ეკა ბესელია ახალ პარტიას აფუძნებს

პარლამენტარი ეკა ბესელია ახალ პოლიტიკურ პარტიას "სამართლიანობას"აფუძნებს.

ამის შესახებ უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ბრიფინგზე განაცხადა.


მისი თქმით, პარტიის შექმნის გადაწყვეტილება "ქვეყანაში არსებული დღევანდელი ვითარების გამო, რომლის მსგავსი ჩვენს ქვეყანას არაერთხელ გაუვლია და რომლის დადებითად დაძლევის და გადაწყვეტის არერთგზის ისტორიული გამოცდილებაც არსებობს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ ახალი პოლიტიკური ძალა "სამართლიანობისთვის".


"სამართლიანობა არის ის, რაც თავისთავად არის ღირებულება, ეს არის ის იდეა და მთავარი არსი, მთავარი მიზანი, რისთვისაც ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს. სამართლიანობა იყო ის იდეა და ის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომლითაც და რომლის გამო, თავის დროზე, პირადად მეც და არაერთმა ადამიანმა მივიღეთ გადაწყვეტილება პროფესიიდან პოლიტიკაში წასვლის შესახებ. ეს არის ის იდეა, რომელმაც ჩვენ შეგვაძლებინა ძალიან ბევრ თანამოაზრესთან ერთად გაგვევლო ურთულესი 2004-2012 წლები, გაგვევლო ღირსეულად. რომლის დროსაც იყო ძალიან ბევრი სირთულე, განსაცდელი, მაგრამ იყო ის მთავარი იდეა, რომელმაც მოიტანა 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი. და ის იდეა, რომელიც იყო გამაერთიანებელი იდეა არის დღესაც დასაცავი, დღესაც მისაღწევი, ბოლომდე მისაყვანი. ეს არის სწორედ ის იდეა, რომელმაც ჩემი და ჩემი თანამოაზრეების გზები გაყო „ქართულ ოცნებასთან“ და ეს არის სწორედ ის მთავარი არსი, რომლის გამოც შეიქმნა ის გადაულახავი ბარიერი და ჩვენ „ქართული ოცნების“ დატოვების გადაწყვეტილება მივიღეთ.


 


ისტორიულად ცნობილი ფაქტია, რომ მთავარი ღირებულებისადმი, მთავარი საკითხისადმი უპრინციპო დამოკიდებულებას შეიძლება ემსხვერპლოს ყველაზე მთავარი რამ - ამას შეიძლება გადაყვეს მთელი ქვეყანა და ეს არის ძალიან სახიფათო, რასაც ჩვენ აღარ დავუშვებთ.


 


უნდა შეიქმნას ახალი მოცემულობა, ახალი ძალა, რომელიც ყველა ასპექტს, ყველა საკითხს, ყველა სფეროს, ყველა ნიუანსს გადაწყვეტს სამართლიანობის იდეით.


 


ჩვენი ახალი პოლიტიკური ძალა დაეფუძნება კონცეფციას, რომელიც დგას ფუნდამენტურ ტრიადაზე, მე არ დავუკარგავ ამ საავტორო უფლებას პროფესორ მინდია უგრეხელიძეს, ეს არის ცნობილი ტრიადა, რომლითაც უნდა იყოს აგებული სახელმწიფო. ეს არის სიმართლე, როდესაც ფაქტები უცთომლად, ისე როგორც ის არის, შეფასდება და ამ მოცემულობას იღებ, როგორც არის, სამართალი, რომლითაც უნდა გადაწყვიტო ყველა პრობლემა, ყველა საკითხი, ყველა მიმართულება და სამართლიანობა, როგორც მიზანი, რომელსაც უნდა მიაღწიო. ეს არის სწორედ ის მთავარი კონცეფცია, რომელზეც უნდა იდგეს ჩვენი ახალი პოლიტიკური ძალა, იდეოლოგიით, რომელიც დაეფუძნება ცენტრისტულ მიმართულებას და იქნება ევროპული კონსერვატიზმის მიმართულებით. ჩვენი საგარეო კურსი ქვეყნის არჩეული, მიგვაჩნია, რომ ის უნდა იყო შეუქცევადი და საქართველო ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის გზაზე უნდა მიდიოდეს მტკიცედ და სწრაფად და ჩვენთვის ძალიან ღირებულია და მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ეფუძნებოდეს ეროვნულ ფუნდამენტურ ღირებულებებს, მის პატივისცემას და მის დაცვას,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.


 


მისი თქმით, პარტია 20 ივნისს დაფუძნდება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.


 


"2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობით შეცვლის არსებულ ვითარებას, შეცვლის ხელისუფლებას, შეცვლის ამ რეალობას, ამ უსამართლო გარემოს და ჩვენი მთავარი სათქმელი იქნება სწორედ ის, რომ ყველაფერი უნდა გადაწყდეს, გაიზომოს, აიწონოს და მოგვარდეს სამართლის პრინციპით და სამართლიანობისთვის",-განაცხადა ეკა ბესელიამ.


საქართველოს პრეზიდენტმა სულთმოფენობა ტიმოთესუბნის ტაძარში აღნიშნა

სამცხე-ჯავახეთში ორდღიან ვიზიტს სალომე ზურაბიშვილი ბორჯომში აგრძელებს. საქართველოს პრეზიდენტმა უკვე მოინახულა საკალმახე ზორეთი, რომანოვების სასახლე, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ობსერვატორიას ესტუმრა

სამცხე-ჯავახეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ობსერვატორიას ესტუმრა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ილია მეორე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ ის სიწმინდე და ტრადიციები, რომლებიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს

პატრიარქმა სრულიად საქართველოს სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა.

"არტ-გენი 2019" ახმეტაში(ფოტო-ამბავი)

არტე-გენის ფესტივალის პირველ დღეს ახმეტაში "წყაროები" მასპინძლობს. საგანგებოდ მოწყობილი სივრცე სტუმრებს დასვენების მრავალფეროვან საშუალებებს სთავაზობს.

მთაწმინდის პარკში ფესტივალი „გაიცანი ქართული“ მიმდინარეობს

მეწარმეთა კავშირის ორგანიზებით, მთაწმინდის პარკში XX საუკუნის გამოჩენილ მეწარმეთა სახელობის ფესტივალების სერია „გაიცანი ქართული“ მიმდინარეობს.

 

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქცია გაიმართა

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ჩინეთში ექსტრადიციის შესახებ სადავო კანონს აპროტესტებენ.

ზურა ხაჩიძის ხელფასი მის მიერ დასახელებულ თანხაზე ორჯერ მეტია

სამცხე-ჯავახეთი გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის გუნდის ახალმა წევრმა, მოადგილედ დანიშვნის დღესვე მედიასთან განაცხადა, რომ მისი ხელფასი 1 500 ლარს არ სცდება.

ჩიტის ბუდეების საფრთხე - გაზგამანაწილებელი კომპანია გაფრთხილებთ

ფოთლები, ბალახები, ხავსი, ფესვები და ა.შ - ეს არის იმ მასალის ნაწილი, რასაც ფრინველები ბუდეების ასაშენებლად იყენებენ.

დიდ დიღომში საგზაო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

დიდ დიღომში, კერძო დასახლებაში, ბარონ დე ბაის ქუჩასა და კლაპროთის ქუჩის ნაწილზე საგზაო სამუშაოები ხორციელდება.

შსს: მიმდინარე დღეებში დაგეგმილ აქციებზე პოლიცია დაიცავს თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, თუ ის არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს

მიმდინარე დღეებში დაგეგმილ სხვადასხვა აქციაზე პოლიცია დაიცავს თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, თუ ის არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს, – ამის შესახებ საქართველოს შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.

მეხანძრე-მაშველებს გადამზადების კურსი უტარდებათ

სწავლება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბაზაზე მიმდინარეობს.

ახალ ზელანდიაში ავიაკატასტროფა მოხდა

ახალ ზელანდიაში ავიაკატასტროფა მოხდა. ორი თვითმფრინავიერთმანეთს დაფრენისას შეეჯახა.ინფორმაციას NZ Herald-ი  წერს.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას, სულიწმინდის გადმოსვლის დღეს აღნიშნავს. ეს ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის და აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება.

გვატემალაში არჩევნებია

გვატემალაში საყოველთაო არჩევნებია. ხმის მიცემის უფლება 8.1 მილიონ მოქალაქეს აქვს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„თანასწორობის მოძრაობა“ „ღირსების მარშთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „თანასწორობის მოძრაობა” არასდროს ყოფილა ჩართული „თბილისის პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებაში.

ილია მეორე აბიტურიენტებს დალოცავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს აბიტურიენტებს დალოცავს.

ტოჩინოშინი საქართველოშია

ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი საქართველოშია. ლევან გორგაძეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.

მოსწავლეებმა ავღანეთში ქართველ სამხედროებს წერილები გაუგზავნეს (ფოტო-ამბავი)

 საქართველოს მასშტაბით სკოლებში შეგროვილი მოსწავლეების მიერ დაწერილი წერილები ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფის შემდეგ ახლა უკვე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ჩავიდა, სადაც IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონია დისლოცირებული.

პოლიციამ ინტერნეტ-თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1998 წელს დაბადებული გ.ი. მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

ამერიკაში მამის დღეა

დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მამის დღეა. ამის შესახებ თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო წერს.

 

 

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1959 წელს დაბადებული პ.ა. თბილისში დააკავეს.