რა შენდება დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ - ორანჟერეა, რომელიც თბილისს არასდროს ჰქონია

კარგ სიახლეზე უნდა   ვისაუბროთ, ამიტომ საკითხის ტექნიკური ნაწილი თავიდანვე მოკლედ მიმოვიხილოთ.

დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ, აღმაშენებლის ხეივანთან არსებული ტერიტორია (7 648კვ.მ.), რომელზეც ამჟამად „კია მოტორსის“ ავტომომსახურების ცენტრი მდებარეობს, სამშენებლო კომპანია „ანაგის“ საკუთრებაა. იმავე კომპანიას ეკუთვნის აღნიშნული მიწის ნაკვეთის მიმდებარე მეორე ნაკვეთიც (9 623 კვ.მ.).  „კია მოტორსს“ ტერიტორია დროებით სარგებლობაში აქვს გადაცემული.


ამბავი ასეთია: მოძველებული და ერთფუნქციური შენობა, ახალი, მრავალფუნქციური ორანჟერეით უნდა ჩანაცვლდეს. შესაბამისად, დახურული სივრცე გაიხსნას და საერთო სარგებლობის გახდეს. სამუშაოების ფარგლებში, უნდა დაირგოს 150-მდე ხე-მცენარე, რომელიც ტყე-პარკის ტერიტორიას შეემატება. „ანაგმა“ პროექტის შემუშავება კომპანია „სტუდია 9„-ს დაუკვეთა. 


სანამ საკითხის დეტალებზე გადავალთ, გეტყვით, რომ გასული წლის 20 ივნისს თბილისის არქიტექტურის სამსახურთან მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები შეთანხმდა. სამუშო პროცესში პროექტი უფრო დაიხვეწა და საბოლოოდ სახით, სექტემბერში დამტკიცდა. 


პროექტის შესახებ მის ავტორს, „სტუდია 9„-ის საპროექტოს მთავარ არქიტექტორსა და თბილისის არქიტექტურის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, მამუკა ჩხაიძეს ვესაუბრეთ.



-  რას გულისხმობს ორანჟერეა და როგორია პროექტი? 


- წარმოიდგინეთ ზამთრის ბაღი... უფრო ზუსტად კი, დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ, ღია სივრცეში არსებული გადახურული პარკი, რომელიც მთლიანად ლანდშაფტურ ზონას წარმოადგენს. თანაც, დიდი პარკისგან განსხვავებით, აქ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში შეგიძლიათ ისეირნოთ მეგობრებთან, ოჯახთან ერთად, დაისვენოთ და გაერთოთ. მრავალფუნქციური ორანჟერეა სხვადასხვა კულტურულ-გასართობ სივრცეებს აერთიანებს. აქ მოეწყობა გამოფენები, კონცერტები, ქალაქის მნიშვნელოვანი ღონისძიებები. მეტიც, სცენის კაპიტალურობიდან გამომდინარე, ორანჟერეაში თეატრალური სპექტაკლების გამართვაც კი იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, მინდა, ხაზი ერთ სასიამოვნო გარემოებასაც გავუსვა. ტურისტები ჩვენს დედაქალაქში, პირველყოვლისა, ძველი თბილისით ინტერსდებიან ხოლმე. ორანჟერეა ამ მხრივაც მნიშვნელოვანია, რადგან მის არიქტექტურაში წარმოდგენილი იქნება ძველი ქალაქის ფრანგმენტები, რომლებიც თბილისურ ხასიათს წარმოაჩენენ.


პროექტის თანახმად, პარკის ინტერიერი და ექსტერიერი ერთ მთლიანობას წარმოადგენს. დღევანდელი მოცემულობისგან განსხვავებით, ტერიტორია არ შემოიღობება და არასდროს იქცევა ჩაკეტილ ზონად. ის ქალაქის თითოეული მაცხოვრებლისა და სტუმრისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება. საბოლოოდ, მივიღებთ ისეთ რეკრეაციულ სივრცეს, რომელიც თბილისს არასდროს ჰქონია. სწორედ ამის გამო ვთვლით თავს ნოვატორებად პროექტის შემქმნელები, რომლებმაც ქალაქის, მოსახლეობის და კერძო მესაკუთრის ინტერესების გაერთიანება შევძელით. 


- ნაკვეთი, რომელზეც ორანჟერეა უნდა მოეწყოს, ფუნქციური ზონის სტატუსიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის მშენებლობას ექვემდებარება?


- რა თქმა უნდა. ტერიტორიას 2011 წელს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი მიენიჭა, რაც მსგავსი ტიპის მშენებლობას შესაძლებელს ხდის. „ანაგმა“ ნაკვეთი 2012 წელს იყიდა. 


- ბატონო მამუკა, პროექტის განხორციელება აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვას სრულად გამორიცხავს?


- ამას, ფუნქციიდან გამომდინარე, თავად პროექტი გამორიცხავს. დღესდღეობით, დაბეტონებული ნაკვეთის პირობებში, ხეებზე საუბარიც ზედმეტია. პროექტის განსახორციელებლად  მხოლოდ ხეების არ მოჭრა კი არ იგემგება, ორანჟერეის მიზანი უფრო მეტი მცენარეა. ორანჟერეის შიდა სივრცესთან ერთად, ახალი მცენარეები გარე ტერიტორიაზეც უნდა დავრგოთ, ძველები კი, შევინარჩუნოთ. დენდროლოგები დეტალურად სწავლობენ არეალს, რათა ზუსტად გაარკვიონ, რომელ მცენარეს რა პერსპექტივა ექნება და როგორ შეასრულებს მინიჭებულ ფუნქციას. საუბარია ეგზოტიკურ მცენარეებზე, რომლებსაც ტყე-პარკში ვერ შეხვდებით. არ მგონია, ვინმეს ეს იშვიათი მრავალფეროვნება არ მოეწონოს. 


- როგორ ფიქრობთ, ეს მშენებლობა მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა ტიპის მშენებლობების წამოწყების მიზეზი ხომ არ გახდება?


- ჩვენ ვთავაზობთ მერიას, უარი თქვან ყოველგვარ მშენებლობაზე დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, რადგან არც ერთი კვადრატული მეტრი არ იყოს გამოყენებული ისეთი კერძო ინტერესისთვის, რომელიც თუნდაც მცირე ტერიტორით სარგებლობას შეუზღუდავს ქალაქის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს. ორანჟერეა არ არის ჩვეულებრივი შენობა. ის ლანდშაფტური, გამწვანებული სივრცეა, რომლის მიზანიც დიღმის ტყე-პარკისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებაა. ამ ტერიტორიაზე მშენებლობის განვითარება კატეგორიულად მიუღებელია. 


7 648 კვ.მ-დან „კია მოტორსის“ ავტოსალონს 4 900 კვ.მ. უკავია.  მშენებლობის დაწყების და გაგრძელების პრეცედენტი რომ არ გაჩენილიყო, კომპანიამ გადაწყვიტა, ორანჟერეა, მეტწილად, არსებული შენობის გაბარიტებში ჩაესვა და დამატებით გაეგრძელებინა ამავე ნაკვეთის მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც დღეს „კია მოტორსი“ სხვდასხვა მასალის განსათავსებლად იყენებს. მოკლედ, ორანჟერეა მხოლოდ ამ ნაკვეთს იკავებს და გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამის გარდა, სხვა ტიპის მშენებლობა და მშენებლობის სამომავლო განვითარება იდეის დონეზეც არ განიხილება. ეს მკაცრადაა განაზღვრული თავად „ანაგისთვის“ და მერიასთანაც ასეა შეთანხმებული.


- ხსენებული ნაკვეთის გვერდით „ანაგის“ საკუთრებაში არსებული მეორე ნაკვეთიც მდებარეობს. რა ბედი ეწევა ამ ნაკვეთს?


- „ანაგის“ საკუთრებაში არსებული 9 623 კვ.მ ტერიტორია, კომპანიის გადაწყვეტილებით, ხელუხლებლად რჩება პარკის საერთო სარგებლობაში.


- ბატონო მამუკა, რომ შევაჯამოთ, დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეის მოწყობა მოსახლეობის ინტერესს ხომ არ დააზიანებს და შეძლებს თუ არა ახალი პარკი, ორგანულად შეერწყას არსებულ ლანდშაფტს?


- თუ დღეს რაიმე აზიანებს მოსახლეობის ინტერესს, ეს, პირველყოვლისა, ავტოსალონია. ეკოლოგიურად მნიშვნელოვან ადგილას მდებარე დაწესებულება, რომელიც, ფუნქციიდან გამომდინარე, გარემოს გარკვეულ ზიანსაც აყენებს. ჩვენ სერიოზული ამბიცია გვაქვს - ორანჟერეა დიღმის ტყე-პარკის სამომავლო განვითარების კონცეფციაში, სწორედაც რომ, ორგანულად ჩაეწეროს. შესაბამისად, არსებული ვითარება არა გარეგნულად, არამედ ფუნქციურად იცვლება. ეს ნაბიჯი იქნება სტიმული იმისა, რომ მესაკუთრემ პირადი ინტერესი ქალაქის ინტერესზე წინ არ დააყენოს. ნაცვლად იმისა, რომ არსებული შენობა დაეტოვებინათ, ჭერი გადაეღებათ ან უბრალოდ შეერემონტებინათ, შინაარსობრივად არაფერი შეეცვალათ და ობიექტი მხოლოდ კომერციული მიზნებისთვის გამოეყენებინათ (რაც, კანონით, შესაძლებელი იყო), გადაწყვეტილება სხვაგვარი მიიღეს. ტექნოლოგიურად, დამკვეთს მდგომარეობა გაურთულდა. შენობა, ორანჟერეის მოსაწყობად, მთლიანად უნდა დაინგრეს და თავიდან, სხვა პრინციპებითა და მიდგომებით აშენდეს: მოეწყოს ტექნიკური სართული, სადაც მთელი სარწყავი სისტემა დამონტაჟდება, შენობა მინით გადაიხუროს, რათა მცენარეებამდე მზის სხივებმა მიაღწიოს, შენარჩუნდეს ჰავა, გაკეთდეს შადრევანი, შიდა გადაადგილებისთვის მოეწყოს ქვაფენილიანი ქუჩა და მივიღოთ საბოლოო შედეგი - განვითარდეს ეკოლოგიური და საპარკე ინფრასტრქუტურა, რომლებიც ერთმანეთს შეერწყმება.


ჩვენი საპროექტო მზადაა, სამომავლოდ მერიას წინადადებით მიმართოს და პარკის მთელი კონცეფცია შეიმუშაოს. ვთვლით, რომ ახლა სწორედ პარკის კონცეფციის ერთ ნაწილს ვაშენებთ. 


- თქვენი ინფორმაციით, ჰქონდა თუ კომპანიას კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან და როგორ ფიქრობთ, რამდენად პოზიტიურად შეხვდებიან ისინი ასეთი კომპლექსის არსებობას?


- კომპანია „ანაგი“ და ასევე, პროექტის ავტორები უახლოეს დღეებში ვაპირებთ მოსახლეობასთან შეხვედრა გავმართოთ და პროექტის შესახებ ინფორმაცია პირადად გავაცნოთ. ჩვენ მოვამზადეთ ვიდეორგოლიც, სადაც მთლიანად არის ახსნილი და ნაჩვენები პროექტის დეტალები. დარწმუნებულები ვართ, რომ იმ სიმახინჯეს, რომელიც ქალაქის ამ უბანში არსებობს, ყველა ჯანსაღი აზროვნების ადამიანი ნამდვილად არჩევს ასეთი რესპექტაბელური კომპლექსის არსებობას, რომელიც შესაძლოა, ქალაქის სავიზიტო ბარათიც გახდეს. ამ პროექტით თბილისლები, რეკრეაციული ზონის სახით,  კომპანიისგან ერთ ძალიან დიდ საჩუქარს მიიღებენ.


 


ილია მეორე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ ის სიწმინდე და ტრადიციები, რომლებიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს

პატრიარქმა სრულიად საქართველოს სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა.

"არტ-გენი 2019" ახმეტაში(ფოტო-ამბავი)

არტე-გენის ფესტივალის პირველ დღეს ახმეტაში "წყაროები" მასპინძლობს. საგანგებოდ მოწყობილი სივრცე სტუმრებს დასვენების მრავალფეროვან საშუალებებს სთავაზობს.

მთაწმინდის პარკში ფესტივალი „გაიცანი ქართული“ მიმდინარეობს

მეწარმეთა კავშირის ორგანიზებით, მთაწმინდის პარკში XX საუკუნის გამოჩენილ მეწარმეთა სახელობის ფესტივალების სერია „გაიცანი ქართული“ მიმდინარეობს.

 

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქცია გაიმართა

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ჩინეთში ექსტრადიციის შესახებ სადავო კანონს აპროტესტებენ.

ზურა ხაჩიძის ხელფასი მის მიერ დასახელებულ თანხაზე ორჯერ მეტია

სამცხე-ჯავახეთი გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის გუნდის ახალმა წევრმა, მოადგილედ დანიშვნის დღესვე მედიასთან განაცხადა, რომ მისი ხელფასი 1 500 ლარს არ სცდება.

ჩიტის ბუდეების საფრთხე - გაზგამანაწილებელი კომპანია გაფრთხილებთ

ფოთლები, ბალახები, ხავსი, ფესვები და ა.შ - ეს არის იმ მასალის ნაწილი, რასაც ფრინველები ბუდეების ასაშენებლად იყენებენ.

დიდ დიღომში საგზაო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

დიდ დიღომში, კერძო დასახლებაში, ბარონ დე ბაის ქუჩასა და კლაპროთის ქუჩის ნაწილზე საგზაო სამუშაოები ხორციელდება.

შსს: მიმდინარე დღეებში დაგეგმილ აქციებზე პოლიცია დაიცავს თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, თუ ის არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს

მიმდინარე დღეებში დაგეგმილ სხვადასხვა აქციაზე პოლიცია დაიცავს თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, თუ ის არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს, – ამის შესახებ საქართველოს შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.

მეხანძრე-მაშველებს გადამზადების კურსი უტარდებათ

სწავლება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბაზაზე მიმდინარეობს.

ახალ ზელანდიაში ავიაკატასტროფა მოხდა

ახალ ზელანდიაში ავიაკატასტროფა მოხდა. ორი თვითმფრინავიერთმანეთს დაფრენისას შეეჯახა.ინფორმაციას NZ Herald-ი  წერს.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას, სულიწმინდის გადმოსვლის დღეს აღნიშნავს. ეს ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის და აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება.

გვატემალაში არჩევნებია

გვატემალაში საყოველთაო არჩევნებია. ხმის მიცემის უფლება 8.1 მილიონ მოქალაქეს აქვს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„თანასწორობის მოძრაობა“ „ღირსების მარშთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „თანასწორობის მოძრაობა” არასდროს ყოფილა ჩართული „თბილისის პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებაში.

ილია მეორე აბიტურიენტებს დალოცავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს აბიტურიენტებს დალოცავს.

ტოჩინოშინი საქართველოშია

ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი საქართველოშია. ლევან გორგაძეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.

მოსწავლეებმა ავღანეთში ქართველ სამხედროებს წერილები გაუგზავნეს (ფოტო-ამბავი)

 საქართველოს მასშტაბით სკოლებში შეგროვილი მოსწავლეების მიერ დაწერილი წერილები ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფის შემდეგ ახლა უკვე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ჩავიდა, სადაც IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონია დისლოცირებული.

პოლიციამ ინტერნეტ-თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1998 წელს დაბადებული გ.ი. მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

ამერიკაში მამის დღეა

დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მამის დღეა. ამის შესახებ თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო წერს.

 

 

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1959 წელს დაბადებული პ.ა. თბილისში დააკავეს.

მსოფლიო ბანკმა საქართველოს მელიორაციას სატრანსპორტო საშუალებები გადასცა

მსოფლიო ბანკმა „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროგრამის" ფარგლებში შპს „საქართველოს მელიორაციას“ 25 ერთეული „რენოს“ მარკის ავტომანქანა, სპეციალური ეკიპირება და კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.


დავით თვალაბეიშვილი: ენერგეტიკული რეფორმების განხორციელების პროცესში გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის თანადგომა უმნიშვნელოვანესია

„ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა სასტუმრო „რედისონში“ გამართულ ღონისძიებაზე.