მამუკა ბახტაძე - საქართველოს ყველა მოიაზრებს როგორც ქვეყანას, რომელსაც აქვს ყველა შესაძლებლობა გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი

საქართველოს  ყველა მოიაზრებს როგორც ქვეყანას, რომელსაც აქვს ყველა შესაძლებლობა გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერშიო განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე ქალაქში იმყოფებოდა, სადაც შედგა შეხვედრები წარმატებული კომპანიების ლიდერებთან.


„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა სანფრანცისკოში, სილიკონველიში. ეს არის ადგილი, სადაც მსოფლიო ინოვაციების უდიდსი ნაწილი ხდება. ეს არის ადგილი, სადაც საფუძველს იღებს მეოთხე ინდუსტრიულო რევოლუცია, რომელიც სრულიად უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს ისეთ ქვეყნებს, რომლებიც ორიენტირებული არინ ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკის შექმნაზე და რა თქმა უნდა საქართველოს ამ შემთხვევაში აქვს თავისი განსაკუთრებული როლი  და შესაძლებლობა. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები ამერიკელი ინვესტორების მხრიდან. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი გახლავთ ის, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტექნოლოგიურ განვითარებასა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკნომიკის შექმნაზე, სწორედ საქართველო უნდა იყოს რეგიონის ლიდერი და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ , რომ სილიკონველის ყველა ეს წარმატებული პარტნიორი ევრაზიის კონტინენტზე იყოს სწორედ საქართველო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


პრემიერ-მინისტრის თქმით, განსაკუთრებული ორიენტირი არის აღებული საქართველოში მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების მოზიდვაზე , რომელიც ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებას იძლევა.


„ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს ჩვენს ეროვნულ იდეას, განათლების რეფორმის სახით. მოგეხსენებათ, რომ მისი მთავარი არსი გახლავთ ის, რომ  ჩვენ ბიუჯეტის მეოთხედი ყოველთვის მივმართოთ განათლების სექტორზე და ბუნებრივია განათელბაში მასშტაბური ინვესტიციების გარეშე ჩვენ ტექნოლოგიურ განვითარებაზე ვერ ვისაუბრეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს წამყვანმა ინვესტორებმა მიიღეს ეს ინფორმაცია და ამავე დროს, უკვე გვაქვს  ჩვენ კონკრეტული პროექტები. მე არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო. მე მახსოვს, რამდენიმე თვის წინ, როდესაც მე ვსაუბრობდი, რომ ჩვენ გვაქვს იმისი შესაძლებლობა, რომ საქართველო გახდეს ტექნოლოგიების ექსპორტიორი ქვეყანა, ჩვენ მოვისმინეთ სრულიად უსაფუძვლო კრიტიკა და დღეს არის რეალობა, რომ საქართველოში შენდება მზის პანელების საწარმოები, საქართველოში შენდება ელექტრომობილების წარმოების ქარხანა და ეს არის სწორედ ის კონკრეტული რეალობა, რომელიც ჩვენ შევძელით და შევქმენით. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არის ზღვაში წვეთი. ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიციები, სწორედ ისეთი კომპანიებისგან, რომლებსც ჩვენ ვხვდებით  - ძლიერი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისგან, რომელიც საშუალებას მოგვცემს საქართველოში შევქმნათ მეტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი და როგორც შედეგი, დავამარცხოთ სიღარიბე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


 


საქართველოს პრეზიდენტმა სულთმოფენობა ტიმოთესუბნის ტაძარში აღნიშნა

სამცხე-ჯავახეთში ორდღიან ვიზიტს სალომე ზურაბიშვილი ბორჯომში აგრძელებს. საქართველოს პრეზიდენტმა უკვე მოინახულა საკალმახე ზორეთი, რომანოვების სასახლე, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ობსერვატორიას ესტუმრა

სამცხე-ჯავახეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ობსერვატორიას ესტუმრა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ილია მეორე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ ის სიწმინდე და ტრადიციები, რომლებიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს

პატრიარქმა სრულიად საქართველოს სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა.

"არტ-გენი 2019" ახმეტაში(ფოტო-ამბავი)

არტე-გენის ფესტივალის პირველ დღეს ახმეტაში "წყაროები" მასპინძლობს. საგანგებოდ მოწყობილი სივრცე სტუმრებს დასვენების მრავალფეროვან საშუალებებს სთავაზობს.

მთაწმინდის პარკში ფესტივალი „გაიცანი ქართული“ მიმდინარეობს

მეწარმეთა კავშირის ორგანიზებით, მთაწმინდის პარკში XX საუკუნის გამოჩენილ მეწარმეთა სახელობის ფესტივალების სერია „გაიცანი ქართული“ მიმდინარეობს.

 

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქცია გაიმართა

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ჩინეთში ექსტრადიციის შესახებ სადავო კანონს აპროტესტებენ.

ზურა ხაჩიძის ხელფასი მის მიერ დასახელებულ თანხაზე ორჯერ მეტია

სამცხე-ჯავახეთი გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის გუნდის ახალმა წევრმა, მოადგილედ დანიშვნის დღესვე მედიასთან განაცხადა, რომ მისი ხელფასი 1 500 ლარს არ სცდება.

ჩიტის ბუდეების საფრთხე - გაზგამანაწილებელი კომპანია გაფრთხილებთ

ფოთლები, ბალახები, ხავსი, ფესვები და ა.შ - ეს არის იმ მასალის ნაწილი, რასაც ფრინველები ბუდეების ასაშენებლად იყენებენ.

დიდ დიღომში საგზაო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

დიდ დიღომში, კერძო დასახლებაში, ბარონ დე ბაის ქუჩასა და კლაპროთის ქუჩის ნაწილზე საგზაო სამუშაოები ხორციელდება.

შსს: მიმდინარე დღეებში დაგეგმილ აქციებზე პოლიცია დაიცავს თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, თუ ის არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს

მიმდინარე დღეებში დაგეგმილ სხვადასხვა აქციაზე პოლიცია დაიცავს თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, თუ ის არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს, – ამის შესახებ საქართველოს შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.

მეხანძრე-მაშველებს გადამზადების კურსი უტარდებათ

სწავლება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბაზაზე მიმდინარეობს.

ახალ ზელანდიაში ავიაკატასტროფა მოხდა

ახალ ზელანდიაში ავიაკატასტროფა მოხდა. ორი თვითმფრინავიერთმანეთს დაფრენისას შეეჯახა.ინფორმაციას NZ Herald-ი  წერს.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას, სულიწმინდის გადმოსვლის დღეს აღნიშნავს. ეს ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის და აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება.

გვატემალაში არჩევნებია

გვატემალაში საყოველთაო არჩევნებია. ხმის მიცემის უფლება 8.1 მილიონ მოქალაქეს აქვს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„თანასწორობის მოძრაობა“ „ღირსების მარშთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „თანასწორობის მოძრაობა” არასდროს ყოფილა ჩართული „თბილისის პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებაში.

ილია მეორე აბიტურიენტებს დალოცავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს აბიტურიენტებს დალოცავს.

ტოჩინოშინი საქართველოშია

ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი საქართველოშია. ლევან გორგაძეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.

მოსწავლეებმა ავღანეთში ქართველ სამხედროებს წერილები გაუგზავნეს (ფოტო-ამბავი)

 საქართველოს მასშტაბით სკოლებში შეგროვილი მოსწავლეების მიერ დაწერილი წერილები ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფის შემდეგ ახლა უკვე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ჩავიდა, სადაც IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონია დისლოცირებული.

პოლიციამ ინტერნეტ-თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1998 წელს დაბადებული გ.ი. მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

ამერიკაში მამის დღეა

დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მამის დღეა. ამის შესახებ თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო წერს.

 

 

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1959 წელს დაბადებული პ.ა. თბილისში დააკავეს.