იტალიის ეროვნული დღე თბილისშიც აღინიშნა

იტალიის საელჩომ საქართველოში წელს იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღე 3 ივნისს აღნიშნა და საზეიმო ღონისძიებაზე Silk Factory Studio-ს შთამბეჭდავ სივრცეში მოსულ უამრავ სტუმარს მრავალფეროვანი საღამო დაახვედრა.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შვეიცარიის ელჩი პატრიკ ფრანცენი, საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე, პარლამეტის წევრი მარიამ ჯაში, „შენების მოძრაობის“ წევრი დავით უსუფაშვილი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია , ასევე იტალიელი და ქართველი ბიზნესმენები, მოდის სფეროს წარმომადგენლები და უბრალოდ იტალიური კულტურის მოყვარული საზოგადოება დაესწრო. ღონისძიება საქართველოში იტალიური დღეები 2019-ის ფარგლებში გაიმართა.

საღამო იტალიისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნებით გაიხსნა, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სოპრანოდ აღიარებულმა იანო თამარ ალიბეგაშვილმა შეასრულა. ამის შემდეგ იტალიის ელჩმა სტუმრებს სიტყვით მიმართა.

”დღეს ჩვენ აღვნიშნავთ იტალიის რესპუბლიკის თავისუფლების 73 წლის იუბილეს. ეს დღესასწაული დემოკრატიისა და თავისუფლების ღირებულებების და მათი მნიშვნელობის შეფასებისა და საქართველოსთან ურთიერთობის პროგრესის აღნიშვნის მომენტია. ამავე დროს, ეს დღე იტალიური ცხოვრების სტილის წარდგენაცაა. ჩვენ ქართველ მეგობრებს სილამაზეს, გემოვნებასა და ოსტატობას ვთავაზობთ.  ამ ღონისძიებით ჩვენ საქართველოს ვუზიარებთ გამოცდილებას ეკონომიკური და პოლირიკური დამოუკიდებლობისთვის მუშაობაში და დღეს, როგორც არასდროს ინტენსიურია ჩვენი ურთიერთობა ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ელჩმა ანტონიო ბარტოლიმ.

მიღებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტიც. როგორც მან აღნიშნა, იტალიასა და საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობები აქვთ, რადგან ძალიან ბევრი რამ აკავშირებთ, პირველ რიგში, ღვინო, კულტურა, კულტურული მემკვიდრეობა, ოპერა და მხატვრობის სიყვარული.

„დღესასწაული, რომელსაც დღეს აღვნიშნავთ იტალიის რესიპუბლიკის დღეა . იტალია ევროკავშირის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი ქვეყანაა, რომლის წევრობასაც საქართველო აპირებს. თქვენ ხართ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მტკიცედ უჭერთ მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. პოლიტიკურად თქვენ ყოველთვის მხარს გვიჭერდით და ვიცი, რომ კვლავ ჩვენს გვერდით დარჩებით ჩვენი გზის ამ ბოლო ეტაპზე, რომელიც ევროკავშირამდე და საქართველოს სრულ ტერიტორიულ გამთლიანებამდე მიგვიყვანს. მსურს, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს ღირშესანიშნავი დღე. მინდა მივულოცო ყველა ჩვენს იტალიელ მეგობარს და ვუსურვო თქვენს ქვეყანას უამრავი წარმატება, რათა ის საქართველოს კიდევ უფრო ძლიერი მოკავშირე გახდეს ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ერთი საღამოს ფარგლებში გამართული უამრავი ღონისძიება, „ ეხმიანებოდა კონცეფციას „Vivere all’italiana“-ს ანუ „ცხოვრება იტალიურად“. სწორედ ამიტომ ღონისძიებაზე სტუმრებს იტალიური კრეატიულობის ნამდვილი ზეიმი დახვდათ.

გაიმართა გამოფენები: Tour around Italy, სააგენტო ANSA-ს მიერ მოწოდებული ფოტოექსპოზიცია, რომელიც იტალიურ სტილზე, ტექნოლოგიებზე, სამზარეულოსა და ბუნების სილამაზეზე გვიამბობდა; იტალიური სავაჭრო ნიშნების მუზეუმთა ასოციაციის Museimpresa-ს ექსპოზიცია 50+! Il Grande Gioco dell Industria, რომელიც ისტორიული თუ თანამედროვე ბრენდების საკულტო ნივთების მეშვეობით მოთხრობილი დიზაინის ისტორიაა; ფოტოგალერეა I Borghi più belli d’Italia- იტალიის უმშვენიერესი პატარა ქალაქებისა და დასახლებების უმშვენიერესი კადრები; ასევე იტალიის არქიტექტურული პრემიით დაჯილდოებული პროექტების ფოტოგამოფენა, რომელიც თანამედროვე შენობა-ნაგებობებსა და ურბანულ პეიზაჟებს ეძღვნება.

„ჩვენ წლების განმავლობაში იტალისთან ჩამოგვიყალიბდა უაღრესად მეგობრული თანამშრომლობა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით. ჩვენ არა ერთი უმნიშვნელოვანესი გამოფენის მომსწრე გახლდით ეროვნულ მუზეუმში რომლის ორგანიზებაც მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. ჩვენი თანამშრომლობის მთავარი ნიშა სწორედ გამოცდილების გაზიარება. იტალია ცნობილია როგორც კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე ზრუნვით, ასევე ამ პროცესში ახალი ტექნოლოგიების ინტეგრაციით. ბუნებრივია დიპლომატიური ურთიერთობების ნაწილია ეროვნული დღესასწაულების გაზიარება და მინდა მივულოცო იტალიის რესპუბლიკას თავისუფლების 73 წლის იუბილე“,- განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.

საღამოზე ჟღერდა იტალიური კინომუსიკაც - ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობმა ბანდონეონისტმა მარიო სტეფანო პიეტროდარკიმ და თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა მორიკონეს, როტასა და პიოვანის ყველასთვის საყვარელი მელოდიები შეასრულეს.

ღონისძიების სტუმრების თქმით, იტალიური ცხოვრების წესი და კულტურა საქართვლოსთვის ნაცნობ განწყობებთან ასოცირდება, რაც ჩვენთვის წარმატებული ცხოვრების იმედი შეიძლება იყოს.

„იტალია ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაა ევროპაში, ძალიან ბევრი თვალსაზრისით. სწორედ იტალიასთან ურთიერთობით შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ. კერძოდ, თუ როგორ შეიძლება ტემპერამენტისა და უწესრიგობის მოქცევა წესრიგსა და რაციონალიზმში. მე საქართველოს საბოლოო წარმატების იმედი მას სემდეგ მომეცა, რაც იტალიაში რამდენიმე დღე გავატარე და ვნახე, რომ დიახ, ისევე როგორც საქართველოში გერმანული თუ შვედური სიზუსტით მოწყობილი ქვეყანა ვერასდროს გვექნება, მაგრამ იტალიის მაგალითზე ვნახე როგორ შეიძლება ცხოვრების 90% მოქცეული იყოს კანონისა და წესების ჩარჩოებში და 10% დატოვებული იყოს სილაღისა და თავისუფლებისთვის. ამით ჩვენ შეგვიძლია დავემსგავსოთ იტალიას, მითუმეტეს, რომ იყო დრო, როცა საბჭოთა კავშირში სხვა ხალხები საქართველოს „საბჭოთა კავშირის იტალიას“ ეძახდნენ“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ღონისძიების დასასრულს წარმოდგენილი იყო იტალიური მოდის უახლესი ტენდენციები, სილამაზისა და ელეგანტურობის, ფერებისა და ქსოვილების ნამდვილი კალეიდოსკოპი.

მრავალფეროვანი სანახაობით დატვირთულ დღესასწაულზე უამრავ დელიკატესთან ერთად, სტუმრები მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულ იტალიურ პროდუქციას: „პროსეკოს“, „პარმიჯანოსა“ და „მორტადელას“ გაეცნენ. ასევე გაიმართა კულინარიული შოუ იტალიელი შეფ-მზარეულის სტეფანო ბოსელის მონაწილეობით.

იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება უცხოეთში იტალიური კომპანიების ხელშეწყობის სააგენტო ICE-ITA-სთან თანამშრომლობითა და მრავალრიცხოვანი პარტნიორისა და სპონსორის დახმარებით გაიმართა.

საქართველოში იტალიის დღეების ფარგლებში ეროვნულ მუზეუმში მნახველისთვის ღიაა მულტიმედიური გამოფენა Immagica, რომელიც 5 საუკუნეს მოიცავს და გაგაცნობთ თეტალიურ ხელოვნებას ჯოტოდან კანოვამდე.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და იტალიას შორის 1992 წლის 11 მაისს დამყარდა.


"დინამო თბილისი" ლეგენდების ტურნირის ნახევარფინალშია

ლეგენდების ტურნირში "დინამო თბილისის" გუნდმა "შალკე 04" დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა.
" შალკე 04"-თან შეხვედრისას ანგარიში, "დინამო თბილისის" სასარგებლოდ, 6:3 დასრულდა.

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ელიაზიგის პროვინციაში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. 

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-107კმ (გომი-ზესტაფონი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

ჩინელმა მეცნიერებმა "კორონავირუსის" პირველი ფოტო გაასაჯაროეს

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მეცნიერებმა "კორონავირუსის" (2019-nCoV) პირველი ფოტო გამოაქვეყნეს, რომელიც ელექტრონული მიკროსკოპით არის გადაღებული. 

ირაკლი დოლაბერიძე „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ წარმომადგენლებს შეხვდა

განათლების სამინისტროში, სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი დოლაბერიძემ „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ დირექტორს, ხოსე მოია გომესსა და მარკეტინგის დირექტორს, ედუარდო ლეგენდრეს უმასპინძლა.

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო,  ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის 4-28კმ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დედოფალმა ელისაბედ II-მ ბრექსითის კანონპროექტის დამტკიცებას ხელი მოაწერა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ ბრექსითის კანონპროექტის დამტკიცებას ხელი მოაწერა.

ცოტნე ზურაბიანი: დავოსის მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა საქართველოსთვის ახალი ინვესტიციების მოზიდვის რეალური შესაძლებლობა გააჩინა

„დავოსის მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა საქართველოსთვის ახალი ინვესტიციების მოზიდვის რეალური შესაძლებლობა გააჩინა“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ცოტნე ზურაბიანი.

გიორგი შარვაშიძე: ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების მოახლოებას უკავშირდება

„ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების მოახლოებას უკავშირდება,- ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი ზარქუა: ლევან ხაბეიშვილი ატყუებს საზოგადოებასაც და დამლაგებლებსაც

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ საკრებულოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების საკითხზე განმარტება გააკეთა.

ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 1–27კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

რატი იონათამიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე დადებითად იყო შეფასებული ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები დადებითად შეფასდა.

გურამ ნიკოლაშვილი: დავამ დისერტაციის ირგვლივ დატოვა აკადემიური სივრცე, მისი კამპანიური ხასიათი კი საკითხის ერთგვარმა პოლიტიზებამ გაამძაფრა

„დავამ დისერტაციის ირგვლივ დატოვა აკადემიური სივრცე და ღია განხილვის საგნად იქცა, მისი ერთგვარად კამპანიური ხასიათი კი საკითხის ერთგვარმა პოლიტიზებამ გაამძაფრა“, - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“.

ამირან გამყრელიძე: "კორონავირუსთან" დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, "კორონავირუსთან" დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს. 

კასპიის ზღვით გადაზიდული საკონტეინერო ტვირთის 2019 წლის მაჩვენებლები რეკორდულად მაღალია

„საქართველოს რკინიგზის“ დელეგაცია გენერალური დირექტორის დავით ფერაძის ხელმძღვანელობით ყაზახეთის ქალაქ ალმათში საერთაშორისო ასოციაცია ,,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (TITR), ასოციაცია ТМТМ-ის შეხვედრას დაესწრო.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით საბაჟო სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით

"ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით საბაჟო სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

პირველი მარტიდან მებაჟე ოფიცრების შრომის ანაზღაურება გაიზრდება

პირველი მარტიდან მებაჟე ოფიცრებს ხელფასი გაეზრდებათ,- ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.

დავით მათიკაშვილი: პრემიერის ვიზიტი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ძალიან წარმატებული იყო და მისი შედეგები უსწრაფესად აისახება ჩვენი ქვეყნის სწორ და სტაბილურ განვითარებაზე

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, დეპუტატი დავით მათიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში საქართველოს მონაწილეობას გამოეხმაურა და პრემიერ გახარიას მეთაურობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტი დადებითად შეაფასა.

სალომე ზურაბიშვილი: ოჯახისთვის უდიდესი წნეხია საზღვარგარეთ გამგზავრება ავადმყოფი ბავშვით

სალომე ზურაბიშვილი, ისრაელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თელავივში სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებას SHEBA MEDICAL CENTER ეწვია და ბავშვთა ონკოლოგიური დაავადების ცენტრი დაათვალიერა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.  

ლევან კაკავა: ჩვენი ქვეყნის საბაჟო სისტემას მნიშვნელოვანი როლი აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით

"ჩვენი ქვეყნის საბაჟო სისტემას მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით", - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

გარყვნილი ქმედებისთვის და ძალადობისთვის ბრალდებულს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედებისთვის და ძალადობისთვის ბრალდებული დ.ჯ. დამნაშავედ ცნო.