კახა კალაძე: შშმ პირთა საკითხებზე მუშაობა თბილისის მერიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მუშაობა და მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა მერიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, - განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის  მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას ხელს მაქსიმალურად უწყობს.

 

დედაქალაქის მერმა შშმ პირთა საკითხებზე მუშაობის მიმართულებით თბილისის მერიის  აქტივობებზე, ასევე, შესაბამის  პროგრამებზე  ისაუბრა.  მისი თქმით, მერიის ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე, ჯანდაცვისა თუ სპორტის არაერთი პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს მაქსიმალურად ითვალისწინებს.

 

   „ის, რომ შშმ პირების საკითხი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ გაკეთებული საქმით დასტურდება. თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ჩვენ ქალაქში ვახორციელებთ. ამ პროექტებს ვახორციელებთ ისე, რომ ყოველთვის ხდება ადაპტირება შშმ პირებისთვის მათივე ჩართულობით. ასევე, ადაპტირებულია ყველა ახალი ავტობუსი და მომავალში შეძენილი ყველა სატრანსპორტო საშუალება იქნება ასეთივე. რაც შეეხება სპორტს, თბილისის მერიას აქვს პარასპორტის განვითარების ცენტრი, რომელშიც სპორტის 15 სახეობაში 192 შშმ სპორტსმენი გადის მომზადებას. ამ ცენტრმა სერიოზული გავლენა იქონია ჩვენს პარასპორტსმენთა წარმატებაზე საერთაშორისო დონეზე, რაც პირადად ჩემთვის ნამდვილად სიამაყის საფუძველია. მათ მომავალშიც ჩვენგან ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა იმისთვის, რომ უფრო მეტად წარმატებულები იყონ. ამ თემაზე საუბრის დროს, უნდა შევეხო  მნიშვნელოვან  საკანონმდებლო ცვლილებას. საქართველოს პარლამენტმა 29 მაისს მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, სატრანსპორტო საშუალების პარკირება შშმ პირის სატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე დაჯარიმდება 50 ლარით (ნაცვლად 10 ლარისა). ეს გაზრდილი ჯარიმა ძალაში 13 ივლისიდან შევა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით თბილისის მერიაში 10-მდე პროგრამა მუშაობს, რომელიც შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მაქსიმალური უზრუნველყოფისკენაა მიმართული. აღნიშნული პროგრამებისთვის ყოველწლიურად, 7 927 000 ლარია გამოყოფილი და 4 650-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი სარგებლობს.


,,ჩვენი პროექტები ხელს უწყობს ამა თუ იმ რეგიონის განვითარებას, რასაც შემდგომში მოყვება უკვე უფრო მსხვილი ინვესტიციები”

,,ჩვენი პროექტები  ხელს უწყობს ამა თუ იმ რეგიონის განვითარებას,  რასაც შემდგომში მოყვება უკვე  უფრო მსხვილი ინვესტიციები”,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელში სტუმრობისას. 

ილია მეორე: მართალია, საქართველოს ეკლესიის საზღვრები შენარჩუნებულია, მაგრამ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში სახელმწიფო თავის იურისდიქციას დღეს ვერ ახორციელებს

საქართველოს საპატრიარქო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე ასამბლეის მონაწილეებისადმი ილია მეორის მიმართავს ავრცელებს.

ქუცნაშვილი: ერთმანეთთან არათანაზომადია ​გავრილოვის მონაწილეობით იმ მნიშვნელოვანი მოვლენის გადაფარვა, რაც თბილისში ხდება

ეს არის საერთაშორისო ღონისძიება მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის სახით, ერთმანეთთან  არათანაზომადია ​გავრილოვის მონაწილეობით იმ მნიშვნელოვანი მოვლენის გადაფარვა, რაც თბილისში ხდება,- აცხადებს ქუცნაშვილი

საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა სერგეი გავრილოვის გამოსვლა პროტესტის ნიშნად დატოვა

საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსვლა პროტესტის ნიშნად დატოვა.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ანსამბლეის სესიამ მუშაობა დაიწყო. ღონისძიებაში 25-მდე ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები საცხოვრებელ სახლის აივნიდან ფერადი ნაჭრის ჩამოხსნას მოითხოვენ(ვიდეო)

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები თბილისში, მარჯანიშვილზე ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.

გენადი არველაძე: ევროკავშირთან ექსპორტის 22 პროცენტიანი ზრდა ადასტურებს, რომ DCFTA წარმატებით მუშაობს

„2019 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 14.2 პროცენტით არის გაზრდილი“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას.

ამირან სალუქვაძე: სად ხართ ქალთა უფლებების დამცველები, განსაკუთრებით ექსმინისტრები, გენდერულ თანასწორობაზე რომ საუბრობდით?

ექსპერტი ამირან სალუქვაძე ჯანდაცვის მინისტრად ეკატერინე ტიკარაძის დანიშვნასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმიანება.

სემეკი საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ტარიფის მოდელზე იმსჯელებს

20 ივნისის საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ტარიფის მოდელზე იმსჯელებს.

ეკატერინე ტიკარაძე საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღეიდან საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა.

მაია ცქიტიშვილი: პროექტების შესრულების დინამიკა გაუმჯობესებულია

სამინისტროს მიერ  6 თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ საუბრისას, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ პროექტების შესრულების დინამიკა გაუმჯობესებულია.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ვაკეში მსვლელობას აწყობენ (ფოტო-ვიდეო)

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები თბილისში, რამიშვილის ქუჩაზე, სადაც ორგანიზატორთა ოფისი მდებარეობს, გამაფრთხილებელ აქციას მართავენ.

აშშ-ის საელჩო პრაიდთან დაკავშირებით საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო "ლგბტ პრაიდთან" დაკავშირებით, რომელიც 22 ივნისს ჩატარდება უსაფრთხოების ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

23 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიაზე ელჭექი იქნება

20-22 ივნისს საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩუნდება ამინდის არახელსაყრელი პირობები. დროგამოშვებით იწვიმებს ელჭექით, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში.

მსოფლიო ბანკი: „წყლის ენერგია უფრო სუფთა და უფრო იაფია“

საქართველომ უნდა გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები, რაც ღმერთმა მისცა, - ასე უპასუხა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა წარმომადგენელმა მერსი ტემბონმა bm.ge-ს დიდი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ კითხვაზე.

ბოლო ერთ თვეში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ექვსი ფაქტი გამოვლინდა

უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ექვსი ფაქტი გამოვლინდა რაზეც.


საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

2019 წლის გამოცდების ჩაბარების მსურველები ბარათების ამობეჭდვას 20 ივნისიდან შეძლებენ.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

19 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.7871 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.7664 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -2.07 თეთრი შეადგინა.
 
 

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ავიაპარკს უახლოეს მომავალში Boeing 737-800 შეემატება

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ავიაპარკს უახლოეს მომავალში Boeing 737-800 შეემატება, რომლითაც თბილისიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისები შესრულდება.

მეუფე კალისტრატეს გარდაცვალებაზე ინფორმაცია მცდარია

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. 

ფოცხოში მოსწავლეების მიერ გამოგონილი მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყო დაამონტაჟეს

სენაკის ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყო ფოცხოს თემში, ოთხ ლოკაციაზე დაამონტაჟეს.