ლადო კახაძე: ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება, თუ იმ იმედების რეალიზება მოხდება, რომელიც მთაწმინდის მოსახლეობის მიმართ მქონდა

„ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე არჩევნების მეორე ტურზე აქტიურობას მიესალმება და მადლობას უხდის ყველას, ვინც საარჩევნო ურნასთან საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. 

როგორც კახაძემ აღნიშნა, არჩევნები, რომელიც ჩატარდა, წინგაგადგმული ნაბიჯია, თუმცა ყველა პროცესს აქვს მცირე ხარვეზები და გამონაკლისი არც ეს პროცესია.


„მივესალმები აქტიურობას და მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მივიდა საარჩევნო ყუთთან და თავისი პოზიცია, აზრი დააფიქსირა. დაველოდოთ საბოლოო შედეგს, როგორი იქნება საბოლოო ვერდიქტი და ამის შემდეგ გაკეთდება კომენტარი. ჩემთვის, როგორც ამ მარათონში მონაწილე ადამიანისთვის, დიდად საპატიო იყო ჩვენს მოსახლეობასთან, ოპონენტთან შეხვედრა და მასთან ჩემი აზრის გაზიარება. ეს ყველაფერი კი მოხდა საჯარო სივრცეში, ყოველგვარი წესების დაცვით და ის ყველაფერი, რაც ამ არჩევნებთანაა დაკავშირებული, მე ვფიქრობ, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. თავის პატარა მინუსები ყველაფერს ახლავს თან, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს მე ვთვლი, რომ გაცილებით უკეთესია, ვიდრე ძიძგილაობა, ვიდრე რაღაც შეურაცხყოფის მიყენება. ვიხვეწებით, მომდევნო არჩევნები კიდევ უკეთესი უნდა იყოს და ამის შემდგომიც კიდევ უფრო უკეთესი“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

მან, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ წინასწარი მონაცემები და შედეგები, რომელიც უკვე გაცხადდა მმართველ პარტიაში, გამართლდება.

„ძალიან გამიხარდება, თუ ეს შედეგები დადასტურდება არჩევნების შემდეგ და ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება, თუ იმ იმედების რეალიზება მოხდება, რომელიც მოსახლეობის მიმართ მქონდა“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

9 ივნისს, თბილისში, #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გამართა.


51-ე სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

51-ე სკოლის დირექტორმა მანანა თურქაძემ თანამდებობა დატოვა.

პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული 6000-მდე პრაქტიკოსი  პენსიონერი პედაგოგი ფულად ჯილდოს ოქტომბრის დასაწყისში მიიღებს

ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პირველი ეტაპი  დასრულდა!

 

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს კეტავს

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმი „დამოუკიდებლობის აღიარების“ 11 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების" გამო, ე.წ. საზღვარს ორი დღით კეტავს.

რომან გოცირიძე სტრასბურგის სასამართლოზე: ყველა უნდა იცნობდეს ამ სამარცხვინო მოსამართლეებს

„ყველა უნდა იცნობდეს ამ სამარცხვინო მოსამართლეებს“, - საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ სქელში სტრასბურგის სასამართლოზე საუბრობს.

შსს-მ ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი ბ.ქ. დააკავეს.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზბეკეთში პრეზენტაცია გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ უზბეკეთში, ქალაქ ტაშკენტში ადგილობრივი წამყვანი ტურ-ოპერატორებისათვის პრეზენტაცია გამართა.

აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კურორტ აბასთუმანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობას (II ეტაპი) და არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას გეგმავს.

გიორგი შენგელია კომბინატში ადგილობრივებს შეხვდა

ზუგდიდის მერი, გიორგი შენგელია, პირველ მოადგილე გიგა ფარულავასა და მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთანერთად, ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

"ტვ პირველის" დამფუძნებელი ავთანდილ წერეთლის ბრალის წარდგენაზე: "ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ"

"ტვ პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი, პროკურატურის მიერ, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენას საგამოძიებო უწყების მხრიდან დაშანტაჟებას უწოდებს.

პოლიციამ 3 თვეში სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა

2019 წლის 10 მაისიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლითაც სექსუალური შევიწროებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდა.

ზუგდიდში ლგბტქი თემის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ

"არა გარყვნილების პროპაგანდას" - ამ დევიზით ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში ხელმოწერებს აგროვებენ.

აბონენტის უპასუხისმგებლობა და აფეთქების საფრთხე - საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

კომპანია „თბილისის ენერჯის“ ცხელ ხაზზე ნაძალადევის რაიონიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ მანჯგალაძის ქუჩის #31-ში გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა.

ჯანდაცვის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის შრომითი მიგრაციის შესახებ მოლაპარაკება შედგა

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების ოფიციალური რაუნდი გაიმართა.

შორენა შავერდაშვილი: იმდენი უბედურება და ცინიზმი ჩანს გვარამიას ამ განცხადებაში...

„იმდენი უბედურება და ცინიზმი ჩანს გვარამიას ამ განცხადებაში...“ - ჟურნალისტი შორენა შავერდაშვილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებას ეხმიანება.

პროკურატურამ ავთო წერეთლის მიმართ ბრალის წარდგენის დადგენილება გამოიტანა

გენერალურმა პროკურატურამ ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ავთო წერეთლის მიმართ ბრალის წარდგენის დადგენილება გამოიტანა.

სოფელ გვიშტიბში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში დევნილთა საცხოვრებელი 8 სახლის მშენებლობას ახორციელებს.

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობა ბექას ქუჩიდან შეიზღუდება

ცნობილი ჰოლივუდური ფილმის გადაღებებიდან გამომდინარე, 23 აგვისტოს 00:00 საათიდან 24 აგვისტოს 00:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობის შეზღუდვა ბექას ქუჩიდან მეტროსადგურ „დელისამდე“ მონაკვეთს მოიცავს.

ყალბი 100-ლარიანი კუპიურების დამზადება - გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, ყალბი 100-ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

პოლიციამ იმერეთში ძარცვის ფაქტზე 1 პირი დააკავა

პოლიციამ იმერეთში ძარცვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი. 

ბაკურ სვანიძე: მერაბიშვილი რომ აძლევდა „ვიორსტკას“, მაშინ არ უგრძნია შეზღუდვები

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

თბილისის მეტროში მოძრაობა განახლდა

თბილისი მეტროში მოძრაობა აღდგა. დაზიანებული მატარებელი ჩიხში გადაივანეს.