„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ ყველაზე სანდო კომპანიად დასახელდა

J.P. Morgan-ის შეფასებით სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ ევროობლიგაციების გამომშვებ ქართულ კომპანიებს შორის ყველაზე მაღალი სანდოობით გამოირჩევა.

აღნიშნული დასკვნა მიმდინარე წლის მაისში საქართველოში ვიზიტის შედეგების საფუძველზე მომზადებული ანგარიშის (CEEMEA Credit Research) თანახმად გაკეთდა.


J.P. Morgan-ის ვიზიტის ფარგლებში, რომელიც საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ევროობლიგაციების ემიტენტი ქართული კომპანიების ფინანსური მდგომარეობის, საქმიანობის შედეგებისა და სამომავალო პერსპექტივების შესწავლას ეხებოდა, გაიმართა სამუშო  შეხვედრები ევროობლიგაციების ემიტენტი ქართული კომპანიების, საქართველოს მთავრობის, კორპორატიული და საბანკო სექტორების წარმომადგენლებთან.


 J.P. Morgan-ის ანგარიშის თანახმად, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მაღალი სანდოობა სხვა ფაქტორებთან ერთად ბიზნესის დივერსიფიკაციისაკენ მიმართული პოლიტიკით, გარანტირებული უკუგების შიდა განაკვეთზე (IRR) ორიენტირებული საინვესტიციო პროექტებით და სავალუტო რისკების დაზღვევის სახელშეკრულებო მექანიზმების გამოყენებით არის განპირობებული. J.P. Morgan-ი მიუთითებს, რომ 2019 წლის ბოლოს „გარდაბანი 2“-ის თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვებას შედეგად მოჰყვება კორპორაციის შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც კორპორაციის ფინანსურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს. J.P. Morgan ვარაუდით, 2020 წლისთვის კორპორაციის კუთვნილი თბოელექტროსადგურების წილი საოპერაციო მოგებაში (EBITDA) 75%-მდე გაიზრდება.


J.P. Morgan-ი ასევე მიუთითებს, რომ სასესხო ვალდებულებების კორპორაციის მოგებასთან შეფარდების კოეფიციენტის („net leverage”) მერყეობა, რომელსაც იწვევს მიმდინარე და სამომავლო პროექტებში კორპორაციის მიერ განსახორციელებული მსხვილი ინვესტიციები, დასტაბილურდება 2020 წლისთვის, განხორციელებული პროექტებიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე.


სიახლეები მსგავს თემაზე

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მოგება 2.8-ჯერ 220 მილიონ ლარამდე გაიზარდა

წმინდა მოგებასთან ერთად გაიზარდა კომპანიის შემოსავლები და აქტივების ჯამური მოცულობაც. 

გიორგი შენგელია: ღია კინოთეატრს ჩვენი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში ჩავიტანთ

,,ღია კინოთეატრს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში ჩავიტანთ და ამ მხრივ აქტივობები განხორციელდება“ - ამის შესახებ ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ,  „ათინათი“-ს პირდაპირ ეთერში, გადაცემა „ზუგდიდისთვის“ სტუმრობისას განაცხადა.

დონალდ ტრამპმა ბოლტონის შემცვლელი დაასახელა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ობრაიენი გახდება. 

თბილისის მე-11 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი პრესკონფერენცია გაიმართება

 ათონელის ქუჩაზე (ორბელიანის მოედანი) 19 სექტემბერს, 12:00 საათზე,  თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პირველი პრესკონფერენცია და პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.

ვოლფგანგ ჰერმანი: მეამაყება, რომ აქ ვარ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნებაში ვმონაწილეობ

„მეამაყება, რომ აქ ვარ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის  დაფუძნებაში ვმონაწილეობ“ - განაცხადა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ვოლფგანგ ჰერმანმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაციაზე.

სამედიცინო დაწესებულებაში ჩხუბის საქმეზე ბრალდებული 4 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს

მიმდინარე წლის მარტში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩხუბის საქმეზე წინასწარ პატიმრობაში მყოფი 4 პირი დღეს სასამართლო დარბაზიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ დადგენილებას, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში განიხილავს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში განიხილავს დადგენილებას რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ.

პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციებისთვის მადლობა გადაუხადა

"საქართველოს მთავრობა აფასებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივ მხარდაჭერას, რაც არაერთ პოლიტიკურ თუ ჰუმანიტარულ რეზოლუციაში გამოიხატება",- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კახი კალაძე: მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს“ და მის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტისთვის

„მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს“ და მის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტისთვის", -  განაცხადა თბილისის მერმა კახი კალაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაციის შემდგომ.

გიორგი გახარია: საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად ფუძნდება ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი  

„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად ფუძნდება ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

გიგი წერეთელი ეუთოს მიერ გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ფრაქცია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ვარშავაში ადამიანის ეუთოს მიერ გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე სიტყვით წარსდგა.

2020 წელს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა საქართველოში გაიმართება

ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის წინადადებას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 23-ე გენერალურ ასამბლეაზე დაუჭირეს მხარე.

ნიკო სილაგაძე: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსება უდაოდ უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს განათლების რეფორმის ისტორიაში

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსება უდაოდ უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს განათლების რეფორმის ისტორიაში“,-  განაცხადა ექსპერტმა ნიკო სილაგაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაციის შემდგომ.

19 სექტემბერს თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 19სექტემბერს თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციამ ირანის ნაკრები უმკაცრესად დასაჯა

2019 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ირანის ნაკრებიდან მსოფლიო ჩემპიონი – საიდ მოლაი მოკვეთეს. ირანელმა ძიუდოისტმა კი თავშესაფარი ითხოვა.

მაია ცქიტიშვილი : მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი პირდაპირ ბმაშია ბიზნესთან და დასაქამებასთან

"ეს პროექტი არის განსხვავებული მასშტაბის, რომელიც დაწყებული იდეიდან ამ ეტაპამდე, განხორციელდა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობით,- განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის მიმართულებით ქუთაისის აეროპორტიდან ახალი მიმართულება დაემატა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის ქალაქ პოზნანის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა.

ექსპერტი : ეკონომიკის მინისტრის ასეთი მაღალი აქტივობა მხოლოდ მისასალმებელია

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას აზერბაიჯანში ვიზიტს დადებითად აფასებს.

მაია ცქიტიშვილი: მივესალმები პრეზიდენტის ინიციატივას დროებით დააწესოს მონატორიუმი ამ პროცესზე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი შეწყალების საკითხს გამოეხმაურა. 

სები: არსებული ტენდენციით, საკრედიტო ზრდა საშუალოვადიან პერიოდში მდგრად დონეს დაუახლოვდება

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე  დატოვა.

თსუ-ში მოსწავლეებისათვის საბავშვო მეცნიერება სკოლა იხსნება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში საბავშვო უნივერსიტეტის ღია კარის დღე გაიმართება.

ნათია თურნავამ და შაჰინ მუსტაფაევმა სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ეკონომიკის მინისტრ შაჰინ მუსტაფაევთან შეხვედრის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა.