ზვიად ძიძიგური: არავინ არ არის ყველა ინციდენტის გამოძიებაში ისე დაინტერესებული, როგორც მმართველი ძალა

ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „პირისპირში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

მან უპასუხა ოპოზიციის ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარულ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ კრიმინალების მობილიზების გზით გაიმარჯვა.


„მუდმივად ოპოზიციურ ტელეარხებზე თუ პარტიულ ტელევიზიაში, სატელევიზიო სიუჟეტებში მათი მხრიდან მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ, აი, „ქართული ოცნება“ უკვე დაიშალა, რომ თითზე ჩამოსათვლელი ხალხი დარჩა მმართველ პარტიაში, რომ წაგებული გვაქვს ყველაფერი - 2020 წლის არჩევნებიც, შუალედური არჩევნებიც და ასე შემდეგ. იმდენი ისაუბრეს ამაზე და საკუთარი თავი ისე დაარწმუნეს ამაში, რომ მათთვის იყო ძალიან სერიოზული ცივი შხაპი ის შედეგები, რომელიც არჩევნებზე დადგა. ამიტომ მე არ მიკვირს, რომ ჩვენი ოპონენტები ეძებენ დამნაშავეებს ტელევიზიებში, ლაპარაკობენ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და კრიმინალზე.


მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წლიდან ჩვენ ჩავატარეთ ორი საპარლამენტო არჩევნები, ორი საპრეზიდენტო არჩევნები და ორი თვითმმართველობის არჩევნები და ყველა შემთხვევაში „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად მოიგო. ვის ეძახიან ისინი კრიმინალებს? 350 ათასი პრობაციონერი იყო საქართველოში და თუ ამ ადამიანებს ჩვენმა ოპონენტებმა პოლიტიკური აქტიურობის უფლება ჩამოართვეს, ვერ გეტყვით.


რაც შეეხება იმ ერთ კონკრეტულ პირს, რომელზეც გიგა ბოკერია საუბრობდა, დარწმუნებული ვარ, რომ მასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები ან მოკვლევას დაიწყებენ, ან განმარტებას გააკეთებენ, იმიტომ რომ არავინ არ არის ყველა ინციდენტის გამოძიებაში ისე დაინტერესებული, როგორც მმართველი ძალა“, - განაცხადა ძიძიგურმა.
 
 
 


საქართველოს ელჩმა ერაყის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა კანდელაკმა, რწმუნებათა სიგელები გადასცა ერაყის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბარჰამ სალ ეჰს. 

საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა - ქალაქთან შედარებით მეტი დასაქმებულია სოფლად

2019 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.4 პროცენტი შეადგინა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

ქუთაისის ერთ-ერთ კაფეში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, კაფე-ბარ "აურა"-ში ხანძარი გაჩნდა.

უკრაინაში ძარცვის ფაქტზე საქართველოს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში ძარცვის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის ქართველები არიან.

ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს. 

საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარს დელიმიტაციის კომისიების ექსპერტები ერთობლივად აზომავენ

როგორც "პირველს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა განიხილეს დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობა და პოზიციები შეუთანხმებელ მონაკვეთებთან მიმართებაში.

მასწავლებლებისთვის ფულად ჯილდოზე განაცხადების მიღება 20 აგვისტოს დასრულდება

მიმდინარეობს საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პროცესი ფულად ჯილდოზე, რომელსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს.

ზუგდიდში ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

მითი რუსეთ-თურქეთის დაახლოების შესახებ მითადვე დარჩა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი ზურა ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერიოდში რუსეთ-თურქეთის დაახლოებას პერსპექტივა არ აქვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გუგუტიანთკარში შექმნილი ვითარება ეუთო-ს მოქმედთავმჯდომარესთან განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგანგებო ვითარებაში გამართა სატელეფონო ზარი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან - სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩეკთან.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ანგარიშები დაყადაღდა

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში
შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო, პოლიტიკოსს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის
საქართველოს ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაყადაღდა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით გრაფიტის ფესტივალი გაიმართება

ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე კედელი, რომელიც აკაკი წერეთლის სახელობის თეატრთან მდებარეობს, გრაფიტებით მოიხატება. ნახატები თეატრთან და მაღაროელებთან ასოცირებულ თემატიკაზე შეიქმნება.

ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა

19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9225 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9232 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.07 თეთრი შეადგინა.
  

საქართველოს ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსევს ისრაელსა და საქართველოს ისტორიულ მეგობრობას და აღნიშნეს ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით ორმხრივითანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების და განვითარების მნიშვნელობა.

უბნები, სადაც ხვალ ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტვუაში ოკუპაციასა და უკანონო ბორდერიზაციზე ისაუბრებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 22 აგვისტოს ლიეტვუას რესპუბლიკას ეწვევა.

ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარის მოვლენებზე : ეს უნდა დასრულდეს

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონოდ ე.წ. საზღვრის გავლების პროცესს ეხმაურება. 

ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.

ჰოლივუდთან ახალ პროექტებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

"აწარმოე საქართველოშის" დირექტორი, მიხეილ ხადურელი თბილისში "ფორსაჟი 9"-ის გადაღებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნულ ფაქტს "ჰოლივუდის მიერ საქართველოსთვის მწვანე შუქის ანთებად" აფასებს.

მიხეილ ხიდურელი: ვულოცავ ყველას! ჰოლივუდმა, როგორც ინდუსტრიამ, საქართველოს მწვანე შუქი აუნთო

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი სოციალურ ქსელში საქართველოში „ფორსაჟი 9“-ის გადაღებების მნიშვნელობაზე საუბრობს.

ბიძინა გეგიძემ შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის დაბარებასთან დაკავშირებით ისაუბრა.