ზურაბიშვილი: პუტინთან დიალოგი არ მექნება, პირველი ნაბიჯი მან უნდა გადადგას

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დიალოგი არ ექნება, რადგან მან ყველა ვალდებულება დაარღვია.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში განაცხადა. 


ინტერვიუს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


კითხვა: თქვენ გაქვთ გაყინული კონფლიქტები რუსეთთან.


პრეზიდენტი: ეს არ არის გაყინული კონფლიქტები, ეს ოკუპირებული ტერიტორიებია. გაყინული კონფლიქტები ეს ადრე იყო. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, დიახ, ეს მთავარი პრობლემაა. ეს მთავარი პრობლემაა ყოველდღე, ტრაგედიაა არა მხოლოდ იმ მოსახლეობისთვის, რომელიც საოკუპაციო ხაზის ჩვენს მხარეს ცხოვრობს, არამედ იმ მოსახლეობისთვისაც, რომელიც საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს იმყოფება, ასევე სამასი ათასი ლტოლვილისთვის, რომლებიც ჩვენ გვყავს და ხელისუფლებისთვის, რომელსაც უწევს ყოველდღიური შეხება პრობლემასთან, როდესაც ხდება ადამიანის გატაცება და საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს გადაყვანა და ჩვენ არ ვიცით, როდის და როგორ დააბრუნებენ ამ ადამიანს; საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, რაც საკმაოდ სტრესულია და ყოველდღიური სხვადასხვა სახის პროვოკაციები. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ხელს არ უშლის ჩვენს ევროკავშირზე ორიენტაციას, ეს არ ცვლის ჩვენს მიმართულებას. თუ ეს იყო რუსეთი მიზანი და ალბათ იყო, რუსეთს იმედი გაუცრუვდა. ჩვენ შესაძლოა უფრო მეტად მოტივირებული ვართ, რადგან ვიცით, რომ ჩვენ არ გვაქვს ნებისმიერი სხვა პერსპექტივა ან ალტერნატივა. და ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ ასევ გვაქვს ძალიან კარგი მაგალითი ევროპის. ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა ხელს არ უშლის ევროპულ მომავალს. შეხედეთ გერმანიას.

 

კითხვა: რას ეტყოდით ბატონ პუტინს?


პრეზიდენტი: რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო. მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი. დღეს ყველა ევროპელი პარტნიორის პრობლემა რუსეთთან ურთიერთობაში ის არის, რომ რუსეთი არასწორად იქცევა საერთაშორისო საზოგადოების წევრებთან, პატივს არ სცემს არაფერს. ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ის ზოგადად ასე იქცევა. ასე რომ, რა ტიპის დიალოგი უნდა იყოს ასეთ პირობებში? მე არ მექნება დიალოგი პუტინთან, მე მხოლოდ შევახსენებ მას, რომ მან დაარღვია ყველა ვალდებულება.


კითხვა: რას იტყვით სააკაშვილის მომავალზე, როგორ დააბრუნებთ მას უკან?


პრეზიდენტი: რატომ უნდა დავაბრუნოთ? თუ შეიძლება, დაიტოვეთ ის აქ სადმე, ვისაც უნდა. არა, მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი აღარ დგას ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში. მისი დრო წავიდა და მან ნამდვილად ვერ მოახერხა საკუთარი თავის რეაბილიტაცია.


კითხვა: და ბატონ სააკაშვილთან აბსოლუტურად არანაირი ურთიერთობა არ გაქვთ?


პრეზიდენტი: არა


კითხვა: მოდით ვთქვათ ასე, თქვენ ამჟამად ხართ პრეზიდენტი და დავუშვათ, რომ ათი წლის შემდეგ რეჟიმი იცვლება; ცდილობენ, რომ თქვენ სასამართლოს გადაგცენ და ბრალი დაგდონ რაიმე ქმედებაში. ეს უხერხულობას არ გიქმნით?


პრეზიდენტი: ნამდვილად არა. იმიტომ, მე არ ვაკეთებ არაფერს ისეთს, რაც სააკაშვილმა გააკეთა. ასე რომ, მე საერთოდ არ მაქვს ასეთი სახის შიშები. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ, როდესაც ძალაუფლება გვაქვს და თუ ზღვარს გადავალთ, უნდა ვიცოდეთ, რა იქნება შედეგი. და ისევ, მე არ ვფიქრობ, რომ ბატონი სააკაშვილი საქართველოსთვის პრობლემაა. და შესაძლოა მას უკრაინა ელოდება.


კითხვა: თქვენმა ბოლო პრეზიდენტმა დაიწყო სტუმრების მიღება ( “airbnb”), როგორც გავიგე. ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. რას გააკეთებთ პრეზიდენტობის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება თქვენი მომავალი?


პრეზიდენტი: ალბათ ისევ იმას გავაკეთებ, რაც სწორი იქნება. ეს ძალიან საინტერესო გამოცდილებაა, თუმცა მე არასოდეს ვყოფილვარ ბიზნესში, ამიტომ  სასტუმროს (“airbnb”) ბიზნესი არ არის ჩემი მომავალი. თუმცა, ეს ძალიან დემოკრატიულია, რომ პრეზიდენტი ამჟამად იღებს სტუმრებს.


კითხვა: თუ თქვენ გყავთ ამ ტიპის მაღალი დონის წარმომადგენელი. მესიჯი ის არის, რომ თქვენ არ გაქვთ საპენსიო სისტემა ამისათვის.


პრეზიდენტი: არ არსებობს. ეს არის პარლამენტისთვის და ეს არ არის პრეზიდენტისთვის. რატომ, მე არ ვიცი. ადრე, მათ შორის სააკაშვილის დროს, პრეზიდენტები ბევრ ფულს აკეთებდნენ და მათ არ სჭირდებოდათ პენსია. ვფიქრობ, რომ ეს შეიცვლება იმ ცვლილებებთან ერთად, რომლებიც ქვეყანაში ხდება. ყოფილი პრეზიდენტი კითხულობს ლექციებს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. ალბათ უნდა იყოს პენსია, მაგრამ მე არ ვაპირებ ასეთი წინადადების შეთავაზებას, რადგან ყველა იფიქრებს, რომ ამას ჩემი თავისთვის ვაკეთებ. 


თიკო თვალაძე: დაზარალებულების მკურნალობას „ქართუ“ აფინანსებს?

ბლოგერი თიკო თვალაძე სოციალურ ქსელში წერს კითხვას სვამს დაზარალებულების მკურნალობის დაფინანსებასთან დაკავშირებით.

პატარა ქანდის საჯარო სკოლაში ეზო და მინი სტადიონი მოეწყო

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლის ეზოსა და მინი სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა.

დედაქალაქის მასშტაბით, აეროფოტო და 3D რუკის შესაქმნელად საჰაერო გადაღებები მიმდინარეობს

თბილისის მერიის დაკვეთით, დედაქალაქის მასშტაბით, აეროფოტო და 3D რუკის შესაქმნელად საჰაერო გადაღებები მიმდინარეობს.

პროკურორი: მელიას მიმართ ბრალდების გამოტანისას არსებობდა კანონით გათვალისწინებული საჭირო სტანდარტი

ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტაზე მსჯელობენ.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს

გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მელიას შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს კენჭი რამდენიმე წუთის წინ საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უყარეს.

"ჯი პი აი ჰოლდინგმა" ეკოისტების პროგრამა წარადგინა

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მასშტაბური ლოიალობის პროგრამა "ეკოისტები" წარადგინა. ეს არის კამპანია, რომელიც განსაკუთრებულ პირობებს მოიცავს როგორც დაზღვეულებისთვის, ისე ნებისმიერი სხვა მსურველისთვის.

მეტროსადგურ "ნაძალდევში"დაკვამლიანების გამო მოძრაობა შეჩერდა

მეტროსადგურ "ნაძალადევში" ვაგონში ძლიერი დაკვამლიანების გამო მოძრაობა შეჩერდა.

“ორანჟერეას” პროექტის ავტორებმა მოსახლეობას საკითხის დეტალები გააცნეს

“ორანჟერეას” პროექტის ავტორებმა, სამშენებლო კომპანია “ანაგის” წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას და საკითხით დაინტერესებულ პირებს ახალი პროექტი წარუდგინეს.

ლევან დავითაშვილი: თხილის წარმოება ქვეყანაში მზარდია, რადგან სექტორს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანტონიო ბარტოლის და კომპანიის „Ferrero“ აღმასრულებელ დირექტორს, მარკო გონკალვესს შეხვდა.

პროკურორი: მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ტრიბუნის მიღმა ნიკა მელია მიტინგზე მყოფებს, ნებისმიერი გზით, პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდა

ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტაზე მსჯელობენ.

რუსთავი2-ის შენობის თავზე შემჩნეულ "უცნობ საფრენ აპარატთან" დაკავშირებით ავიაციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საფრენი აპარატი, რომელიც რუსთავი2-ის შენობის თავზეა შემჩნეული ისრაელის ავიაკომპანიას ეკუთვნის და საავიაციო სამუშაოებს თბილისის მერიის დაკევთით ახორციელებს.

ნათია თურნავა ყაზახური ავიაკომპანიის „Air Astana“ - ს პრეზიდენტს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ყაზახური ავიაკომპანიის „Air Astana“ - ს პრეზიდენტს პიტერ ფოსტერს შეხვდა.

უკრაინაში რუსი დეპუტატი არ შეუშვეს

რუსეთის დუმის დეპუტატი უკრაინაში არ შეუშვეს.

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას აგრძელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას აგრძელებს.

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია ,,მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება საქართველოში“ იმართება

სხვადასხვა ქვეყნის დელეგატები შეიკრიბნენ თბილისში, საერთაშორისო კონფერენციაში ,,მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება საქართველოში“ მონაწილეობის მისაღებად.

ყირიმში ორი რუსი სამხედრო დაიღუპა

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე ორი რუსი სამხედრო, პარაშუტით გადახტომის დროს დაიღუპა.

აქციაზე დაკავებული 51 პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, აქციაზე დაკავებული 51 პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

ტურისტების მოზიდვის მიზნით აქცენტი ევროპის ქვეყნებზე გაკეთდება

ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველო წარმოვაჩინოთ როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, მიმზიდველი და ბევრი გაგებით უნიკალური, ტურისტულად საინტერესო ცენტრი განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. 

პეკინზე ყაჩაღობის მცდელობისას ერთი პირი დააკავეს

პეკინის გამზირზე მდებარე „აიპლიუსის“ მაღაზიაში ერთი პირი მაღაზიის დაყაჩაღებას შეეცადა, თუმცა ის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადგილზე დააკავეს.

ზოიძე გვარამიას: შენს სინდისზეა შენი პატრონი მიშას ძალაუფლებისადმი ლტოლვისთვის ახალგაზრდების გამოყენება, მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხის ფასად

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას პასუხობს.

პუტინმა უშიშროების საბჭო ისევ მოიწვია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.