შინაგან საქმეთა სამინისტრო გორში მომხარ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს


შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და
ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი 2001 წელს
დაბადებული კ.წ. ძარცვის ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ
ორთაშენში დააკავეს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნულია, ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"დღეს გამთენისაას გორში, დ. გურამიშვილის ქუჩაზე, ტარდებოდა ოპერატიული
ღონისძიება, რა დროსაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა არასრულწლოვანმა,
კ.წ. -მ ისარგებლა შექმნილი გარემოებით, ჩაჯდა სამართალდამცველის
სამსახურებრივ მანქანაში და დიდი სისწრაფით თბილისი-სენაკი-ლესელიძის
ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გავიდა. მან ვერ უზრუნველყო ავტომანქანის
უსაფრთხო მართვა და ავტომაგისტრალზე მოძრავ „ფორდ ტრანზიტს“ შეეჯახა.
კ.წ.-მ ავტომობილი შემთხვევის ადგილზე მიატოვა, თავად კი მიიმალა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სამართალდამცველებმა მის ადგილსამყოფელს მალევე მიაკვლიეს და დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით
მიმდინარეობს.
ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გადაღების მიზნით, ადგილზე
მივიდა შიდა ქართლის ადგილობრივი მედიასაშუალების, „qartli.ge“-ის
რედაქტორი, საბა წიწიკაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მას
სამართალდამცველებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და შემთხვევის
ადგილის დატოვება მოსთხოვეს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა
უკვე დაიწყო",- აღნიშნულია განცხადებაში. 


აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა შექმნეს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტი (NIAID) პრეპარატების მწარმოებელ კომპანია Moderna-სთან ერთად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს, რომელიც ადამიანებზე დასატესტად მზადდება.

პრემიერი: ჩვენი ეკონომიკის საფუძველი არის ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნის

"ჩვენი ეკონომიკის საფუძველი და ხერხემალი არის თავისუფალი ბიზნესი, ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს".

"საქნახშირი" განცხადებას ავრცელებს

"საქნახშირი" ძიძიგურის შახტის შესასვლელის დროებით დახურვის მიზეზს განმარტავს.

თბილისის გარკვეულ ზონებში მეორადი საბურავების და ჯართის რეალიზაცია აიკრძალება

"საცხოვრებელ და რეკრეაციულ  ზონებში მეორადი საბურავების, ჯართის, ამტვერებადი და ფეთქებადი მასალების რეალიზაცია 2021 წლის პირველი იანვრიდან აიკრძალება", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მიზნით, კიდევ ერთი ინტერესთა გამოხატვაა გამოცხადებული.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის იძულებისა და გამოძალვისთვის  ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის იძულებისა და გამოძალვისთვის  ბრალდებული ზ.ქ. დამნაშავედ ცნო. 

კახა კალაძე: გლდანში სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა - ამაზე თვალს არ დავხუჭავთ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილისა (ყოფილი ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა, რის გამოც, შემსრულებელ კომპანიას აღნიშნული ქუჩების მოწესრიგება საკუთარი ხარჯებით დაევალა.

გურჯაანში საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების მიმართულებით ისროლეს 

გურჯაანში, ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების მიმართულებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა.

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი: საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და ეკონომიკის თავისუფლების დონით ევროპაში პირველ ადგილზეა

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ წარმოებული ინდექსის „თავისუფლების ბარომეტრი - ევროპა 2019“ მიხედვით, საქართველო ევროპაში 27-ე ადგილზე გავიდა და შეფასების 100-ბალიანი შკალიდან 69.06 ქულა მიიღო, რაც ქვეყნის ახალი ისტორიული მაქსიმუმია.

ყვარელში სანადიროდ წასული ჯგუფის მანქანა ამოტრიალდა - გარდაცვლილია ერთი ადამიანი 

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში სანადიროდ წასული ჯგუფის მანქანა ამოტრიალდა. 

დღეს ხოჯალის ტრაგედიის 28-ე წლისთავია

აზერბაიჯანში ყარაბაღის კონფლიქტის ყველაზე სისხლიანი ტრაგედიის, ხოჯალის მსხვერპლს იხსენებენ.

საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

26-27 თებერვალს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება. 

ყალბი დოკუმენტაციის დამზადების ფაქტზე ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირები დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ორი კომპანიის ხელმძღვანელები დააკავა.

თბილისში 126 ერთეული 12 მეტრიანი ავტობუსი შემოვა

თბილისში 126 ერთეული 12 მეტრიანი, გაზზე მომუშავე ავტობუსი შემოვა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მოპედის ქურდობისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

პოლიციამ მოპედის ქურდობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.პ. დააკავა.

გურიზმები: ფარდობითი მორალი, ვანო მერაბიშვილი და უალკოჰოლო ლუდი 

„ტრაგიკული და კომიკურია ერთად, თან მორალისა და სინდისის მშრალად შენარჩუნება გინდოდეს და ამიტომ გმობდე ვანო მერაბიშვილს და თან იდგე „ნაციონალურ მოძრაობასთან“, - ამბობს ანალიტიკოსი გური სულთანიშვილი POSTV-ის ვიდეობლოგში.

ჯარი ქართული წარმოების გაუყინავი ღორის ხორცით მომარაგდება

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარი საქონლის ხორცის შემდეგ, უმაღლესი ხარისხის ქართული წარმოების ღორის ხორცით მომარაგდება.

რაჭაში ახალი დაცული ტერიტორია დაარსდება

დაცული ტერიტორიების ინფორმაციით, უკვე მომზადებულია კანონპროექტი "რაჭის ეროვნული პარკისა და შოვის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ".

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამუშაო შეხვედრა გამართა აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელთან შეინ როზენტალთან, რომლის  დროსაც განხილული იქნა აღნიშნულ საფინანსო ორგანიზაციასთან საქართველოს მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პროექტები.

 

ProductTank Tbilisi შეხვედრათა ყოველთვიური სერია გრძელდება

ProductTank-ის შეხვედრების ყოველთვიური სერია გრძელდება.