ლადო კახაძე: თუ გუბაზ სანიკიძისთვის ბიძინა ივანიშვილი არის მტერი, მაშინ მისთვის მეც მტერი ვარ

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების დასრულების შემდეგ ლადო კახაძეს „აიპრესმა“ რამდენი კითხვით მიმართა. როგორც ლადო კახაძე  განმარტავს, საქართველოში შუალედური არჩევნები დემოკრატიულ, ევროპულ გარემოში ჩატარდა.

- ბატონო ლადო, თქვენ უკვე მალე დაიწყებთ საპარლამენტო საქმიანობას, დრო არცთუ ისე ბევრია ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე. როგორ ფიქრობთ, მოახერხებთ თქვენი დაპირებების შესრულებას?


- დრო საკმარისია იმ ინიციატივების დასაყენებლად, რასაც მე ვპირდებოდი და ვპირდები ჩემს მთაწმინდელებს. პირველ რიგში, მე უნდა დავიწყო საბინაო პრობლემების მოგვარება. ბევრი ამორტიზებული სახლი გვაქვს მთაწმინდაზე, ვთანამშრომლობ დედაქალაქის ხელისუფლებასთან და ჩემი საკანონმდებლო ინიციატივები იქნება მიმართული იმისკენ, რომ მალე მოვაგვაროთ ეს მნიშვნელოვანი საკითხი.


- ასევე, საუბრობდით სადაზღვევო ლიმიტების ზრდაზე. ამ მხრივ, რა გეგმები გაქვთ?


- დიახ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ ჯანდაცვის მიმართულებით ძალიან ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა. მე ექიმი ვარ და ყველაზე კარგად ვიცი, რამდენი სიკეთე გაუკეთა ჩვენს მოსახლეობას საყოველთაო დაზღვევამ. პირდაპირ ვამბობ – მმართველმა გუნდმა ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა, უსახსრობის გამო ჩვენ ქვეყანაში არავინ აღარ არის განწირული და ეს უდიდესი მიღწევაა. ამ ნაწილში მე მაქვს გეგმები, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ სადაზღვევო ლიმიტები ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს მონაწილეობა გავხადოთ 100%-იანი. ამ თემაზე აქტიურად ვთანამშრომლობ შესაბამის უწყებებთან და იმედი მაქვს, რომ მალე კონკრეტული შედეგები დაიდება.


- როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს? გამარჯვებისთვის მეორე ტური დაგჭირდათ, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს დამაფიქრებელია მმართველი გუნდისთვის?


- წინასაარჩევნო გარემო ოდნავ დაძაბული იყო, მაგრამ დემოკრატიული, საქმიანი და სამაგალითო. მე ამ დროის განმავლობაში ვიყავი ყველა ოჯახში, გავეცანი ყველა ადამიანის საჭიროებას და მოვაგროვე ბევრი ინფორმაცია, რომელიც იქნება განმსაზღვრელი ჩემი საპარლამენტო საქმიანობის. მეორე ტურს რაც შეეხება, ეს გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში არჩევნები ტარდება დემოკრატიულ, ევროპულ გარემოში. არ ყოფილა არც ერთი ფაქტი, რომ ამომრჩეველს ხელი შეშლოდა, დაეფიქსირებინა საკუთარი არჩევანი. ეს იყო სამაგალითო არჩევნები, რომელიც დასრულდა ლოგიკურად. მმართველი გუნდი კარგად აცნობიერებს და აანალიზებს მოსახლეობის პრობლემებს და ყოველთვის ადეკვატურად რეაგირებს, რაც ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა.


- ბატონო ლადო, თქვენი განცხადება გუბაზ სანიკიძის მიმართ საჯარო განხილვის საგანი გახდა. სანიკიძე, რომელიც ადრე „ოცნების“ წევრი იყო, ახლა ღიად ამბობს, რომ ამ ქვეყნის პრობლემა და მტერი არის ბიძინა ივანიშვილი…


- სამწუხაროდ, მე არ მქონდა ნანახი მისი გამოსვლები და ზოგადად, პოლიტიკურ ველზე ახლად შემოსული ადამიანი ვარ, პოლიტიკოსების გამოსვლებს, მათ ხმაურიან განცხადებებს თვალყურს არ ვადევნებდი. თურმე გუბაზ სანიკიძე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი ქვეყნის მტერი… ადამიანი, რომელსაც სანიკიძემ მტერი უწოდა, არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელმაც რეჟიმისგან გვიხსნა, სიკვდილისგან, წამებისგან გვიხსნა და თუ სანიკიძისთვის ბიძინა ივანიშვილი მტერია, მაშინ გუბაზ სანიკიძისთვის მეც მტერი ვარ.


ზოგადად, ამ სიტყვებით ადამიანების შეფასება არ მგონია სწორი, მაგრამ რადგან სანიკიძემ თქვა ასე, მეც მინდა რომ ვუპასუხო, როგორც იმსახურებს.


ზოგადად, როდესაც აკეთებ ასეთ განცხადებებს, ფასი ეკარგება ყველაფერს. არის რაღაცები რაც, უბრალოდ, ადამიანობისა და კაცობის ზღვარს ცდება. სანიკიძეს ხალხი პატივს სცემდა, პირველ რიგში, მამამისის გამო და, ალბათ, მამამისსაც ძალიან შერცხვებოდა დღეს მისი სიტყვების, ქცევის გამო. პოლიტიკას სვრიან სწორედ ასეთი ადამიანები, ვინც ყველაფრის მკადრებელია. სხვათა შორის, ჩემმა ახლობლებმა მის სხვა, ოდნავ ძველ განცხადებებზეც მიმანიშნეს და დავრწმუნდი, რა ყოფილა მისი მთავარი მოტივატორი პოლიტიკაში. ახლა გამწარებულია და ტალახს ისვრის, რომელიც მხოლოდ მას დასვრის, უბრალოდ, ხანდახან აუცილებელია ჩვენც სწორი შეფასებები მივცეთ უმსგავსო განცხადებებს.

წყარო: ipress.ge

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც  აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, ამ წუთებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 
ლონდონში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება, რომელიც ბრექსიტის შემდეგ შევა ძალაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 20-21 ოქტომბერს გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა.

პოლიციამ ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.პ. დააკავეს.

 
პოლიციამ თერჯოლაში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,1982 წელს დაბადებული ე.ქ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

 
სალომე ზურაბიშვილი ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით იაპონიაში გაემგზავრა.

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ვიყავით ყველაზე არაკორუმპირებული კაშკაშა ვარსკვლავი ევრაზიაში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში ახალგაზრდა ლიდერებს  შეხვდა.

წყალტუბოში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

წყალტუბოში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

ბაქოში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილე ათეულობით პირი დააკავა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში პოლიციამ საპროტესტო გამოსვლის დროს ათეულობით ოპოზიციონერი აქტივისტი დააკავა.

ნინოწმინდაში მამაკაცს და პირუტყვს, სავარაუდოდ, მეხი დაეცა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან, მთაში, ქართველმა მესაზღვრეებმა მამაკაცი გარდაცვლილი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი კი დახოცილი იპოვეს.

ნატახტარში, პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

ოკუპაციის წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.

 
ირაკლი სესიაშვილი: ევროკავშირი, გაერო, ეუთო, ნატო - ყველა კონსოლიდირებულია ჩვენი ინტერესების გარშემო და ჩვენ ვამბობთ, რომ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ მივაღწიოთ დეოკუპაციას

„ევროკავშირი, გაერო, ეუთო, ნატო - ყველა კონსოლიდირებულია ჩვენი ინტერესების გარშემო და ჩვენ ვამბობთ, რომ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ მივაღწიოთ დეოკუპაციას“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 

ირაკლი სესიაშვილი: რუსეთს რომ პრაგმატული პოლიტიკა ჰქონდეს და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოს, პირიქით უნდა აწყობდეს სტაბილური და უსაფრთხო მეზობელი საქართველოს სახით

„რუსეთს რომ პრაგმატული პოლიტიკა ჰქონდეს და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოს, პირიქით უნდა აწყობდეს სტაბილური და უსაფრთხო მეზობელი საქართველოს სახით“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
 

ირაკლი სესიაშვილი უკანონო ბორდერიზაციაზე: ეს არის რუსების მხრიდან პოლიტიკური ჩხვლეტა და მისი მიზანი საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობის გამოწვევაა

„ეს არის რუსების მხრიდან პოლიტიკური ჩხვლეტა და მისი მიზანი საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობის გამოწვევაა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის მუზეუმი გაიხსნა

ქართველი მწერლის, რეჟისორის, სცენარისტისა და საზოგადო მოღვაწის გოდერძი ჩოხელის მუზეუმი მის მშობლიურ სოფელ ჩოხში აშენდა.

„დიდი და ბირთვული ქვეყანა ვართ და ჩვენს საზღვრებთან ნატო-ს ბაზების განთავსება გვაშფოთებს" - რუსეთის მუქარა საქართველოს

"ჩვენ დიდი და ბირთვული ქვეყანა ვართ და ჩვენს საზღვრებთან ნატო-ს ბაზების განთავსება გვაშფოთებს, ჩვენ ამას სამხედრო და პოლიტიკური გზით ვუპასუხებთ"

მანანა დოიჯაშვილს შანტაჟში და კლანურ მმართველობაში ადანაშაულებენ

თბილისის ივ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ორშაბათს რექტორის არჩევნებია დაგეგმილი.

ვახტანგ გომელაური: ესკალაციის საფრთხე დღესდღეობით არ არსებობს არანაირად, ვითარებას სრულად ვაკონტროლებთ

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

გორის საავტომბილო გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 20 ოქტომბერს 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, გორის საავტომობილო გვირაბის მარცხენა მხარეს (თბილისის მიმართულება) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

ნათია თურნავა: გაზის მიწოდებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს კიდევ გავამკაცრებთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, ხელი შეუწყონ გაზგამანაწილებელ კომპანიებს, მისცენ მათ შესაძლებლობა, შეამოწმონ გაზის მოწყობილობები და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, გაზის მიწოდების აღდგენა თვითნებურად არ სცადონ.

ნათია თურნავამ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი დაშავებული ქალბატონი მოინახულა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გურამიშვილის გამზირზე დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალბატონი მოინახულა.

გიორგი გახარია: ღიმილს იწვევს თანმიმდევრულობაც, ლოგიკურობაც და კიდევ ბევრი რამ, აღარ შეიძლება უკვე ამ წერილზე საუბარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ის ყოველთვის ემორჩილება კანონს და საჭიროების შემთხვევაში, პროკურატურაში ჩვენებასაც მისცემს.