BLM პრეზიდენტი: „მედიააკადემიამ უმოკლეს დროში მედიაპორფესიონალების დონის ამაღლებისთვის შთამბეჭდავ  შედეგებს მიაღწია“  

გერმანიის მარეგულირებელი კომისიის - BLM-ის თავმჯდომარე ზიგფრიდ შნაიდერი ამბობს, რომ მედიააკადემიის  დაფუძნებიდან ერთ წელიწადში საქართველომ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია.

გერმანიის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კომისიის მუშაობას წარმატებულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ დღევანდელ გლობალურ სამყაროში მედიაწიგნიერების განვითარება და გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესია. ეს განცხადება დღეს შნაიდერმა კომუნიკაციების კომისიაში სტუმრობისას გააკეთა. 


„ჩვენს ქართველ კოლეგებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და მეგობრობა გვაკავშირებს. კომისიიდან ორჯერ გვეწვია დელეგაცია მიუნხენში, ასევე, სისტემატურად ვხვდებით ერთმანეთს ევროპულ ფორუმებზე, კონგრესებზე და ვუზიარებთ გამოცდილებას. ძალიან გვაინტერესებდა, რა შედეგი გამოიღო ჩვენმა თანამშრომლობამ, ჩვენმა მუშაობამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში. გვაინტერესებდა ის შედეგები, რომელიც მედიააკადემიას აქვს, სწორედ ამიტომ ჩამოვედით საქართველოში. 


აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ მცირე დროში მედიააკადემიამ ძალიან დიდი სამუშაო გასწია, აქტიურად ატარებს კურსებს, მუშაობს მედიალაბის შექმნაზე გერმანული მოდელის მიხედვით, რაც მისასალმებელია. დღევანდელ გლობალურ სამყაროში, სადაც ყველაფერი გადაჯაჭვულია, ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება და ამიტომ მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩამოვედით. ის, რასაც ჩვენ გერმანიაში, ხოლო კომუნიკაციების კომისია საქართველოში აკეთებს მედიაწიგნიერების  განვითარებისთვის და მედიაპროფესიონალების დონის ამაღლებისთვის, დღევანდელ თანამედროვე ეპოქაში განსაკუთრებით საჭირო და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა BLM-ის პრეზიდენტმა ზიგფრიდ შნაიდერმა.


ქთევან ციხელაშვილი აიბღაზე : ეს რეგისტრაცია ისეთივე უკანონოა, როგორც 2009 წელს იყო, როცა ასეთი ჩანაწერი გაკეთდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვს ადგილი, უკანონოა.

ევროკავშირის წარმომადგენლობა სოფელ გუგუტიანთკარის მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოფელ გუგუტიანთკარში განხორციელებულ ბორდერიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

ოსურმა მხარემ დაკავებული ქართველები გაათავისუფლა

სოფელ ერგნეთში საოკუპაციო ძალების წარმომადგნლებმა დაკავებული 8 მოქალაქე ქართულ მხარეს გადმოსცეს.

ბიძინა ივანიშვილი განმუხურში 5 ვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს

ბიძინა ივანიშვილი განმუხურში სასტუმროს აშენებს. თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ, რომ სამუშაოები რამდენიმე თვის წინ განახლდა. 

მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია საქართველოს რაგბის ნაკრებზე გადაღებულ ფილმში ქართული რაგბის განვითარებაში ბიძინა ივანიშვილის წვლილზე საუბრობს

„საქართველო – რაგბის მომავალი სუპერძალა“ – მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია საქართველოს ნაკრების შესახებ გადაღებული აღნიშნული ფილმის მეორე ეპიზოდში ქართული რაგბის განვითარებაში ბიძინა ივანიშვილის წვლილზე საუბრობს.

m3 - დეველოპმენტის ახალი განზომილება m2-სგან

„m2 უძრავი ქონებამ“ დეველოპმენტის სრულიად ინოვაციური კონცეფციის ახალი უბნის მშენებლობა დაიწყო. 11,5 ჰექტარზე დაგეგმილი თანამედროვე უბნის მშენებლობა ოთხ ფაზადაა დაყოფილი.

მეტროპოლიტენის მუშაობა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო

მეტროსადგურ ვარკეთილში მატარებელი გაფუჭდა

ეროვნული ვალუტა გაუფასურდა

20 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9275 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9225 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.50 თეთრი შეადგინა.
  

საქართველოს ბანკმა  Deutsche Bank-ისგან  Operational Excellence Award-ი მიიღო

Deutsche Bank-მა საქართველოს ბანკს  2018 და 2017 წლებისთვის ევროსა და დოლარში სწრაფი, ეფექტური და კომფორტული გადარიცხვებისა და საუკეთესო  STP ( Straight-Through-Processing) პროცესებისთვის საოპერაციო ჯილდო გადასცა.

კაჭრეთში ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებმა კახეთში, სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად ნინო შუბლაძის კანდიდატურა განიხილება

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირქტორი პაატა სალია აცხადებს, რომ ტელეკომპანიიდან რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის ნოდარ მელაძე გაათავისუფლა, მის ადგილას კი ერთ-ერთ კანდიდატად ნინო შუბლაძე განიხილება.

უშგულელებმა აქცია შეწყვიტეს

მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემში მოსახლეობამ აქცია შეწყვიტა და გზა გახსნა. 

პაატა სალია : ვადასტურებ, რომ ნოდარ მელაძე სამსახურიდან გავათავისუფლე

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირქტორი პაატა სალია აცხადებს, რომ ტელეკომპანიიდან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა.

ეკატერინე ტიკარაძე რეგიონებში კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რეგიონებში არსებული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა

ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფმა საქართველოში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების აღმართვასთან დაკავშირებით, საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და რუსეთის ფედერაციას მოუწოდა შეწყვიტოს უკანონო ქმედებები.

მამუკა მდინარაძე: საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა არც შეწყვეტილა - შესაბამისად მოწოდება, რომ "ის უნდა გაგრძელდეს” რელევანტური არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობის გაგრძელებისკენ მოწოდებები არარელევანტურია.

სეს : საქართველოში ჯილეხის გავრცელების საფრთხე არ არსებობს

საქართველოში ანთრაქსის იგივე ჯილეხის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ამის შესახებ "პირველს" სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, წელს, 41-მა აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა

„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია, წარმატებით მიმდინარეობს სოციალური პროექტი - „აბიტურიენტების მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან".

კაჭრეთში ტყე იწვის

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ხანძარია. ცეცხლი ტყის მასივს გაუჩნდა.

ოკუპირებული გაგრის სოფელი აიბღა რუსეთის ტერიტორიად მიუთითეს

ოკუპირებული გაგრის სოფელ აიბღას მთის კალთაზე მდებარე გაგრის რაიონის ნაწილი რუსეთის რეესტრის ბაზაში შეტანილია, როგორც რუსეთის ტერიტორია.

"ოკუპირებული გაგრის სოფელ აიბღას ნაწილის რუსეთის მიერ თავის ტერიტორიად გაფორმება წარმოადგენს საქართველოს რეგიონების ანექსიას"

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოკუპირებული გაგრის სოფელ აიბღას ნაწილის რუსეთის მიერ თავის ტერიტორიად გაფორმებას, საქართველოს რეგიონების ანექსის პროცესის გაგრძელებას უწოდებს.