ირაკლი ჩიქოვანი: ამერიკისა და საქართველოს მთავრობები იზიარებენ პოზიციას, რომ ანაკლიის პორტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის

ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მეტი ამერიკული ინვესტიცია შემოვა საქართველოში, ისინი მიესალმებიან იმ გარემოს, ეკონომიკურ ვითარებას და საგადასახადო თვალსაზრისით არსებულ პირობებს, რომელიც საქართველოშია.


„ამერიკისა და საქართველოს მთავრობა იზიარებენ იმ პოზიციას, რომ ანაკლიის პორტი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ეს პორტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. სწორედ ამიტომ მოხდა ამის განსაზღვრა, რადგან ჩვენ გვაქვს თანხვედრა - შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას - რომ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს და სარგებელი მოიტანოს საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის. პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში ვიზიტამდე იმყოფებოდა რამდენიმე ქალაქში - სან-ფრანცისკოში, სიეტლში, მიემგზავრება დალასში და ეს სწორედ ის ადგილებია, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლობა და ინვესტორთა მნიშვნელოვანი ნაწილია კონცენტრირებული. ისინი მიესალმებიან იმ გარემოს, ეკონომიკურ ვითარებას, და საგადასახადო თვალსაზრისით არსებულ პირობებს, რომელიც საქართველოშია. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მეტი ამერიკული ინვესტიცია შემოვა საქართველოში და ამერიკელი ბიზნესმენები და ამერიკელი მეწარმეები შეძლებენ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, „ყველას კარგად ესმის, რომ რეგიონში საქართველო წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორს, რომელსაც არასდროს არ გაუცრუებია იმედები და შესაბამისად, ბიზნესიც იქნება კეთილგანწყობილი ამ პარტნიორობიდან გამომდინარე“.


სანდრო ბრეგაძე: „თბილისი პრაიდი“ არ ჩატარდება (ვიდეო)

სიბილწის და გარყვნილების ზეიმი ე.წ. გეი აღლუმი საქართველოში არ უნდა ჩატარდეს,- ამის შესახებ „ქართული მარშის“ წარმომადგენელმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომელიც ვერის ბაღში მივიდა.

“ნანა წადი”-აქცია ქუთაისის მერიასთან

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, არასამთავრობო ორგანიზაცია ,, პოსტერუმ ქუთაისის" ორგანიზებით გაიმართა აქცია #ნანაწადი.

სერგეი გავრილოვი: არასდროს მიმიღია მონაწილეობა რაიმე მოქმედებებში აფხაზეთის ტერიტორიაზე

არასდროს მიმიღია მონაწილეობა რაიმე მოქმედებებში აფხაზეთის ტერიტორიაზე, – ამის შესახებ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განაცხადა.

,,ჩვენი პროექტები ხელს უწყობს ამა თუ იმ რეგიონის განვითარებას, რასაც შემდგომში მოყვება უკვე უფრო მსხვილი ინვესტიციები”

,,ჩვენი პროექტები  ხელს უწყობს ამა თუ იმ რეგიონის განვითარებას,  რასაც შემდგომში მოყვება უკვე  უფრო მსხვილი ინვესტიციები”,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელში სტუმრობისას. 

ილია მეორე: მართალია, საქართველოს ეკლესიის საზღვრები შენარჩუნებულია, მაგრამ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში სახელმწიფო თავის იურისდიქციას დღეს ვერ ახორციელებს

საქართველოს საპატრიარქო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე ასამბლეის მონაწილეებისადმი ილია მეორის მიმართავს ავრცელებს.

ქუცნაშვილი: ერთმანეთთან არათანაზომადია ​გავრილოვის მონაწილეობით იმ მნიშვნელოვანი მოვლენის გადაფარვა, რაც თბილისში ხდება

ეს არის საერთაშორისო ღონისძიება მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის სახით, ერთმანეთთან  არათანაზომადია ​გავრილოვის მონაწილეობით იმ მნიშვნელოვანი მოვლენის გადაფარვა, რაც თბილისში ხდება,- აცხადებს ქუცნაშვილი

საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა სერგეი გავრილოვის გამოსვლა პროტესტის ნიშნად დატოვა

საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსვლა პროტესტის ნიშნად დატოვა.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ანსამბლეის სესიამ მუშაობა დაიწყო. ღონისძიებაში 25-მდე ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები საცხოვრებელ სახლის აივნიდან ფერადი ნაჭრის ჩამოხსნას მოითხოვენ(ვიდეო)

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები თბილისში, მარჯანიშვილზე ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.

გენადი არველაძე: ევროკავშირთან ექსპორტის 22 პროცენტიანი ზრდა ადასტურებს, რომ DCFTA წარმატებით მუშაობს

„2019 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 14.2 პროცენტით არის გაზრდილი“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას.

ამირან სალუქვაძე: სად ხართ ქალთა უფლებების დამცველები, განსაკუთრებით ექსმინისტრები, გენდერულ თანასწორობაზე რომ საუბრობდით?

ექსპერტი ამირან სალუქვაძე ჯანდაცვის მინისტრად ეკატერინე ტიკარაძის დანიშვნასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმიანება.

სემეკი საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ტარიფის მოდელზე იმსჯელებს

20 ივნისის საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ტარიფის მოდელზე იმსჯელებს.

ეკატერინე ტიკარაძე საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღეიდან საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა.

მაია ცქიტიშვილი: პროექტების შესრულების დინამიკა გაუმჯობესებულია

სამინისტროს მიერ  6 თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ საუბრისას, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ პროექტების შესრულების დინამიკა გაუმჯობესებულია.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ვაკეში მსვლელობას აწყობენ (ფოტო-ვიდეო)

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები თბილისში, რამიშვილის ქუჩაზე, სადაც ორგანიზატორთა ოფისი მდებარეობს, გამაფრთხილებელ აქციას მართავენ.

აშშ-ის საელჩო პრაიდთან დაკავშირებით საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო "ლგბტ პრაიდთან" დაკავშირებით, რომელიც 22 ივნისს ჩატარდება უსაფრთხოების ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

23 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიაზე ელჭექი იქნება

20-22 ივნისს საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩუნდება ამინდის არახელსაყრელი პირობები. დროგამოშვებით იწვიმებს ელჭექით, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში.

მსოფლიო ბანკი: „წყლის ენერგია უფრო სუფთა და უფრო იაფია“

საქართველომ უნდა გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები, რაც ღმერთმა მისცა, - ასე უპასუხა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა წარმომადგენელმა მერსი ტემბონმა bm.ge-ს დიდი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ კითხვაზე.

ბოლო ერთ თვეში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ექვსი ფაქტი გამოვლინდა

უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ექვსი ფაქტი გამოვლინდა რაზეც.


საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

2019 წლის გამოცდების ჩაბარების მსურველები ბარათების ამობეჭდვას 20 ივნისიდან შეძლებენ.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

19 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.7871 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.7664 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -2.07 თეთრი შეადგინა.