სად შევიძინოთ კარკასული და გასაბერი აუზები საუკეთესო ფასად?

ზაფხული დადგა, ტემპერატურამ იმატა და მოსახლეობის უმრავლესობა დასასვენებლად აგარაკებისა და სოფლებისკენ გაემართა. სიცხესთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური საშუალება  წყალია.

როდესაც ქალაქის ცხელი ჰავისგან დაღლილს გინდათ, წყლის სიგრილე იგრძნოთ, რუჯი მიიღოთ ყველასგან განმარტოებით, სიწყნარეში, ან მხიარულად გაატაროთ მეგობრებთან და ოჯახთან ერთად დასვენების დღეები, საუკეთესო გამოსავალი აუზის შეძენაა. თუმცა რა უნდა გააკეთოთ, თუ ეზოს სივრცე პატარაა და არც დიდი თანხების დახარჯვა გსურთ? საუკეთესო გამოსავალი ამ დროს გასაბერი, ან კარკასული აუზის შეძენაა.


ამ სტატიაში გაიგებთ, როგორ შეარჩიოთ სწორად კარკასული და გასაბერი აუზები და სად შეიძინოთ ისინი საუკეთესო ფასად.


კარკასული და გასაბერი აუზების უპირატესობა ის არის, რომ ძალიან მარტივია მისი მოვლაც და მონტაჟიც, არ საჭიროებს მიწის ამოთხრას და მთელ რიგ სამშენებლო სამუშაოებს.  რაც მთავარია, ბევრად უფრო ეკონომიურია.


იმისთვის რომ გაგვეგო, როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად აუზი და რომელი ბრენდია ყველაზე გამძლე და გამოცდილი, საქართველოში ჰიპერმარკეტების ყველაზე დიდ ქსელს „გორგიას“ ვესტუმრეთ.


როგორც „გორგიას“ სპეციალისტმა გვითხრა, აუზები უნდა შეირჩეს მომხმარებლის ასაკისა და ეზოს სივრცის მიხედვით. კერძოდ:


0-3 წლამდე ბავშვებისთვის უმჯობესია 15-20 სმ-დე სიღრმის აუზის შეძენა. ასევე, სასურველია, აუზს ჰქონდეს გადახურვა, რათა ბავშვი დაცული იყოს მზის პირდაპირი სხივებისგან. პატარა ზომის გასაბერ აუზებს „გორგიაში“ 6.85 ლარიდან შეიძენთ, ხოლო გასაბერ აუზს გადაფარვით - 41 ლარად. „გორგიაში“ შეგიძლიათ, ასევე, ნახოთ გასაბერი აუზი წყალქვეშა სამყაროს სურათებით, რომლის ფასია 29.2 ლარი.


  


3-7 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებულია 50სმ-მდე სიღრმის  როგორც გასაბერი, ისე კარკასული აუზები. „გორგიაში“ სხვადასხვა ფორმისა და დიზაინის აუზები დაგხვდებათ, რაც ნამდვილად არ მისცემს ბავშვს მოწყენის საშუალებას. მსგავსი ტიპის აუზებს გასაბერს - 80, ხოლო კარკასულს 211 ლარიდან შეიძენთ „გორგიაში“.


  


7-12 წლამდე სკოლის ასაკის ბავშვებისთვის სასურველია 1 მეტრამდე სიღრმის კარკასული აუზი შეიძინოთ, რომელიც სიგრძეში 2-3 მეტრია. ასეთი აუზები კომფორტულია და თავისუფლად ცურვის საშუალებას აძლევს მოუსვენარ ბავშვებს. მსგავსი ტიპის აუზების ფასი „გორგიაში“ 273 ლარიდან იწყება.



გასაბერი აუზი მთელი ოჯახისთვის გათვლილია რამდენიმე ტონა წყალზე, რაც საკმარისია ერთდროულად 6-7 ადამიანის გასაგრილებლად. შეძენის დროს გასათვალისწინებელია ის, რომ კარკასი უნდა იყოს კოროზიის გამძლე მეტალისგან, რადგან ერთდროულად რამდენიმე ადამანის თამაშს გაუძლოს, არ დაზიანდეს და არ დეფორმირდეს.



ასეთი კარკასული აუზების სიღრმე 1 მეტრიდან 1.3მ-მდე მერყეობს, სიგრძე კი 3-დან 4.5მ-მდეა. აუზის სიგანე საშუალებას მოგცემთ, თავისუფლად იმოძრაოთ და გაერთოთ სხვადასხვა ტიპის წყლის თამაშებით: მაგალითად, ფრენბურთი, ყვინთვა და სხვა. საოჯახო აუზები „გორგიაში“ არის სხვადასხვა ზომის, ასევე, სასურველი კომპლექტაციებით, სადაც შედის აუზი, წყლის ფილტრი, კიბე, სატუმბი და სარემონტო წებო. ასევე, სასურველია აუზის დასაფენების შეძენაც, რაც უფრო დაცულს ხდის აუზს გარეგანი დაზიანებისგან. დიდი ზომის კარკასული აუზის ფასები 353 ლარიდან 1394 ლარამდე მერყეობს.



„გორგიაში“ წარმოდგენილი გვაქვს მსოფლიოში წამყვანი ბრენდის ბესთვეის აუზებისა და აქსესუარების დიდი არჩევანი. ჩვენთან შეგიძლიათ, აუზების გარდა, შეიძინოთ მათი მოვლის ნებისმიერი აქსესუარები, კამერები, წყლის სათვალეები და სხვა აქსესუარები, რაც მთავარია, საუკეთესო ფასად მთელი ქვეყნის მასშტაბით. აუზები „გორგიას“ შვიდივე ფილიალშია წარმოდგენილი“. - განაცხადა ჰიპერმარკეტის წარმომადგენელმა.


ასე რომ, ეწვიეთ „გორგიას“, შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის აუზები საუკეთესო ფასად და გაუმკლავდით ზაფხულის ცხელ დღეებს.  


 


საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა - ქალაქთან შედარებით მეტი დასაქმებულია სოფლად

2019 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.4 პროცენტი შეადგინა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

ქუთაისის ერთ-ერთ კაფეში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, კაფე-ბარ "აურა"-ში ხანძარი გაჩნდა.

უკრაინაში ძარცვის ფაქტზე საქართველოს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში ძარცვის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის ქართველები არიან.

ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს. 

საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარს დელიმიტაციის კომისიების ექსპერტები ერთობლივად აზომავენ

როგორც "პირველს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა განიხილეს დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობა და პოზიციები შეუთანხმებელ მონაკვეთებთან მიმართებაში.

მასწავლებლებისთვის ფულად ჯილდოზე განაცხადების მიღება 20 აგვისტოს დასრულდება

მიმდინარეობს საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პროცესი ფულად ჯილდოზე, რომელსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს.

ზუგდიდში ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

მითი რუსეთ-თურქეთის დაახლოების შესახებ მითადვე დარჩა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი ზურა ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერიოდში რუსეთ-თურქეთის დაახლოებას პერსპექტივა არ აქვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გუგუტიანთკარში შექმნილი ვითარება ეუთო-ს მოქმედთავმჯდომარესთან განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგანგებო ვითარებაში გამართა სატელეფონო ზარი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან - სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩეკთან.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ანგარიშები დაყადაღდა

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში
შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო, პოლიტიკოსს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის
საქართველოს ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაყადაღდა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით გრაფიტის ფესტივალი გაიმართება

ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე კედელი, რომელიც აკაკი წერეთლის სახელობის თეატრთან მდებარეობს, გრაფიტებით მოიხატება. ნახატები თეატრთან და მაღაროელებთან ასოცირებულ თემატიკაზე შეიქმნება.

ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა

19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9225 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9232 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.07 თეთრი შეადგინა.
  

საქართველოს ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსევს ისრაელსა და საქართველოს ისტორიულ მეგობრობას და აღნიშნეს ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით ორმხრივითანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების და განვითარების მნიშვნელობა.

უბნები, სადაც ხვალ ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტვუაში ოკუპაციასა და უკანონო ბორდერიზაციზე ისაუბრებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 22 აგვისტოს ლიეტვუას რესპუბლიკას ეწვევა.

ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარის მოვლენებზე : ეს უნდა დასრულდეს

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონოდ ე.წ. საზღვრის გავლების პროცესს ეხმაურება. 

ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.

ჰოლივუდთან ახალ პროექტებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

"აწარმოე საქართველოშის" დირექტორი, მიხეილ ხადურელი თბილისში "ფორსაჟი 9"-ის გადაღებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნულ ფაქტს "ჰოლივუდის მიერ საქართველოსთვის მწვანე შუქის ანთებად" აფასებს.

მიხეილ ხიდურელი: ვულოცავ ყველას! ჰოლივუდმა, როგორც ინდუსტრიამ, საქართველოს მწვანე შუქი აუნთო

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი სოციალურ ქსელში საქართველოში „ფორსაჟი 9“-ის გადაღებების მნიშვნელობაზე საუბრობს.

ბიძინა გეგიძემ შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის დაბარებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ოპოზიციას აქვს ერთადერთი მიზანი, ძირი გამოუთხარონ ქვეყანას და ჩაითრიონ ის სამხედრო პროვოკაციაში"

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის პროვოკაციული ქმედებებით ხდება ოკუპაციის ხელშეწყობა და ეს ემსახურება რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე