კახა კალაძე: ყველა გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხებთ

დედაქალაქის მერის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე ღირსეული და უპატიოსნესი ადამიანია, რომელიც ჭიათურაში დაიბადა, გაიზარდა და ყველა ის პრობლემა და წუხილი იცის, რაც ჭიათურას აწუხებს.

ჭიათურაში მოსახლეობასთან შეხვედრისას კახა კალაძემ ქალაქში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, „ქართულმა ოცნებამ“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, რაც ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„თქვენთან ერთად შევძელით, რომ ქვეყანაში ძალადობა დაგვესრულებინა. ადამიანი სახელმწიფოს ფუნდამენტი და ძირითადი ღირებულება გახდა. ჯანმრთელობა პრიორიტეტად ვაქციეთ და მთელი რიგი მიმართულებებით ფუნდამენტური ნაბიჯები გადავდგით ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ, თუმცა ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ პრობლემები დღესაც ძალიან ბევრია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი საქმე და კარგი პროექტი განხორციელდა, ქვეყანაში არსებული ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის ჯერ კიდევ გვაქვს სერიოზული გამოწვევები. ცხადია, საზოგადოება ვითარდება და თითოეულ ჩვენგანს უფრო მეტი გვინდა, უფრო მეტი პროექტის განხორციელებაა საჭირო“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ჭიათურაში თვითმმართველობის არჩევნებია და ქალაქი ჭიათურის მერს ირჩევს.

„მინდა, ყველამ კარგად გაითავისოს, რომ ერთი ადამიანი სადაც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა საქმიანობდეს, ვერაფერს გააკეთებს, თუ მას უკან არ უდგას ძლიერი, კომპეტენტური, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი. ჩვენ მიერ წარმოდგენილ კანდიდატს ზურგს უმაგრებს ძალიან ძლიერი გუნდი, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება“ ჰქვია. მას ზურგს უმაგრებს თითოეული თქვენგანი და თქვენი მხარდაჭერით შევძლებთ, ღირსეულად შევეჭიდოთ იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რაც ჭიათურას აწუხებს. არ დავიწყებ, ყველა იმ პრობლემის ჩამოთვლას, რაც ამ ქალაქში მოსაგვარებელი და მოსაწესრიგებელია, მაგრამ უამრავი პროექტის განხორციელება გვაქვს დაწყებული და იმას მოვახერხებთ და შევძლებთ, რომ ყველა იმ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხოთ, რაც ჭიათურასა და ჭიათურის მოსახლეობას აწუხებს. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთად დგომა. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენს კანდიდატს ყველანაირი მხარდაჭერა ექნება, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლოთ პრობლემების მოგვარება“, – განაცხადა კალაძემ.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, რუსეთის პატრიარქს კირილის ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველ ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა.

რესპუბლიკის მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

"ჩვენ მორიგჯერ უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ თავისუფალ არჩევანს ვერ წაგვართმევს",- ასე მიმართა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა, რესპუბლიკურ მოედანზე, საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მხარდამჭერებს.

ქეთევან ციხელაშვილი: ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ",- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, უკანონოდ დაკავებულ ქართველ ექიმზე საუბრისას განაცხადა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარო, ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აჭარის მთავრობასთან აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

გია ვოლსკი: პარლამენტის პიკეტირება გამოხატულებაა იმ ადამიანების პოლიტიკისა, რომლებიც აქციებს მართავენ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, "ქართული ოცნების" ოფისში შეკრებილმა უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. როგორც ვოლსკიმ "ოცნების" ოფისთან განაცხადა, მათ შორის, საუბარი შეეხო ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტს.

ია მეტრეველი: დღევანდელმა დღემ დიდი კონსტანტინეს, „დიდოსტატის მარჯვენა“ გამახსენა

„დღევანდელმა დღემ დიდი კონსტანტინეს, „დიდ ოსტატის მარჯვენა“ გამახსენა“, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

დავით ბაქრაძე: დღევანდელი აქცია თავისი შინაარსით მშვიდობიანი იქნება

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ "რუსთაველის გამზირზე" მიმდინარე სამოქალაქო პროტესტი არის იმის დასტური, რომ საზოგადოება "ქართულ ოცნებას" ტყუილს არ აპატიებს.

პროტესტის მეოთხე დღე - რუსთაველზე საპროტესტო აქცია დაიწყო

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ ფართომასშტაბიანი აქცია დაიწყო. 

გიორგი რურუა: უნდა მოვახდინოთ ყველაფრის პარალიზება

„უნდა მოვახდინოთ ყველაფრის პარალიზება“, - აცხადებს ტვ „ფორმულასთან“ ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი რურუა.

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის წევრები იკრიბებიან

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იკრიბებიან.

პატრიარქი: რთულ დროს ვცხოვრობთ, ყველაფერი არამყარია და ერთ დღეს შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს

წმინდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ წირვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.

სარფთან ახლოს ახალგაზრდა კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

აჭარაში, სარფთან ახლოს ახალგაზრდა კაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს. 

პარლამენტის შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული

პარლამენტის შენობაში და ეზოს გარეთ სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

შსს: ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი

"აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი",-ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 
საპატრულო პოლიციის უფროსი: განსაკუთრებული დეპარტამენტის წარმომადგენლებს არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ აქვთ

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის თქმით, განსაკუთრებული დეპარტამენტის წარმომადგენლებს არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ აქვთ. 

ახალციხე-ადიგენის გზაზე მანქანა დაიწვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე.

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას კახეთიც უერთდება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები ჩალაუბნის პოლიციის გამშვებ პუნქტთან შეიკრიბნენ.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან ციხეში გადაიყვანეს

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან ციხეში გადაიყვანეს. 

ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბელარუსში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება.

საფრანგეთში „ყვითელჟილეტიანები“ და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

უცხოური მედიის ინფორმაციით, შეტაკება მაშინ, მოხდა როდესაც მოძრაობის წევრები  საპროტესტო აქციის ერთი წლისთავს აღნიშნავდნენ.