სოხუმში გადაღებული ქართულ-აფხაზური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოკუპირებულ აფხაზეთში გადაღებული ქართულ-აფხაზური ფილმის „ანიხა“ პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზური თემატიკით დაინტერესებული სამეცნიერო საზოგადოება,  პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.

            ფილმი გადაღებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ–აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აფხაზური ენისა და კულტურის კომისიისა და ქართულ–აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის ერთობლივი პროგრამის  „გავიცნოთ აფხაზეთი“ ფარგლებში. აფხაზურ მხარესთან ერთობლივად განხორციელებული პროექტების საფუძველზე თსუ-ში დაარსდა აფხაზური ბიბლიოთეკა, აფხაზური ზეპირსიტყვიერების კურსები, აფხაზურენოვანი ინტერნეტრადიო, რომელიც თსუ მერვე კორპუსიდან მაუწყებლობს.

            „დოკუმენტური ფილმი „ანიხა“ აფხაზეთში ძველით ახალი წლის აღნიშვნას ეხება.  აღსანიშნავია, რომ სახალხო დიპლომატიის დონეზე ბევრი რამის გაკეთება ხერხდება. ეს არის მნიშვნელოვანი, როგორც ეთნოგრაფიული, ასევე სამეცნიერო თვალსაზრისით და კარგია, რომ აფხაზებთან კონტაქტები არსებობს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ კუთხით საქმიანობა,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

            შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის თქმით, „სახელმწიფო პოლიტიკა გულისხმობს ნდობის აღდგენას, ნდობის მშენებლობას მავთულხლართებით გაყოფილ ერებს შორის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი ფილმების შექმნას, რომელიც კიდევ ერთხელ დაგავნახებს და თავიდან გაგვაცნობს ერთმანეთს. ამ ფილმს აქვს ძალიან დიდი დატვირთვა - კიდევ ერთხელ გაგვაცნოს ჩვენი ძმები, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ერთმანეთთან მშვიდობიანად დავამყაროთ ურთიერთობა რათა ერთად ავაშენოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი.“

            „ფილმის ერთ-ერთი მიზანია პოპულარიზაცია გავუწიოთ აფხაზურ ეთნო-კულტურულ სივრცეს, შევისწავლოთ ის და მივეხმაროთ განვითარებაში. ეს ფილმი  ჩვენი შეკვეთით გადაიღო აფხაზეთში  შემოქმედებითმა ჯგუფმა. ფილმი ეხება აფხაზეთის სალოცავებს და საახალწლო რიტუალებს. ჩვენთვისაც ბევრი რამ უცნობი იყო და ერთ-ერთი საფუძველი ჩვენი ურთიერთობების დაძაბვისა ისიც არის, რომ კარგად არ ვიცნობთ იმ ეთნოკულტურულ სივრცეს. ალბათ მოგვეცემა საშუალება შევქმნათ  აფხაზური ენციკლოპედია. ეს ჩვენი სახელმწიფო ვალია, ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც სახელმწიფო ვალდებულება გააჩნია აფხაზური ეთნოსის და კულტურის მიმართ,“- აღნიშნა თსუ ქართულ–აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ზურაბ შენგელიამ.

            „ანიხა“ 2019 წლის იანვარში აფხაზეთშია გადაღებული. მასში  ასახულია ახალი წლის აღნიშვნის აფხაზური ადათ–წესები და აღწერილია აფხაზეთის წმინდა სალოცავი ადგილები. ფილმი მიზნად ისახავს აფხაზური ეთნოკულტურული სივრცის შესწავლასა და მის პოპულარიზაციას.


პატარა ქანდის საჯარო სკოლაში ეზო და მინი სტადიონი მოეწყო

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლის ეზოსა და მინი სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა.

დედაქალაქის მასშტაბით, აეროფოტო და 3D რუკის შესაქმნელად საჰაერო გადაღებები მიმდინარეობს

თბილისის მერიის დაკვეთით, დედაქალაქის მასშტაბით, აეროფოტო და 3D რუკის შესაქმნელად საჰაერო გადაღებები მიმდინარეობს.

პროკურორი: მელიას მიმართ ბრალდების გამოტანისას არსებობდა კანონით გათვალისწინებული საჭირო სტანდარტი

ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტაზე მსჯელობენ.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს

გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მელიას შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს კენჭი რამდენიმე წუთის წინ საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უყარეს.

"ჯი პი აი ჰოლდინგმა" ეკოისტების პროგრამა წარადგინა

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მასშტაბური ლოიალობის პროგრამა "ეკოისტები" წარადგინა. ეს არის კამპანია, რომელიც განსაკუთრებულ პირობებს მოიცავს როგორც დაზღვეულებისთვის, ისე ნებისმიერი სხვა მსურველისთვის.

მეტროსადგურ "ნაძალდევში"დაკვამლიანების გამო მოძრაობა შეჩერდა

მეტროსადგურ "ნაძალადევში" ვაგონში ძლიერი დაკვამლიანების გამო მოძრაობა შეჩერდა.

“ორანჟერეას” პროექტის ავტორებმა მოსახლეობას საკითხის დეტალები გააცნეს

“ორანჟერეას” პროექტის ავტორებმა, სამშენებლო კომპანია “ანაგის” წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას და საკითხით დაინტერესებულ პირებს ახალი პროექტი წარუდგინეს.

ლევან დავითაშვილი: თხილის წარმოება ქვეყანაში მზარდია, რადგან სექტორს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანტონიო ბარტოლის და კომპანიის „Ferrero“ აღმასრულებელ დირექტორს, მარკო გონკალვესს შეხვდა.

პროკურორი: მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ტრიბუნის მიღმა ნიკა მელია მიტინგზე მყოფებს, ნებისმიერი გზით, პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდა

ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტაზე მსჯელობენ.

რუსთავი2-ის შენობის თავზე შემჩნეულ "უცნობ საფრენ აპარატთან" დაკავშირებით ავიაციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საფრენი აპარატი, რომელიც რუსთავი2-ის შენობის თავზეა შემჩნეული ისრაელის ავიაკომპანიას ეკუთვნის და საავიაციო სამუშაოებს თბილისის მერიის დაკევთით ახორციელებს.

ნათია თურნავა ყაზახური ავიაკომპანიის „Air Astana“ - ს პრეზიდენტს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ყაზახური ავიაკომპანიის „Air Astana“ - ს პრეზიდენტს პიტერ ფოსტერს შეხვდა.

უკრაინაში რუსი დეპუტატი არ შეუშვეს

რუსეთის დუმის დეპუტატი უკრაინაში არ შეუშვეს.

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას აგრძელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას აგრძელებს.

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია ,,მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება საქართველოში“ იმართება

სხვადასხვა ქვეყნის დელეგატები შეიკრიბნენ თბილისში, საერთაშორისო კონფერენციაში ,,მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება საქართველოში“ მონაწილეობის მისაღებად.

ყირიმში ორი რუსი სამხედრო დაიღუპა

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე ორი რუსი სამხედრო, პარაშუტით გადახტომის დროს დაიღუპა.

აქციაზე დაკავებული 51 პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, აქციაზე დაკავებული 51 პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

ტურისტების მოზიდვის მიზნით აქცენტი ევროპის ქვეყნებზე გაკეთდება

ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველო წარმოვაჩინოთ როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, მიმზიდველი და ბევრი გაგებით უნიკალური, ტურისტულად საინტერესო ცენტრი განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. 

პეკინზე ყაჩაღობის მცდელობისას ერთი პირი დააკავეს

პეკინის გამზირზე მდებარე „აიპლიუსის“ მაღაზიაში ერთი პირი მაღაზიის დაყაჩაღებას შეეცადა, თუმცა ის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადგილზე დააკავეს.

ზოიძე გვარამიას: შენს სინდისზეა შენი პატრონი მიშას ძალაუფლებისადმი ლტოლვისთვის ახალგაზრდების გამოყენება, მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხის ფასად

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას პასუხობს.

პუტინმა უშიშროების საბჭო ისევ მოიწვია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.  

ლატვიელი ბლოგერი საქართველოს შესახებ წერს

ლატვიელი ბლოგერი ალექსანდრ ალიმოვი საქართველოს შესახებ ვიდეობლოგს აქვეყნებს.