავდასხმაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელსა და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმაში ბრალდებული ს.ჭ. დამნაშავედ ცნო.

თეა წულუკიანი: პრემიერმა რომ ბრძანა გაზაფხულს დაველოდოთო, ალბათ გულისხმობდა, რომ ია აყვავდება

"ბატონი გიორგი, გაზაფხულს დაველოდოთო რომ ბრძანა, ალბათ გულისხმობდა იმას, რომ დაველოდოთ გაზაფხულს, აყვავდება ია".

ნიჭიერი ქართველი მომღერლის, ეკა გოგლიძის მოგზაურობა სცენისკენ

ეკა გოგლიძე ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანელმა მსმენელმა უკვე შეიყვარა.

კახა კალაძე: კორონავირუსის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების კუთხით ჯერჯერობით საშიშროება არ არსებობს.

ბაჰრეინსა და ქუვეითში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა

კორონავირუსის შემთხვევები უკვე ბაჰრეინსა და ქუვეითშიც დადასტურდა. 

თიბისი IT აკადემია UX-ის კურსზე სტუდენტების მიღებას იწყებს

თიბისი IT აკადემიაში UX (User Experience/მომხმარებელთა გამოცდილება) Boot camp-ის კურსზე რეგისტრაცია დაიწყო.

ასპინძაში კაცის ცხედარი იპოვეს

ასპინძაში, მდინარე მტკვარში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ის სოფელ ნაქალაქევის მკვიდრია.

25 თებერვალს ჯივიპი კრწანისის რაიონში, ფონიჭალაში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 25 თებერვალს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, ფონიჭალაში, ვაგზლის ქუჩა N1-თან წყალსადენის ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

სამეგრელოში საფლავების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ორი პირი: ბ.ლ. და ა.დ. საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით დააკავა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო სამხრეთ კორეაში მყოფ ქართველებს მიმართავს

საგარეო საქმეთა სამინისტრო სამხრეთ კორეაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და კორონავირუსის გამო უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს.