ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ეს იყო ე.წ. კოჰაბიტაცია

მე ძალიან კარგად მესმის მოსახლეობის გულისწყრომის,- ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზესტაფონში განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ეს იყო ე.წ. კოჰაბიტაცია.

 "ჩვენ კარგად გვესმის, რომ მთავარი პრობლემა, მთავარი გამოწვევა ჩვენი ხალხის წინაშე - ეს არის სიღარიბე, უმუშევრობა, მძიმე სოციალური ფონი და ჩვენი ეკონომიური ვითარება, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა. ეს, რა თქმა უნდა, არ დაწყებულა არც 2012 წელს და არც 2016 წელს. მე შემთხვევით არ მიხსენებია ეს წლები. 2012 წელს ჩვენ თქვენთან ერთად, სწორედ შეუპოვარი ხალხის მხარდაჭერით შევძელით შეუძლებელი, ჩვენი პარტიის თავმჯდომარის ლიდერობით და ხელმძღვანელობით, დავამარცხეთ და გავუშვით ხელისუფლებიდან მოძალადე პოლიტიკური ძალა, მე ვიტყოდი ანტიეროვნული ძალა, რომელიც ქვეყანას მართავდა და ჩვენს ხალხს ჩაგრავდა, რომელიც პირველ რიგში უსამართლოდ ექცეოდა ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ წერტილი დავუსვით მათ მოძალადობრივ მმართველობას, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით, მაგრამ დღეს რა მივიღეთ. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ეს იყო ე.წ. კოჰაბიტაცია, მე არ მოვერიდები ამის თქმას. ჩვენ ყველა მოგვიწოდებდა, ჩვენი პარტნიორები, ჩვენი გუნდის შიგნით ვითომ პარტნიორები, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გზა და მე ახლა ვამბობ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა. ამ შეცდომას სჭირდება გამოსწორება და სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად, განახლებული ენერგიით გამოვასწორებთ ამ და სხვა შეცდომებს. 

 მე ძალიან კარგად მესმის მოსახლეობის გულისწყრომის. ჩვენ ახლახანს გვქონდა შეხვედრა ჭიათურაში, სადაც ძალიან მძიმე ვითარებაა. ძალიან აღშფოთებულები და დათრგუნულები ვართ იქ არსებული ხალხის მდგომარეობით . ეს უნდა დასრულდეს, სახელმწიფო აღარ დაუშვებს ასეთ განუკითხაობას. მე მჯერა, რომ ეს პრობლემები მოგვარდება.

რაც შეეხება ზესტაფონს, მე ვახსენე მოძალადე რეჟიმი და ე.წ. ოპონენტები. ჩემთვის ისინი და მე, ამ შემთხვევაში, ვსაუბრობ არა მათ ამომრჩეველზე, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით უბრალოდ შეცდომაში არიან შეყვანილნი, მე მათ ლიდერებზე ვსაუბრობ. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები არ არიან ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ხალხზე მოფიქრალი ადამიანები. მე არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი, პოლიტიკოსებად წოდებული კრიმინალები, რომლებიც ჯერ კიდევ ცდილობენ ჩვენი ქვეყნის განსაცდელში შეყვანას. ზესტაფონში რა პრობლემებიც მოვისმინეთ, ეს არის ხელოვნურად შექმნილი ინფრასტრუქტურული პრობლემები. ჩვენი ბრალია მეგობრებო ,თვითმართველობის ბრალია ის, რაც ხდებოდა. ეს აღარ უნდა გაგრძელდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ამ შეცდომას გავასწორებთ.

სწორედ ამ მიზნით, ჩვენ დავასახელეთ ღირსეული კანდიდატი, ადგილობრივი, ზესტაფონელი ბატონი გიორგი გოგლიჩიძე , რომელიც როგორც ჩემმა მეგობარმა კახამ აღნიშნა, მართლაც მსხვერპლია წინა, ძალადობრივი სასტიკი რეჟიმის. კაცი შევიდა ჯანმრთელი ციხეში, უსამართლოდ რაც მთავარია და გამოვიდა ისეთი, როგორიც გამოვიდა. მანამდე მისი ბიძა დაჩაგრეს და ნერვიულობით გარდაიცვალა. როგორ შეიძლება ასეთი მძიმე წარსულის პოლიტიკურ ძალას კიდევ ჰქონდეს პრეტენზია, ან თუნდაც სურვილი ხელისუფლებაში და პოლიტიკაში დარჩენის. ამიტომ, მეგობრებო , თქვენთან ერთად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ძალა სამუდამოდ დავასრულოთ ჩვენს ქვეყანაში,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული ჩრ. რაინი- ვესტფალიის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული, ლევან დიასამიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ჩრ. რაინი-ვესტფალიის ფედერალურ მიწაზე, სადაც შეხვედრა გამართა ჩრ. რაინი- ვესტფალიის პარლამენტის პრეზიდენტთან, ანდრე კუპერთან.

ანდრია გვიდიანი: არაცივილური და არანორმალური პოლიტიკური პროცესი, რაც რუსთაველზე ვნახეთ, ნეგატიურად აისახება ეკონომიკაზე

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანი რუსთაველის გამზირზე მომდინარე მოვლენების ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენის მოხდენის თაობაზე საუბრობს.

გურჯაანის მერიის ეზოში ელექტრომომარაგების კარადა აფეთქდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ეზოში ელექტრომომარაგების კარადა აფეთქდა.

ავსტრიაში მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში ქართული საღამო გაიმართა

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით და მხარდაჭერით, ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა ქართული საღამო, რომელიც მიეძღვნა ამავე უნივერსიტეტის ხალხური და ეთნო მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ 2019 წლის ზაფხულში საქართველოში განხორციელებულ სასწავლო ვიზიტს.

გლდანში, ე.წ თიანეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაურკვეველი წარმომავლობის ხორცით ვაჭრობის ფაქტები გამოავლინეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და  თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გლდანში, ეგრეთ წოდებული თიანეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცით ვაჭრობის და განთავსების ფაქტები გამოავლინეს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ქალთა ჩართულობის თემაზე კონფერენცია გამართა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ორგანიზებით, სატრანსპორტო სექტორში ქალების ჩართულობის თემაზე კონფერენცია გაიმართა.

საქართველოს ელჩი ალთინგის თავმჯდომარეს შეხვდა

დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა ალთინგის თავმჯდომარე სტაინგრიმურ სიგფუსონთან.

ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე მსოფლიოში უმსხვილესი საინჟინრო ორგანიზაციის წარმომადგენლობა ამოქმედდება

საქართველოში დიდი ბრიტანეთის "სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტის" (ICE) ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნება.

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს, ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მესტიის სოფლების ცხუმარისა და ეცერის ტყეებში ხანძრის ღია კერები აღარ არსებობს

მესტიის სოფლების ცხუმარისა და ეცერის ტყეებში ხანძრის ღია კერები აღარ არსებობს. შესაბამისად არ არსებობს ცეცხლის გავრცელების ან ახალი კერების შექმნის საფრთხე.

ყაზბეგში და თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

ყაზბეგში და თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს, ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

სოსო არჩვაძე: არც ერთი ეკონომიკური ინდიკატორი ისე არ განიცდის ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესების დუღილის ტემპერატურას, როგორც ეროვნული ვალუტის კურსი

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესების ლარის კურსზე ზეგავლენაზე საუბრობს.

მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება იყო

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროს პირველ ხაზზე, ვარკეთილიდან სადგური მოედნის მიმართულებით, მგზავრთა გადაყვანა შეჩერებული იყო. 

აქციის დაშლისას დაკავებული პირების ნაწილის პროცესი რამდენიმე საათით გადაიდო

18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული 6 აქტივისტის სასამართლო პროცესი მოსამართლემ მხოლოდ რამდენიმე საათით გადადო.

არჩილ თალაკვაძე: რომან გოცირიძე ინტელიგენტი კაცია და არ არის მათ შორის, ვისი აზროვნებაც ბოქლომის იქით ვერ მიდის

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის საქმიანობას კანონდარღვევით და რაიმე ტიპის ბლოკირებით ხელს ვერავინ შეუშლის. 

რჩევები ავტომფლობელთათვის - მოამზადეთ ავტომობილები ზამთრისთვის

სპეციალისტები ავტომფლობელებს ურჩევენ, ტემპერატურის კლებისთანავე შეცვალონ ზაფხულის საბურავები ზამთრის საბურავებით.  

მამუკა მდინარაძე სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივის განხილვას გამორიცხავს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის შესახებ მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივის განხილვა გამორიცხულია.

ირაკლი კობახიძე: ხალხი არ დგას "ნაციონალური მოძრაობის" უკან, ეს გახდა მათი ფიასკოს საფუძველი 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართველი ხალხი "ნაციონალური მოძრაობის" უკან არ დადგა, ეს გამოჩნდა გასული დღეების განმავლობაში, რაც ამ პოლიტიკური პარტიის ფიასკოს საფუძველი გახდა. 

ირაკლი კობახიძე დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივაზე: ყოველ ჯერზე ახალი ინიციატივების წარმოდგენა კონსტიტუციასთან მიმართებით სწორი არ არის

„ყოველ ჯერზე ახალი ინიციატივების წარმოდგენა კონსტიტუციასთან მიმართებით სწორი არ არის“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

რომან გოცირიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზს ბოქლომი დაადო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზს ბოქლომი დაადო.

გიორგი ცუცქირიძე: ექსპორტი მზარდია ევროკავშირის ქვეყნებში, რაც მთლიანი მაჩვენებლის 22.6%-ია. ეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებით მიღებულ შედეგს აჩვენებს

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წუხილს გამოთქვამს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, სხვა საკითხებმა, მათ შორის ეკონომიკამაც მეორე პლანზე გადაიწია.