ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტის შედგენასა და პარკში არსებული შადრევნების რეაბილიტაციაზე კონკურსი გამოცხადდა

ვაკის პარკის რეაბილიტაციის წინასაპროექტო კვლევისა და ფუნქციური ზონირების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე კონკურსი გამოცხადდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, ვაკის პარკისთვის უნდა შეიქმნას სრულყოფილი პროექტი ისე, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს პარკის ისტორიული იერსახე.

 

„ვაცხადებთ კონკურსს ვაკის პარკის რეაბილიტაციის წინასაპროექტო კვლევის, ფუნქციური ზონირებისა და დენდროლოგიის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე. კონკურსი ცხადდება იმისთვის, რომ მომზადდეს პროექტი, რომლის მიხედვითაც, შემდეგ პარკის რეაბილიტაცია განხორციელდება. იცით, რომ ვაკის პარკს  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში ჩვენ უხეშ ჩარევებს ვერ განვახორციელებთ, თუმცა არსებული პარკი რომ უნდა მოწესრიგდეს, ამაზე ყველა ვთანხმდებით. პარკი  სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. რეაბილიტირებული სივრცე კი მიმზიდველი უნდა იყოს ყველა თაობის ადამიანისთვის. პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყობა განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები. რეაბილიტირებული პარკით თითოეული ჩვენგანი იამაყებს. რაც შეეხება გათვალისწინებული მომსახურების ღირებულებას, ის 613 600 ლარს შეადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთ სიახლეზე ისაუბრა. კერძოდ, დედაქალაქის მერიამ ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციაზე კონკურსი გამოაცხადა.

 

კახა კალაძის თქმით, წლების განმავლობაში მიტოვებული კასკადის აღდგენა, როგორც  თბილისის მცხოვრებლებისთვის, ისე ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია ვაკის პარკში არსებული კასკადი. ვაკის პარკი კასკადის გარეშე საერთოდ წარმოუდგენელია, თუმცა დღეს ეს კასკადი რომ უმძიმეს მდგომარეობაშია, ყველამ ვიცით. კონკურსის მოთხოვნებით უნდა გამოიცვალოს კასკადის დაზიანებული ქვის საფარი, აღდგეს კიბეები და მის გასწვრივ მოეწყოს მწვანე საფარი, მოაჯირები და ღამის განათება. ასევე, უნდა მოეწყოს კასკადის და შადრევნების მუსიკალური გახმოვანების სისტემა. კასკადის ზედა წერტილში უნდა მოეწყოს  გადმოსახედი მოედანი, ასევე, საფეხმავლო ბილიკი კუს ტბამდე. კასკადის მუშაობისთვის არსებული სატუმბო უნდა ჩანაცვლდეს სრულიად ახალი თანამედროვე სადგურით. პროექტის ღირებულება 320 ათასი ლარია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

 


ზაზა გაბუნია საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ოძისის მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ოძისში იმყოფებოდა და მოსახლეობას შეხვდა.

პრომეთეს მღვიმეში თანამედროვე განათების სისტემა მონტაჟდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.

საქართველოი 37 000 ლარის მედიკამენტების მალულად შემოტანის 2 ფაქტი გამოვლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინა და ორ პირს ბრალი წარუდგინა.

საქართველოს ელჩმა ერაყის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა კანდელაკმა, რწმუნებათა სიგელები გადასცა ერაყის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბარჰამ სალ ეჰს. 

საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა - ქალაქთან შედარებით მეტი დასაქმებულია სოფლად

2019 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.4 პროცენტი შეადგინა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

ქუთაისის ერთ-ერთ კაფეში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, კაფე-ბარ "აურა"-ში ხანძარი გაჩნდა.

უკრაინაში ძარცვის ფაქტზე საქართველოს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში ძარცვის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის ქართველები არიან.

ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს. 

საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარს დელიმიტაციის კომისიების ექსპერტები ერთობლივად აზომავენ

როგორც "პირველს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა განიხილეს დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობა და პოზიციები შეუთანხმებელ მონაკვეთებთან მიმართებაში.

მასწავლებლებისთვის ფულად ჯილდოზე განაცხადების მიღება 20 აგვისტოს დასრულდება

მიმდინარეობს საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პროცესი ფულად ჯილდოზე, რომელსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს.

ზუგდიდში ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

მითი რუსეთ-თურქეთის დაახლოების შესახებ მითადვე დარჩა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი ზურა ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერიოდში რუსეთ-თურქეთის დაახლოებას პერსპექტივა არ აქვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გუგუტიანთკარში შექმნილი ვითარება ეუთო-ს მოქმედთავმჯდომარესთან განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგანგებო ვითარებაში გამართა სატელეფონო ზარი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან - სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩეკთან.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ანგარიშები დაყადაღდა

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში
შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო, პოლიტიკოსს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის
საქართველოს ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაყადაღდა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით გრაფიტის ფესტივალი გაიმართება

ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე კედელი, რომელიც აკაკი წერეთლის სახელობის თეატრთან მდებარეობს, გრაფიტებით მოიხატება. ნახატები თეატრთან და მაღაროელებთან ასოცირებულ თემატიკაზე შეიქმნება.

ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა

19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9225 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9232 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.07 თეთრი შეადგინა.
  

საქართველოს ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსევს ისრაელსა და საქართველოს ისტორიულ მეგობრობას და აღნიშნეს ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით ორმხრივითანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების და განვითარების მნიშვნელობა.

უბნები, სადაც ხვალ ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტვუაში ოკუპაციასა და უკანონო ბორდერიზაციზე ისაუბრებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 22 აგვისტოს ლიეტვუას რესპუბლიკას ეწვევა.

ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარის მოვლენებზე : ეს უნდა დასრულდეს

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონოდ ე.წ. საზღვრის გავლების პროცესს ეხმაურება. 

ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.