რუსთავში ჯარისკაცებმა 2 ბავშვი გადაარჩინეს(ვიდეო)

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე სამმა სამხედრო მომსახურემ, ხანძრის დროს, 2 მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

ჯარისკაცები რუსთავში გასამართ ღონისძიებაზე მიდიოდნენ, რა დროსაც გზიდან შეამჩნიეს, რომ ფანჯრიდან კვამლი გამოდიოდა, ადგილზე მისულებს კი ბინაში ძლიერი ხანძარი დახვდათ. იყო ინფორმაცია, რომ სახლში ორი მცირეწლოვანი იმყოფებოდა. მეზობლების თქმით ბავშვების მამა გარეთ იყო და სახლში ვერ შედიოდა.

მცირეწლოვნები სახლიდან ჯარისკაცებმა გამოიყვანეს.

მაღალი დაკვამლიანების შედეგად სამხედროებმა მძიმე ინტოქსიკაცია მიიღეს. ერთ-ერთი მათგანი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი, ხოლო ორს, კლინიკა „რუსთავში“ შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება.


პროკურატურა ყველას მიმართავს, აქციაზე პოლიციის შესაძლო გადაცდომებზე მასალები მიაწოდონ

უკიდურესად მნიშვნელოვანია, შეიქმნას მომხდარის სრული სურათი, რათა რეაგირების გარეშე არ დარჩეს არც ერთი მცირედი სამართალდარღვევაც კი, - განაცხადა პროკურატურის დღევანდელ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ.

საქართველოს ბანკი ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით 1 000 000 ლარს გამოყოფს

საქართველოს ბანკი ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს და ზაფხულის სეზონზე სექტორის განვითარებისთვის 1 000 000 ლარს გამოყოფს.

გია აბაშიძე: სასიხარულოა ის, რომ ხელისუფლება ისმენს პროტესტის იმ მუხტს, საზოგადოების იმ წუხილს, რომელიც ძალიან სამართლიანად იყო ამ დღეების განმავლობაში

ექსპერტი გია აბაშიძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საქართველოში მომდინარე მოვლებებზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს არის ქართული საზოგადოების გამარჯვება.

ნიკა შარვაშიძის დაკავების საქმეზე მთავარ პროკურატურაში საჩივარს შეიტანენ

თელავში, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მთავარ პროკურატურაში საჩივარს შეიტანენ.

გენერალურ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა

გენერალურ პროკურატურაში 14:00 საათზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.

ამინდის პროგნოზი

24-28 ივნისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

სოფიო ქაცარავა: ჩვენ საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას არ ვეთანხმებით

ახლა ვიმყოფები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეზე, სადაც განიხილება საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის დაბრუნების საკითხი, - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.

მამუკა ბახტაძე: სამართლებრივი შეფასება მიეცემა, როგორც პარლამენტში შეჭრის მცდელობას, ასევე იმ შემთხვევებს, სადაც შეიძლება ჰქონოდა ადგილი ძალის გადამეტებას

სამართლებრივი შეფასება მიეცემა როგორც პარლამენტში შეჭრის მცდელობას, ასევე იმ შემთხვევებს, სადაც შეიძლება ჰქონოდა ადგილი ძალის გადამეტებას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

2 ოქრო და 3 ბრინჯაო - ქართველი სამბისტების ისტორიული შედეგი ევროპულ თამაშებზე

ევროპული თამაშების მეოთხე დღეს ქართველმა სამბისტებმა 2 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები ლევან ნახუცრიშვილი (-74 კგ) და ბექა ბერძენიშვილი (+100 კგ) გახდნენ.

კახა კალაძე: არც ერთი შემთხვევა, რომელიც შეიძლება მიმართული ყოფილიყო ძალის გადამეტების თვალსაზრისით, არ დარჩება რეაგირების გარეშე

პროკურატურას აქვს დაწყებული მოკვლევა და არც ერთი შემთხვევა, რომელიც შეიძლება, მიმართული ყოფილიყო ძალის გადამეტების თვალსაზრისით, არ დარჩება რეაგირების გარეშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ზაზა გაბუნია - ბიძინა ივანიშვილმა და მმართველმა პარტიამ დემოკრატიული და სახალხო გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

სიძის მკვლელობისთვის გარდაბანში ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1943 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს.

მამუკა ბახტაძე - ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც პატივს სცემენ ამ ქვეყნის მომავალსა და კონსტიტუციას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებსა და პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობის საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

კახა კალაძე: ბარიერი საერთოდ უქმდება, რითაც ყველა პარტიას ვაძლევთ შესაძლებლობას, მოხვდნენ პარლამენტში

ბარიერი საერთოდ უქმდება, რითაც ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიას ვაძლევთ შესაძლებლობას, მოხვდნენ პარლამენტში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

ნულოვანი ბარიერი -"ნებისმიერი ადამიანის ხმა წარმოდგენილი იქნება პარლამენტში"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ არჩევნების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება. განცხადება ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ბიძინა ივანიშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს

გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პარტიის ოფისში საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

სახალხო არტისტი სანდრო მრევლიშვილი გარდაიცვალა

78 წლის ასაკში ქართველი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი სანდრო მრევლიშვილი გარდაიცვალა.

ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით, ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე უწყებათაშორისი დოკუმენტი შემუშავდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე უწყებათაშორისი მარეგულირებელი დოკუმენტის შემუშავება დაიწყო.

ძლიერი აფეთქება ყაზახეთის სამხედრო ბაზაზე – ქალაქიდან ხალხი გარბის

ყაზახეთის შეიარაღებული ძალების ბაზაზე ქალაქ არისში არსენალის საწყობი აფეთქდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა. საწყობებიდან აფეთქებების ხმა ამ დრომდე ისმის.

პროტესტის მეხუთე დღე - აქციები თბილისში დღესაც დაიგეგმა

დღეს, 14:00 საათზე, აქციის მონაწილეები შს სამინისტროს შენობისკენ ავტოკოლონებით გაემართებიან და პროტესტს სიგნალებით გამოხატავენ. აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინდელ საპროტესტო აქციაზე მიიღეს.