აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამწლიანი ჩარჩო-ხელშეკრულება შემოდგომაზე გაფორმდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს, ჯონ რუდს შეხვდა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილებოდა.


განსაკუთრებული ყურადღება აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე გამახვილდა. ლევან იზორიას განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ასეთი მჭიდრო და ინტენსიური ეს თანამშრომლობა არასდროს ყოფილა.

 

საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასა და საბრძოლო მომზადების ცენტრის განვითარების სამომავლო პერსპექტივებს. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის მრავალეროვნული სწავლებების ფორმატისა და მასშტაბის გაზრდის აუცილებლობაც განიხილეს.

 

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შემოდგომაზე აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამწლიანი ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდება, რომელშიც პრიორიტეტული მიმართულებები გამოიკვეთება და ამით აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება.


„ეს მოგვცემს საფუძველს, რომ ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატოს და მიღწეული თანამშრომლობის მაღალი ხარისხით ქვეყანა მზად იქნება ნატოში გასაწევრიანებლად“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.


მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციისთვის და ნატოს სტანდარტების შესაბამისად შეიარაღებისთვის მხარდაჭერისა და თანადგომის გაგრძელების აუცილებლობის საკითხებიც განიხილეს, სადაც თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა აქვს.


ამირან გამყრელიძე: საქართველოში ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს უფრო მეტად ვაძლიერებთ

"საქართველოში კიდევ მეტად ვაძლიერებთ ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს, შესაბამისად საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ყველა უწყება მუშაობას აძლიერებს ", -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ღონისძიებაში მონაწილეობს

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაში მონაწილეობს.

ლევან დავითაშვილი სტრასბურგში მაღალი დონის კონფერენციას გახსნის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეჟინოვიჩი ბურიჩთან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან რიკ დაემსთან ერთად, გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების შესახებ კონფერენციას გახსნის.

ბიძინა ივანიშვილი NDI-ს პრეზიდენტს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე განცხადებას ავრცელებს.

გაატარეთ თქვენი დასვენების დაუვიწყარი დღეები სასტუმრო "ამირანის პარკში"

ერთხელ თუ მაინც გისეირნიათ ბაკურიანის ქუჩებში, გზა აუცილებლად მიგიყვანდათ "ამირანის პარკთან", რომელიც დამსვენებელთა თავშეყრის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია.

ბორჯომში სასტუმროს აივნიდან ბავშვი გადავარდა

ბორჯომში, სამი წლის ბავშვი სასტუმროს აივნიდან გადავარდა. შემთხვევა 24 თებერვალს მოხდა. თვითმხილველების თქმით, მცირეწლოვანი მეორე სართულის აივნიდან ჩამოვარდა.

დედოფლისწყაროში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-მეთოდისტებს ტრენინგები ჩაუტარდათ

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების, ბიოლოგიის, გეოგრაფიის პედაგოგებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-მეთოდისტებს "გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების ინტეგრირება სასწავლო პროცესებში" ტრენინგები ჩაუტარდათ.

გოჩა მირცხულავა: 39% „ქართულ ოცნებას“, არჩევნებში მის უპირობო გამარჯვებას ნიშნავს

„39% „ქართულ ოცნებას“, არჩევნებში მის უპირობო გამარჯვებას ნიშნავს. არჩევნებამდე რვა თვით ადრე, წარმოდგენილი კვლევის მიხედვით „ოცნება“ იგებს და ამას თავად ოპოზიცია „აღიარებს“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს.

არჩილ თალაკვაძის სახლთან პოლიციის მობილიზებაა - შსს-ს განმარტება

"ნუცუბიძის პლატოზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი", - ასე განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსთან სამართალდამცავების მობილიზებას.

პოლიციელსა და მის ავტომანქანაზე თავდასხმაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელსა და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმაში ბრალდებული ს.ჭ. დამნაშავედ ცნო.

თეა წულუკიანი: პრემიერმა რომ ბრძანა გაზაფხულს დაველოდოთო, ალბათ გულისხმობდა, რომ ია აყვავდება

"ბატონი გიორგი, გაზაფხულს დაველოდოთო რომ ბრძანა, ალბათ გულისხმობდა იმას, რომ დაველოდოთ გაზაფხულს, აყვავდება ია".

ნიჭიერი ქართველი მომღერლის, ეკა გოგლიძის მოგზაურობა სცენისკენ

ეკა გოგლიძე ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანელმა მსმენელმა უკვე შეიყვარა.

კახა კალაძე: კორონავირუსის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების კუთხით ჯერჯერობით საშიშროება არ არსებობს.

ბაჰრეინსა და ქუვეითში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა

კორონავირუსის შემთხვევები უკვე ბაჰრეინსა და ქუვეითშიც დადასტურდა. 

თიბისი IT აკადემია UX-ის კურსზე სტუდენტების მიღებას იწყებს

თიბისი IT აკადემიაში UX (User Experience/მომხმარებელთა გამოცდილება) Boot camp-ის კურსზე რეგისტრაცია დაიწყო.

ასპინძაში კაცის ცხედარი იპოვეს

ასპინძაში, მდინარე მტკვარში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ის სოფელ ნაქალაქევის მკვიდრია.

25 თებერვალს ჯივიპი კრწანისის რაიონში, ფონიჭალაში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 25 თებერვალს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, ფონიჭალაში, ვაგზლის ქუჩა N1-თან წყალსადენის ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

სამეგრელოში საფლავების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ორი პირი: ბ.ლ. და ა.დ. საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით დააკავა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო სამხრეთ კორეაში მყოფ ქართველებს მიმართავს

საგარეო საქმეთა სამინისტრო სამხრეთ კორეაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და კორონავირუსის გამო უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს. 

ჩინეთიდან ევაკუირებული ქართველი: იმის შანსი, რომ კორონავირუსი გვაქვს, ძალიან დაბალია

"არავინ არ ვიხოცებით აქ, არავისთვის რომ არ გვინდოდა საფრთხის შექმნა იმიტომაც დავთანხმდით  წამოსვლაზე. ვართ იზოლირებული, ვიცავთ სიფრთხილის ყველა ზომას", - ამის შესახებ ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე მარიამ ბადრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომელიც კარანტინის პერიოდს საჩხერის ერთ-ერთ სასტუმროში ატარებს.

ვენეციაში კორონავირუსის გამო ყველა სკოლა დაიხურა

იტალიაში, ქალაქ ვენეციაში ახალი კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო ყველა სკოლა დაიხურა.