ზალკალიანი: აშშ-ს მხრიდან განხორციელებულ რეფორმებს უაღრესად პოზიტიური შეფასება მიეცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს აშშ-ში მაღალ შეფასებას აძლევს. 

მინისტრის განცხადებით ვაშინგტონში გამართული შეხვედრები და ზოგადად, მაღალი დონის ორმხრივი კომუნიკაციის სიხშირე ადასტურებს ორიქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს.

„თავად ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს  და საქართველოს შორის ძალიან მაღალი დონის ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობს, არის დასტური იმისა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს",-განაცხადა ზალკალიანმა. 

 

მინისტრი მიესალმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წელთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომელიც ყოვლის მომცველად ასახავს ორმხრივი თანამშრომლობის მაღალ და ყოვლისმომცველ დონეს.

 

„ჩვენ ვისაუბრეთ, სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებაზე. სტრატეგიული პარტნიორობის 10 წელთან დაკავშირებული დოკუმენტი ასახავს და მიმოიხილავს ყველა ძირითად მიმართულებას, თავდაცვას, უსაფრთხოებას, ეკონომიკურ თანამშრომლობას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ხალხთაშორის ურთიერთობებს, მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თვისობრივად ახალ დონეზე გადადის", - განაცხადა ზალკალიანმა. 

 

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს ჯონ ბოლტონს შორის, ბოლო 8 თვის განმალობაში, მესამე შეხვედრა გაიმართა, ხოლო  მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივანსა და პრემიერ-მინისტრსშორის გამართული შეხვედრა ყოვლისმომცველი იყო.


„უნდა აღინიშნოს, რომ ელჩ ბოლტონთან ჩვენ გვქონდა ასევე ძალიან საინტერესო საუბარი . თავადბოლტონი გახლავთ უაღრესად საინტერესო მოსაუბრე. მას აქვს განსაკუთრებული ხედვა რეგიონში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში და თემატიკა, რომელიც განვიხილეთ, მოიცავდა ყველა მიმართულებას. რა თქმა უნდა იმ ძირითად გამოწვევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების კუთხით. ასევე  ამერიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის კუთხით. ვისაუბრეთ ასევე შემდგომნაბიჯებზე, საქართველოს ნატოში  ინტეგრაციის მიმართულებით. განვიხილეთ ჩვენს გარშემო სამეზობლოში შექმნილი სიტუაცია. ბუნებრივია უაღრესადპოზიტიური შეფასება მიეცა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს, როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ისედემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. მე ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრები ჩვენს მოგვცემს შესაძლებლობას, მომავალში კიდევ უფროკონკრეტული მიმართულებით ვითანამშრომლოთ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები დავდოთ, როგორც ევროატლანტიკურიინტეგრაციის კუთხით, ასე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხირივი ურთიერთობის გაძლიერების თვალსაზრისით,“- განაცხადა ზალკალიანმა.


საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით აშშ. მხარს უჭერს საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს და ესმკაფიოდ იქნა გაცხადებული სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე,ისევე როგორც შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე.


„შეხვედრაზე მხოლოდ პოზიტიური კუთხით იყო სახელმწიფო მდივნის მხრიდან გაცხადებული და აღიარებული ის რეფორმები, რომელსაც საქართველოსხელისუფლება ახორციელებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. თუ თქვენ მიაქცევთ ყურადღებას, რა განაცხადა მანპრესკონფერენციაზე, მან თქვა , რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებას. ანუ, ეს იყოპოზიტიურ კონტექსტში დანახული, რომ ის რეფორმები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, არის შეფასებული ამერიკის შეერთებულიშტატების მხრიდან როგორც დადებით და შემდგომ ამ დადებითი კურსის გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვა მან ხაზი. ასევე შეხვედრაზე საუბარი იყო იმპოზიტიურ რეფორმებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს სასამართლო რეფორმის  მეოთხე ტალღის ფარგლებში. ძალიანპოზიტიურად შეფასდა , ის გადაწყვეტილებები, რომელიც გუშინ იყო მიღებული საქართველოს პარლამენტის მხრიდან. იცით თქვენ, რომ მიღწეულიკონსესუსი სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან მიმართებაში. პოზიტიურად შეფასდა პირველი, მეორე და მესამე ტალღა და გამოითქვა იმედი, რომ ისგადაწყვეტილებები, კონსენსუსი და  ჩართულობა, რომელიც ასევე აღინიშნებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატებისმხრიდან და  ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება ითვალისწინებს ყველა რეკომენდაციას და ყველა რჩევას, არის გარანტი იმისა, რომ მომავალში ამთვალსაზრისით ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების სიმწიფე კიდევ უფრო გაიზრდება.


საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი თანათავმჯდომარეობდა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიისსხდომას, რომელიც ვაშინგტონში მიმდინარე წლის 11ივნისს გაიმართა.


ზაზა გაბუნია საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ოძისის მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ოძისში იმყოფებოდა და მოსახლეობას შეხვდა.

პრომეთეს მღვიმეში თანამედროვე განათების სისტემა მონტაჟდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.

საქართველოი 37 000 ლარის მედიკამენტების მალულად შემოტანის 2 ფაქტი გამოვლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინა და ორ პირს ბრალი წარუდგინა.

საქართველოს ელჩმა ერაყის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა კანდელაკმა, რწმუნებათა სიგელები გადასცა ერაყის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბარჰამ სალ ეჰს. 

საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა - ქალაქთან შედარებით მეტი დასაქმებულია სოფლად

2019 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.4 პროცენტი შეადგინა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

ქუთაისის ერთ-ერთ კაფეში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, კაფე-ბარ "აურა"-ში ხანძარი გაჩნდა.

უკრაინაში ძარცვის ფაქტზე საქართველოს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში ძარცვის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის ქართველები არიან.

ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს. 

საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარს დელიმიტაციის კომისიების ექსპერტები ერთობლივად აზომავენ

როგორც "პირველს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა განიხილეს დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობა და პოზიციები შეუთანხმებელ მონაკვეთებთან მიმართებაში.

მასწავლებლებისთვის ფულად ჯილდოზე განაცხადების მიღება 20 აგვისტოს დასრულდება

მიმდინარეობს საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პროცესი ფულად ჯილდოზე, რომელსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს.

ზუგდიდში ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

მითი რუსეთ-თურქეთის დაახლოების შესახებ მითადვე დარჩა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი ზურა ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერიოდში რუსეთ-თურქეთის დაახლოებას პერსპექტივა არ აქვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გუგუტიანთკარში შექმნილი ვითარება ეუთო-ს მოქმედთავმჯდომარესთან განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგანგებო ვითარებაში გამართა სატელეფონო ზარი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან - სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩეკთან.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ანგარიშები დაყადაღდა

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში
შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო, პოლიტიკოსს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის
საქართველოს ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაყადაღდა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით გრაფიტის ფესტივალი გაიმართება

ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე კედელი, რომელიც აკაკი წერეთლის სახელობის თეატრთან მდებარეობს, გრაფიტებით მოიხატება. ნახატები თეატრთან და მაღაროელებთან ასოცირებულ თემატიკაზე შეიქმნება.

ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა

19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9225 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9232 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.07 თეთრი შეადგინა.
  

საქართველოს ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსევს ისრაელსა და საქართველოს ისტორიულ მეგობრობას და აღნიშნეს ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით ორმხრივითანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების და განვითარების მნიშვნელობა.

უბნები, სადაც ხვალ ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტვუაში ოკუპაციასა და უკანონო ბორდერიზაციზე ისაუბრებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 22 აგვისტოს ლიეტვუას რესპუბლიკას ეწვევა.

ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარის მოვლენებზე : ეს უნდა დასრულდეს

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონოდ ე.წ. საზღვრის გავლების პროცესს ეხმაურება. 

ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.