რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სტუდენტებს სტაჟირებას სთავაზობს

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შეხვდა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.

თანამშრომლობის პერსპექტივები სტუდენტების სტაჟირებას, კვალიფიკაციის ამაღლებას და მათ შემდგომ დასაქმებას გულისხმობს.

,,ჩვენი სამინისტროს სამშენებლო არეალი ძალიან დიდია და მოიცავს როგორც სამშენებლო სექტორს, ასევე საპროექტო სამუშაოებს, გარემოსდაცვით და გეოლოგიურ კვლევებს, წყალგაყვანილობის და ნარჩენების მართვის მენეჯმენტს და ა.შ. ძალიან ხშირად ვაწყდებით კვალიფიკაციური კადრების ნაკლებობას. ჩვენს კონტრაქტორებსაც აქვთ სურვილი დაასაქმონ ახალგაზრდა პროფესიონალები, მაგრამ სამწუხაროდ მათ ვერ პოულობენ, სწორედ ამიტომ ჩვენს თანამშრომლობას უმაღლეს სასწავლებლებთან  დიდი პერსპექტივა აქვს. გადავწყვიტეთ თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ იმაზე, რა შეგვიძლია გავაკეთოთ სამშენებლო სექტორში ამ პრობლემის გადასაჭრელად. ჩვენი სურვილია სტუდენტებმა სტაჟირება გაიარონ ჩვენს სამსახურებში და კონტრაქტორებთან და თეორიულ გამოცდილებას პრაქტიკულიც შეუთავსონ“-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ქარსელაძემ დამსწრეებს სტაჟირებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა წარუდგინა და სურვილი გამოთქვა რაც შეიძლება მალე მოხდეს მემორანდუმის გაფორმება ამ მიმართულებით, რომ ამა წლის აგვისტოში სტუდენტებმა უკვე შეძლონ პრაქტიკის გავლა ობიექტებზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ დეპარტამენტის ორგანიზებით ერთი კვირის წინ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტები აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზაზე მიმდინარე სამუშაოებზე იმყოფებოდნენ, სადაც  საშუალება ჰქონდათ ხიდების, მიწისქვეშა გადასასვლელებისა და გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაცნობოდნენ.

უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები მიესალმნენ სამინისტროს ინიციატივას და  მომავალ შეხვედრაზე და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, სამინისტრო  ელოდება საპასუხო ხედვებს და საჭიროებებს უმაღლესი სასწავლებლებისგან და მზადაა ამ ინიციატივას გრძელვადიანი და სისტემური ხასიათი მიეცეს, ასევე გარკვეული როლი ითამაშოს ამ პროფესიების პოპულარიზაციაში.

 

 

 

 


გენერალური პროკურორი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.

ძლიერმა წვიმამ და ქარმა კახეთის სოფლები დააზარალა

ძლიერმა წვიმამ და ქარმა გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებს ზარალი მიაყენა.

მიხეილ ბატიაშვილმა ტრიუმფატორ ძიუდოისტებს უმასპინძლა

მიხეილ ბატიაშვილმა ევროპის ძიუდოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ტრიუმფატორებს უმასპინძლა.

სარა თომასი პირველი ქალია, ვინც ლა-მანშის სრუტე შეუსვენებლად ოთხჯერ გადაცურა

ამერიკელი ქალი სარა თომასი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ლა მანშის სრუტე ოთხჯერ შესვენების გარეშე გადაცურა.

ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, მოადგილესთან, ლია გიგაურთან ერთად, აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც მოსწავლეებს შეხვდა და მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

მასწავლებელი, რომელმაც ბავშვებს წითელი ყელსახვევი გაუკეთა, სამსახურიდან გაათავისუფლეს

ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლის პირველი გ კლასის მასწავლებელს, ქეთევან ვეკუას, სკოლის დისციპლინურმა საბჭომ სასტიკი საყვედური გამოუცხადა. სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით, ვეკუა კლასის დამრიგებლობიდანაც გაათავისუფლეს.

თბილისში კლიმატის მწვანე ფონდის ფორუმი გაიმართება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მაღალი დონის წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმს გახსნის.

ვახტანგ გომელაური ევროკავშირის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ევროკავშირის ელჩს შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს - კარლ ჰარცელს შეხვდა.

"ქართულმა ოცნებამ" ადიგენში შუალედურ არჩევნებზე კანდიდატად ჭიდაობის მწვრთნელი დაასახელა

27 ოქტომბრის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, "ქართულმა ოცნებამ" კანდიდატები დაასახელა. მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად ადიგენის სოფელ არალში, მმართველი პარტიის სახელით, ზურაბ ფეიქრიშვილი იბრძოლებს.

სავალუტო ფონდის ყოფილი შეფი ევროკავშირის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად აირჩიეს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფლი ხელმძღვანელი კრისტინ ლეგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის პოსტს კვლავ დაიკავებს. მის კანდიდატურას სტრასბურგში ჩატარებულ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დაუჭირეს მხარი.

კონტეინერების კონტროლის პროგრამის დეტალები ცნობილია

გაეროსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის საშუალებით, მოხერხდა ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან მებრძოლი სამართალდამცავი უწყებების ძალისხმევისა და რესურსების გაერთიანება 

ლარი კვლავ გაუფასურდა

17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9626 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9608 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.18 თეთრი შეადგინა.
 
 

გოგა ხაინდრავა ოთარ კახიძეს ვინ ეკითხება და ვინ უსმენს? საერთაშორისო თანამეგობრობა აკეთებს იმას, რასაც საჭიროდ თვლის

„ოთარ კახიძეს ვინ ეკითხება და ვინ უსმენს? საერთაშორისო თანამეგობრობა აკეთებს იმას, რასაც საჭიროდ თვლის“, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ-საქართველოს“ გამარჯვებული პროექტის „DR.GOODS“-ის პრეზენტაცია გამართა

„საპარტნიორო ფონდის“პრეზენტაციას ესწრებოდა აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ფონდის წარმომადგენლები, სამედიცინო სექტორი და გამარჯვებული პროექტის ავტორები.

ლაფანყურის მოსახლეობასა და "ლოპოტა-ჰესის" ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა შედგა

დღეს ლაფანყირში ადგილობრივები შესაბამისი უწყებების, არასამთავრობო სექტორის, ხელისუფლებისა და კომპანიის წარმომადგენლებს თელავის საკრებულოში შეხვდნენ.

18 სექტემბერს თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტემბერს თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონში, ვარდისუბნის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, სადაც 113 ოჯახი ცხოვრობს, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, საყრდენი კედელი, ბორდიური და 2 300 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.

 
ილია მეორემ ეკატერინე ტიკარაძეს უმასპინძლა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს უმასპინძლა.

ირაკლი ლექვინაძე: "მხარს ვუჭერთ ნავთობიმპორტიორების მოთხოვნას"

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, 2020 წლიდან 1 იანვრიდან დიზელის საწვავზე ახალი ხარისხობრივი ნორმებს განიხილავენ.

 

სურსათის ეროვნული სააგენტო კვების ობიექტების შემოწმებას განაგრძობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში განახლებულ აღმაშენებელსა და ბელიაშვილის ქუჩაზე არსებული საზოგადოებრივი კვების 57 ობიექტი შეამოწმეს.

"სოკარი" ქუთაისის ბაღების შემოწმებას იწყებს

იმერეთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ბუნებრივი აირის მიწოდების უსაფრთხოებაზე შემოწმდა.