თსუ-ში საბიბლიოთეკო დღეები დაიხურა

საბიბლიოთეკო დღეების დახურვის ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის თანამშრომლობით თსუ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო დღეების დახურვასთან დაკავშირებით ბიბლიოთეკის საცავებში დაცული უნიკალურ, მათ შორის, ავტოგრაფიან წიგნებთან ერთად, პირველად გამოიფინა  ანტონ II კათალიკოსის ფერწერული პორტრეტი, რომელიც 1930-იანი წლებიდან ბიბლიოთეკის საცავებშია დაცული. როგორც ცნობილია, ანტონ II-ის პორტრეტი სულ რამდენიმეა  შემორჩენილი. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი ასევე გაეცნო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე ცნობილი ბიბლიოთეკარების ცხოვრებასა და შემოქმედებას და საბიბლიოთეკო დარგის შესახებ ბიბლიოთეკათმცოდნეების ნაშრომებს.


საბიბლიოთეკო დღეების დახურვის ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის თანამშრომლობით თსუ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ღონისძიებას თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ლაშა საღინაძე, თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ხელმძღვანელი რუსუდან ასათიანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, ბიბლიოთეკარები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, სტუდენტები ესწრებოდნენ.


„მნიშვნელოვანია, რომ საბიბლიოთეკო დღეების დახურვა სწორედ თსუ ბიბლიოთეკაში გაიმართა, რადგან, მოგეხსენებათ, ჩვენი ბიბლიოთეკა ერთ-ერთი უდიდესი და უმდიდრესია საქართველოში თავისი წიგნადი ფონდით. საბიბლიოთეკო სფეროში არსებულ პრობლემებზე, გადასაჭრელ საკითხებზე, გამოცდილების გაზიარებაზე იყო საუბარი თსუ ბიბლიოთეკის ცენტრალურ შენობაში. ამასთან, საბიბლიოთეკო დღეების დახურვის ღონისძიებაზე გამოფენილი იყო თსუ ბიბლიოთეკის საცავებში დაცული უნიკალური მასალები,“- განაცხადა თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ლაშა საღინაძემ.


თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის ინფორმაციით, ბიბლიოთეკის შენობაში ერთდროულად რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.. „გამოფენა რამდენიმე ნაწილისგან შედგება: ჩვენს საცავებში დაცულია რარიტეტული, უნიკალური საბიბლიოთეკო დოკუმენტები, რომელიც იშვიათ გამოცემებს განეკუთვნება. აქ არის ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო დღეების დახურვასთან დაკავშირებით ბიბლიოთეკის საცავებში დაცული უნიკალურ, მათ შორის, ავტოგრაფიან წიგნებთან ერთად, პირველად გამოიფინა  ანტონ II კათალიკოსის ფერწერული პორტრეტი, რომელიც 1930-იანი წლებიდან ბიბლიოთეკის საცავებშია დაცული. როგორც ცნობილია, ანტონ II-ის პორტრეტი სულ რამდენიმეა  შემორჩენილი. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი ასევე გაეცნო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე ცნობილი ბიბლიოთეკარების ცხოვრებასა და შემოქმედებას და საბიბლიოთეკო დარგის შესახებ ბიბლიოთეკათმცოდნეების ნაშრომებს.


საბიბლიოთეკო დღეების დახურვის ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის თანამშრომლობით თსუ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ღონისძიებას თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ლაშა საღინაძე, თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ხელმძღვანელი რუსუდან ასათიანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, ბიბლიოთეკარები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, სტუდენტები ესწრებოდნენ.


„მნიშვნელოვანია, რომ საბიბლიოთეკო დღეების დახურვა სწორედ თსუ ბიბლიოთეკაში გაიმართა, რადგან, მოგეხსენებათ, ჩვენი ბიბლიოთეკა ერთ-ერთი უდიდესი და უმდიდრესია საქართველოში თავისი წიგნადი ფონდით. საბიბლიოთეკო სფეროში არსებულ პრობლემებზე, გადასაჭრელ საკითხებზე, გამოცდილების გაზიარებაზე იყო საუბარი თსუ ბიბლიოთეკის ცენტრალურ შენობაში. ამასთან, საბიბლიოთეკო დღეების დახურვის ღონისძიებაზე გამოფენილი იყო თსუ ბიბლიოთეკის საცავებში დაცული უნიკალური მასალები,“- განაცხადა თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ლაშა საღინაძემ.


თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის ინფორმაციით, ბიბლიოთეკის შენობაში ერთდროულად რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.. „გამოფენა რამდენიმე ნაწილისგან შედგება: ჩვენს საცავებში დაცულია რარიტეტული, უნიკალური საბიბლიოთეკო დოკუმენტები, რომელიც იშვიათ გამოცემებს განეკუთვნება. აქ არის ასევე


წარმოდგენილი  საქართველოში შექმნილი საბიბლიოთეკო შრომები, არა მხოლოდ უნივერსიტეტელი ბიბლიოთეკარების, არამედ ზოგადად ბიბლიოგრაფიული ნაშრომები და სხვა,“ - აღნიშნა ზურაბ გაიპარაშვილმა.


თსუ ბიბლიოთეკარის ქეთევან სამადაშვილის თქმით, საბიბლიოთეკო ასოციაციამ გამოსცა  წიგნი „ბიბლიოთეკარი-ხელოვანი“, „წიგნშითავმოყრილია ხელოვან ბიბლიოთეკართა ნაშრომები, მათ შორის ჩემიც“,- განაცხადა ბიბლიოთეკარმა.


„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციას აქცენტი უფრო რეგიონალურ ბიბლიოთეკებზე ჰქონდა გაკეთებული, დღეს განახლდა და კიდევ უფრო გაღრმავდა ურთიერთობები საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებთან,“ - აღნიშნა საბიბლიოთეკო ასოციაციის ხელმძღვანელმა რუსუდან ასათიანმა.


საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები საბიბლიოთეკო საქმიანობაში, კიდევ უფრო დაიხვეწება მნიშვნელოვან მხარდაჭერას აღმოუჩენს ქვეყანაში არსებულ ბიბლიოთეკებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულ კონსენსუსს მივაღწიეთ ჩვენს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა არის ინიციატორი, რომ საკანონმდებლო თვალსაზრისით გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს,“ - განაცხადა მირიან ხოსიტაშვილმა.


საბიბლიოთეკო დღეების დასკვნითი ღონისძიების დასრულების შემდეგ თსუ ბიბლიოთეკაში მრგვალი მაგიდა გაიმართა, სადაც განხილვის თემა წიგნებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი და  საბიბლიოთეკო დარგში საკანონმდებლო ინიციატივა იყო.


 


 


სანდრო ბრეგაძე: „თბილისი პრაიდი“ არ ჩატარდება (ვიდეო)

სიბილწის და გარყვნილების ზეიმი ე.წ. გეი აღლუმი საქართველოში არ უნდა ჩატარდეს,- ამის შესახებ „ქართული მარშის“ წარმომადგენელმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომელიც ვერის ბაღში მივიდა.

“ნანა წადი”-აქცია ქუთაისის მერიასთან

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, არასამთავრობო ორგანიზაცია ,, პოსტერუმ ქუთაისის" ორგანიზებით გაიმართა აქცია #ნანაწადი.

სერგეი გავრილოვი: არასდროს მიმიღია მონაწილეობა რაიმე მოქმედებებში აფხაზეთის ტერიტორიაზე

არასდროს მიმიღია მონაწილეობა რაიმე მოქმედებებში აფხაზეთის ტერიტორიაზე, – ამის შესახებ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განაცხადა.

,,ჩვენი პროექტები ხელს უწყობს ამა თუ იმ რეგიონის განვითარებას, რასაც შემდგომში მოყვება უკვე უფრო მსხვილი ინვესტიციები”

,,ჩვენი პროექტები  ხელს უწყობს ამა თუ იმ რეგიონის განვითარებას,  რასაც შემდგომში მოყვება უკვე  უფრო მსხვილი ინვესტიციები”,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელში სტუმრობისას. 

ილია მეორე: მართალია, საქართველოს ეკლესიის საზღვრები შენარჩუნებულია, მაგრამ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში სახელმწიფო თავის იურისდიქციას დღეს ვერ ახორციელებს

საქართველოს საპატრიარქო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე ასამბლეის მონაწილეებისადმი ილია მეორის მიმართავს ავრცელებს.

ქუცნაშვილი: ერთმანეთთან არათანაზომადია ​გავრილოვის მონაწილეობით იმ მნიშვნელოვანი მოვლენის გადაფარვა, რაც თბილისში ხდება

ეს არის საერთაშორისო ღონისძიება მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის სახით, ერთმანეთთან  არათანაზომადია ​გავრილოვის მონაწილეობით იმ მნიშვნელოვანი მოვლენის გადაფარვა, რაც თბილისში ხდება,- აცხადებს ქუცნაშვილი

საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა სერგეი გავრილოვის გამოსვლა პროტესტის ნიშნად დატოვა

საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსვლა პროტესტის ნიშნად დატოვა.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ანსამბლეის სესიამ მუშაობა დაიწყო. ღონისძიებაში 25-მდე ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები საცხოვრებელ სახლის აივნიდან ფერადი ნაჭრის ჩამოხსნას მოითხოვენ(ვიდეო)

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები თბილისში, მარჯანიშვილზე ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.

გენადი არველაძე: ევროკავშირთან ექსპორტის 22 პროცენტიანი ზრდა ადასტურებს, რომ DCFTA წარმატებით მუშაობს

„2019 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 14.2 პროცენტით არის გაზრდილი“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას.

ამირან სალუქვაძე: სად ხართ ქალთა უფლებების დამცველები, განსაკუთრებით ექსმინისტრები, გენდერულ თანასწორობაზე რომ საუბრობდით?

ექსპერტი ამირან სალუქვაძე ჯანდაცვის მინისტრად ეკატერინე ტიკარაძის დანიშვნასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმიანება.

სემეკი საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ტარიფის მოდელზე იმსჯელებს

20 ივნისის საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ტარიფის მოდელზე იმსჯელებს.

ეკატერინე ტიკარაძე საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღეიდან საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა.

მაია ცქიტიშვილი: პროექტების შესრულების დინამიკა გაუმჯობესებულია

სამინისტროს მიერ  6 თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ საუბრისას, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ პროექტების შესრულების დინამიკა გაუმჯობესებულია.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ვაკეში მსვლელობას აწყობენ (ფოტო-ვიდეო)

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები თბილისში, რამიშვილის ქუჩაზე, სადაც ორგანიზატორთა ოფისი მდებარეობს, გამაფრთხილებელ აქციას მართავენ.

აშშ-ის საელჩო პრაიდთან დაკავშირებით საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო "ლგბტ პრაიდთან" დაკავშირებით, რომელიც 22 ივნისს ჩატარდება უსაფრთხოების ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

23 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიაზე ელჭექი იქნება

20-22 ივნისს საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩუნდება ამინდის არახელსაყრელი პირობები. დროგამოშვებით იწვიმებს ელჭექით, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში.

მსოფლიო ბანკი: „წყლის ენერგია უფრო სუფთა და უფრო იაფია“

საქართველომ უნდა გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები, რაც ღმერთმა მისცა, - ასე უპასუხა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა წარმომადგენელმა მერსი ტემბონმა bm.ge-ს დიდი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ კითხვაზე.

ბოლო ერთ თვეში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ექვსი ფაქტი გამოვლინდა

უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ექვსი ფაქტი გამოვლინდა რაზეც.


საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

2019 წლის გამოცდების ჩაბარების მსურველები ბარათების ამობეჭდვას 20 ივნისიდან შეძლებენ.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

19 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.7871 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.7664 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -2.07 თეთრი შეადგინა.