ჩეჩნებს და დაღესტნელებს სასაზღვრო დავა აქვთ

ჩრდილოეთ კავკასიაში კიდევ ერთი კონფლიქტური ვითარება შეიქმნა, ამჯერად ჩეჩნებსა და დაღესტნელებს შორის.

სასაზღვრო კონფლიქტი ამჯერად ყიზლიარშია, სადაც ადგილობრივებმა 10 ივნისს ჩეჩნეთ-დაღესტნის საზღვართან  საგზაო ნიშანი დამონტაჟდა წარწერით „ჩეჩნეთის რესპუბლიკა, შელკოვსკი რაიონი“.


 


ფაქტმა სოციალური ქსელების მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია და მოგვიანებით ადამიანთა ჯგუფმა საგზაო ნიშნის დემონტაჟი მოახდინა.


 


ფაქტს ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერი მაგომედ დაუდოვი გამოეხმაურა. მისი თქმით, ჩეჩნეთი საკუთარ მიწას არ დათმობს, „ნიშნებს უკან დააბრუნებენ. რატომ? იმიტომ იქ უნდა იდგნენ“.


 


მოგვიანებით დაღესტნის საზღვართან ჩეჩენი ძალოვანები გამოჩნდნენ.


 


დღეს დილით კი, ადგილზე დაუდოვიც მივიდა,და დაღესტნის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ვლადიმირ ივანოვს და ტრანსპორტის მინისტრს შირუხან გაჯიმურადოვს შეხვდა.


 


მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე დაუდოვმა განაცხადა, რომ „ეს გაუგებრობა რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკას და დაღესტანს შორის წარმოიქმნა ყიზლიარის ხელმძღვანელობის გამოა,რადგან მათ ჩეჩნეთის სატყეო ფონდი უკანონოდ მიითვისეს. ამას მე არ ვამბობ, ამას როსლესინფორგ ამბობს“.


 


იანვრის ბოლოს ჩეჩნეთის და დაღესტნის ლიდერებმა რესპუბლიკებს შორის საზღვრის დემარკაციის საკითხზე შეთანხმდნენ. თუმცა მარტში ჩეჩნეთმა, ცალმხრივ რეჟიმში საზღვრის სადავო მონაკვეთი გადაიფორმა.


 


ერთ თვეში კი, რესპუბლიკების პარლამენტის სპიკერებმა განაცხადეს, რომ საზღვართან დაკავშირებული მონაცემი სახელმწიფო რეესტრიდან ამოშლილია.


 


ჩეჩნეთ - ინგუშეთის საკითხი


2018 წლის 26 სექტემბერში ინგუშეთის ლიდერმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა და ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვით ჩეჩნეთმა ინგუშეთის ნადტერეჩნის რაიონი მიიღო, ინგუშეთმა კი, სანაცვლოდ მალგობეკსკის რაიონი მიიღო.



ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის საზღვრის განსაზღვრის საკითხი 1990 წელს გაჩნდა, როდესაც ჩეჩნეთ-ინგუშეთის სოციალუსტური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ორი რესპუბლიკა ჯოხარ დუდაევის მიერ გაიყო.


 


4 ოქტომბერს კი, ინგუშეთის, ქალაქ მაგასში მიღწეული შეთანხმება 10 ათასობით ადამიანმა გააპროტესტა.


 


შეკრებილები პარლამენტის შენობასთან შეთანხმების გაუქმებას და იუნუს-ბეკ ევკუროვის გადადგომას ითხოვდნენ. თუმცა აქციის პარალელურად ინგუშელმა დეპუტატებმა შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს. იგივე მოხდა ჩეჩნეთის შემთხვევაშიც, ჩეჩენმა დეპუტატებმა შეთანხმებას ერთხმად დაუჭირეს მხარი.


 


საპროტესტო მუხტმა მარტში კვლავ იფეთქა. რამდენიმე დღიანი არეულობის შემდეგ, აქციის ლიდერები დააკავეს.


 


 


 


 


სიახლეები მსგავს თემაზე

ინგუშეთში საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ცეცხლი გახსნეს

ინგუშეთის, ქალაქ მაგასში ჩეჩნეთის საზღვართან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას 10 ათასობით ადამიანი აპროტესტებს.

 

ინგუშეთში აქციის მონაწილეები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ დაიშლებიან

ინგუშეთში აქციის მონაწილეებმა ღამე პარლამენტის შენობის წინ გაატარეს, ისინი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დაშლას არ აპირებენ.

 

ინგუშეთში მასშტაბური საპროტესტო აქცია განახლდა

ინგუშეთის ცენტრში, მაგასში მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ინგუშეთში საპროტესტო აქციების ლიდერები დააკავეს

ინგუშეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ლიდერებს ბარახ ჩემურზიევს, ახმედ ბარახოევს და მუსა მალსაგოვს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

სანდრო ბრეგაძე: „თბილისი პრაიდი“ არ ჩატარდება (ვიდეო)

სიბილწის და გარყვნილების ზეიმი ე.წ. გეი აღლუმი საქართველოში არ უნდა ჩატარდეს,- ამის შესახებ „ქართული მარშის“ წარმომადგენელმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომელიც ვერის ბაღში მივიდა.

“ნანა წადი”-აქცია ქუთაისის მერიასთან

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, არასამთავრობო ორგანიზაცია ,, პოსტერუმ ქუთაისის" ორგანიზებით გაიმართა აქცია #ნანაწადი.

სერგეი გავრილოვი: არასდროს მიმიღია მონაწილეობა რაიმე მოქმედებებში აფხაზეთის ტერიტორიაზე

არასდროს მიმიღია მონაწილეობა რაიმე მოქმედებებში აფხაზეთის ტერიტორიაზე, – ამის შესახებ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განაცხადა.

,,ჩვენი პროექტები ხელს უწყობს ამა თუ იმ რეგიონის განვითარებას, რასაც შემდგომში მოყვება უკვე უფრო მსხვილი ინვესტიციები”

,,ჩვენი პროექტები  ხელს უწყობს ამა თუ იმ რეგიონის განვითარებას,  რასაც შემდგომში მოყვება უკვე  უფრო მსხვილი ინვესტიციები”,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელში სტუმრობისას. 

ილია მეორე: მართალია, საქართველოს ეკლესიის საზღვრები შენარჩუნებულია, მაგრამ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში სახელმწიფო თავის იურისდიქციას დღეს ვერ ახორციელებს

საქართველოს საპატრიარქო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე ასამბლეის მონაწილეებისადმი ილია მეორის მიმართავს ავრცელებს.

ქუცნაშვილი: ერთმანეთთან არათანაზომადია ​გავრილოვის მონაწილეობით იმ მნიშვნელოვანი მოვლენის გადაფარვა, რაც თბილისში ხდება

ეს არის საერთაშორისო ღონისძიება მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის სახით, ერთმანეთთან  არათანაზომადია ​გავრილოვის მონაწილეობით იმ მნიშვნელოვანი მოვლენის გადაფარვა, რაც თბილისში ხდება,- აცხადებს ქუცნაშვილი

საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა სერგეი გავრილოვის გამოსვლა პროტესტის ნიშნად დატოვა

საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსვლა პროტესტის ნიშნად დატოვა.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ანსამბლეის სესიამ მუშაობა დაიწყო. ღონისძიებაში 25-მდე ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები საცხოვრებელ სახლის აივნიდან ფერადი ნაჭრის ჩამოხსნას მოითხოვენ(ვიდეო)

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები თბილისში, მარჯანიშვილზე ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.

გენადი არველაძე: ევროკავშირთან ექსპორტის 22 პროცენტიანი ზრდა ადასტურებს, რომ DCFTA წარმატებით მუშაობს

„2019 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 14.2 პროცენტით არის გაზრდილი“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას.

ამირან სალუქვაძე: სად ხართ ქალთა უფლებების დამცველები, განსაკუთრებით ექსმინისტრები, გენდერულ თანასწორობაზე რომ საუბრობდით?

ექსპერტი ამირან სალუქვაძე ჯანდაცვის მინისტრად ეკატერინე ტიკარაძის დანიშვნასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმიანება.

სემეკი საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ტარიფის მოდელზე იმსჯელებს

20 ივნისის საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ტარიფის მოდელზე იმსჯელებს.

ეკატერინე ტიკარაძე საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღეიდან საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა.

მაია ცქიტიშვილი: პროექტების შესრულების დინამიკა გაუმჯობესებულია

სამინისტროს მიერ  6 თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ საუბრისას, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ პროექტების შესრულების დინამიკა გაუმჯობესებულია.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ვაკეში მსვლელობას აწყობენ (ფოტო-ვიდეო)

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები თბილისში, რამიშვილის ქუჩაზე, სადაც ორგანიზატორთა ოფისი მდებარეობს, გამაფრთხილებელ აქციას მართავენ.

აშშ-ის საელჩო პრაიდთან დაკავშირებით საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო "ლგბტ პრაიდთან" დაკავშირებით, რომელიც 22 ივნისს ჩატარდება უსაფრთხოების ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

23 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიაზე ელჭექი იქნება

20-22 ივნისს საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩუნდება ამინდის არახელსაყრელი პირობები. დროგამოშვებით იწვიმებს ელჭექით, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში.

მსოფლიო ბანკი: „წყლის ენერგია უფრო სუფთა და უფრო იაფია“

საქართველომ უნდა გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები, რაც ღმერთმა მისცა, - ასე უპასუხა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა წარმომადგენელმა მერსი ტემბონმა bm.ge-ს დიდი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ კითხვაზე.

ბოლო ერთ თვეში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ექვსი ფაქტი გამოვლინდა

უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ექვსი ფაქტი გამოვლინდა რაზეც.


საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

2019 წლის გამოცდების ჩაბარების მსურველები ბარათების ამობეჭდვას 20 ივნისიდან შეძლებენ.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

19 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.7871 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.7664 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -2.07 თეთრი შეადგინა.