კახა კალაძე: ამ ეტაპზე ხმების 62,5% არის ლადო კახაძის, 37, 5 % შალვა შავგულიძის (ვიდეო)

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, ლადო კახაძეს ხმა ამომრჩეველთა 62.5%-მა მისცა, შალვა შავგულიძეს კი 37.5%-მა.

,,მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს მთაწმინდის ოლქში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს თანაგუნდელებს, მადლობა ნდობისთვის.


მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი და მინდა ვუპასუხო იმ ადამიანებს, ვინც ჩემი განცხადება შეაფასა უპასუხისმგებლოდ. მათ მინდა მივაწოდო კონკრეტული ინფორმაცია დათვლილ ხმებთან დაკავშირებით.


ამ ეტაპზე, რა მონაცემსაც ჩვენი წარმომადგენლები გვაწვდიან უბნებიდან, დათვლილია ხმების 75% და აქედან 62,5 % არის ბატონი ლადო კახაძის, 37,5% ბატონი შალვა შავგულიძის. კიდევ ერთხელ, ბატონ ლადოს დამაჯერებელი გამარჯვება მინდა მივულოცო.


ძალიან დიდია სხვაობაა და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. ეს არის მთაწმინდის მოსახლეობის პასუხი იმ ადამიანებზე, ვინც ძირითადად ცდილობდა სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია ეწარმოებინა.


ძალიან მიხარია, რომ დღეს ადამიანები ძალიან კარგად აფასებენ და ხედავენ რეალურ სიტუაციას.


კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის და ჩვენ ჩვენის მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი იმედები გავამართლოთ და ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დღეს აწუხებს მთაწმინდას, აწუხებს თბილისს და აწუხებს საქართველოს", - განაცხადა კახა კალაძემ.


 



პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი 20:00 საათზე გაიმართება. 

რატი იონათამიშვილი: ეს ცვლილება მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს მოსახლეობის ფინანსურ ტვირთს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი მამუკა ბახტაძის, დღევანდელ ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას პოზიტიურად აფასებს.

მესტიაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტში, იფარი-ადიშის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რომლის შედეგად გზის სავალი ნაწილი დიდი რაოდენობით ქვა-ღორღიანი ნაშალი მასალით ჩაიკეტა.

სადელიმიტაციო კომისია მუშაობას უახლოეს კვირებში განაახლებს

სადელიმიტაციო კომისია უახლოეს კვირებში მუშაობას განაახლებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მამუკა ბახტაძე: ბუნებრივია, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე

"ბუნებრივია, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

 

შსს: ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ადგილი აქვს შს მინისტრის მოადგილის კომენტარის მიზანმიმართულად არასწორ ინტერპრეტაციას

21-21 ივნისის მოვლენების დროს აქციაზე შეკრებილების მიმართ შსს-ს მხრიდან დაშლის მოწოდების შესახებ მოთხოვნის ირგვლივ მსჯელობა არ წყდება.

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში კახი კახიაშვილი 50 წლისაა

ლეგენდარული ქართველი ძალოსანი კახი კახიაშვილი 50 წლისაა. 

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გაცნობეთ, რომ თბილისის მერია იწყებს მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის (გმირთა მოედნის) მიმართულებით არსებული პანდუსის სრულ რეაბილიტაციას.

ნინო თანდილაშვილი: „სამინისტროს პრიორიტეტი ქვეყანაში მწვანე წარმოების ხელშეწყობაა“

"სოფლის მეურნეობის დარგს აქვს ყველანაირი რესურსი, რათა მოხდეს მწვანე წარმოების წახალისება",-ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა. 

გია ვოლსკი: წინასწარ საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების დაკავება, ხელს უშლის გამოძიებას

ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებზე საუბრისას გააკეთა.

თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა 200 დღის განმავლობაში შეიზღუდება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ხვალ, 11:00 საათიდან 200 დღის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

პრემიერი: ბათუმის საერთაშორისო კონფერენციამ აჩვენა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები არის ყველაზე მაღალ ნიშნულზე

ეს გახლდათ ყველაზე მასშტაბური პოლიტიკური საერთაშორისო ღონისძიება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში“, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენცია.

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ბანკთან და „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა

საქართველოს ბანკის ჩართულობით და „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით აზიის განვითარების ბანკმა ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა და 60 მილიონი ლარი მოიზიდა.

მესტიაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტში, იფარი-ადიშის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რომლის შედეგად გზის სავალი ნაწილი დიდი რაოდენობით ქვა-ღორღიანი ნაშალი მასალით ჩაიკეტა.

განახლებული ბუნების ძეგლები და მათი ეკონომიკური სარგებელი

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტომ წელს ბუნების 3 ძეგლი განაახლა. მტირალას ეროვნულ პარკში, ოკაცეს ჩანჩქერსა და ნავენახევის მღვიმეში ვიზიტორებს ახლა უკვე გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და დახვდებათ.

პენსიონერებს, შშმ პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეეძლებათ

დღეიდან სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეეძლებათ.

რუსეთის ბაზარზე ტურიზმის ადმინისტრაციის დანახარჯი განულდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2019 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას რუსეთის ტურისტულ ბაზარზე ნულოვანი დანახარჯი აქვს.

მაშველებმა ყაზბეგში ლიეტუვას მოქალაქე გადაარჩინეს

4000 მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდნილი ლიეტუვას მოქალაქე მაშველებმა ამოიყვანეს.

ხაშურის განახლებული რეფერალური ჰოსპიტალი – მრავალპროფილური მომსახურება

16 ივლისს ხაშურის განახლებული რეფერალური ჰოსპიტალი გაიხსნა. კლინიკა 61 საწოლზეა გათვლილი და რეგიონის მოსახლეობას მრავალპროფილურ ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისებს სთავაზობს.

ლარის კურსი

16 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8608 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8555 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.53 თეთრი შეადგინა.
 

ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის მიერ პირველი სადოქტორო ხარისხი გაიცა

„ეს ჩვენთვის, ტექნიკური უნივერსიტეტისთვის არის მოვლენა, ახალი სიტყვა, ახალი ნაბიჯი", - ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის მიერ პირველი სადოქტორო ხარისხი გაიცა.