საქართველოს ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯები ადასტურებს ანაკლიის პორტის მნიშვნელობას - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვაშინგტონში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ანაკლიის პორტის საკითხს და ხაზი გაუსვა პროექტის დიდ მნიშვნელობას საქართველოს ხელისუფლებისთვის.

მისი თქმით, სწორედ ამას უკავშირდებოდა სახელმწიფო მდივნის განცხადებაც, რომლითაც მაიკ პომპეომ ხაზი გაუსვა ანაკლიის პორტის მნიშვნელობას. მან ასევე უარყო რაიმე სახის კავშირი სახელწმიფო დეპარტამენტში გაკეთებულ განცხადებასა და კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესრულების გადავდებას შორის.


"კონკრეტული ფაქტები ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით აქტიურ ნაბიჯებს დგამს. რამდენჯერ იქნა გადადებული კონსორციუმის მხრიდან იმ ვალდებულებების შესრულება, რაც დაკავშირებულია ფინანსურად ამ პროექტის დახურვასთან?! გუშინ კიდევ ერთხელ მოხდა ვალდებულების გადავადება. შესაბამისად მცდარია იმის დაკავშირება, რომ გადავადებები მოხდა გუშინდელი განცხადების მერე. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბევრჯერ პრაქტიკულად დადასტურდა ამ პროექტის მნიშვნელობა, იგივე 300 მილიონი იქნა გამოყოფილი ინფრასტრუქტურის და მიწების შესყიდვაზე, რაც ადასტურებს ამ პროექტის მნიშვნელობას ჩვენთვის. სახელმწიფო მდივანმაც საკუთარ გამოსვლაში სწორედ ამას გაუსვა ხაზი", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.


მისივე თქმით, ანაკლიის პროექტის პრიორიტეტულობას დასტურებს ის ფაქტიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იგი წარადგინა ევროკავშირში პრიორიტეტული პროექტების ნუსხაში და ასევე პროექტი ჩადებულია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში.

ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა ასევე შეაფასა სახელწმიფო მდივნის განცხადება, რითიც მაიკ პომპეო მიესალმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. ზალკალიანის თქმით აშშ-ს მხრიდან რეფორმებს მაღალი შეაფსება მიეცა სახელწმიფო მდივანთან გამართულ დახურულ შეხვედრაზეც.

"სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე ამ დემოკრატიულ რეფორმებზე საუბარი იყო მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში. მან ძალიან კარგად მიიღო ის მიმდინარე რეფორმები რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ამ მხრივ ახორციელებს, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღა. ხელისუფლების მხრიდან არის პოლიტიკური ნება გამოხატული, რაც ძალიან კარგად ესმით პარტნიორებს. მინდა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ იმას თუ რა თქვა პრეს-კონფერენციაზე სახელმწიფო მდივანმა და არა იმას, თუ როგორ ინტერპრეტეციას უკეთებენ მის გამონათქვამს სხვადასხვა პოლიტიკური ძალები. აქ საქმე ეხება ეროვნულ ინტერესებს და და როდესაც სახელმწიფო მდივანი საუბრობს რომ იგი მიესალმება რეფორმების გაგრძელებას რომელსაც ვახორციელებთ, ეს რეფორმები მისთვის მისაღები რომ არ იყოს, არც მიესალმებოდნენ. ამიტომ გთხოვთ საზოგადოებას ნუ შეიყვანთ შეცდომაში",-განაცხადა დავით ზალკალიანმა.


 


,,ჩვენი პროექტები ხელს უწყობს ამა თუ იმ რეგიონის განვითარებას, რასაც შემდგომში მოყვება უკვე უფრო მსხვილი ინვესტიციები”

,,ჩვენი პროექტები  ხელს უწყობს ამა თუ იმ რეგიონის განვითარებას,  რასაც შემდგომში მოყვება უკვე  უფრო მსხვილი ინვესტიციები”,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელში სტუმრობისას. 

ილია მეორე: მართალია, საქართველოს ეკლესიის საზღვრები შენარჩუნებულია, მაგრამ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში სახელმწიფო თავის იურისდიქციას დღეს ვერ ახორციელებს

საქართველოს საპატრიარქო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე ასამბლეის მონაწილეებისადმი ილია მეორის მიმართავს ავრცელებს.

ქუცნაშვილი: ერთმანეთთან არათანაზომადია ​გავრილოვის მონაწილეობით იმ მნიშვნელოვანი მოვლენის გადაფარვა, რაც თბილისში ხდება

ეს არის საერთაშორისო ღონისძიება მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის სახით, ერთმანეთთან  არათანაზომადია ​გავრილოვის მონაწილეობით იმ მნიშვნელოვანი მოვლენის გადაფარვა, რაც თბილისში ხდება,- აცხადებს ქუცნაშვილი

საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა სერგეი გავრილოვის გამოსვლა პროტესტის ნიშნად დატოვა

საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსვლა პროტესტის ნიშნად დატოვა.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ანსამბლეის სესიამ მუშაობა დაიწყო. ღონისძიებაში 25-მდე ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები საცხოვრებელ სახლის აივნიდან ფერადი ნაჭრის ჩამოხსნას მოითხოვენ(ვიდეო)

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები თბილისში, მარჯანიშვილზე ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.

გენადი არველაძე: ევროკავშირთან ექსპორტის 22 პროცენტიანი ზრდა ადასტურებს, რომ DCFTA წარმატებით მუშაობს

„2019 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 14.2 პროცენტით არის გაზრდილი“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას.

ამირან სალუქვაძე: სად ხართ ქალთა უფლებების დამცველები, განსაკუთრებით ექსმინისტრები, გენდერულ თანასწორობაზე რომ საუბრობდით?

ექსპერტი ამირან სალუქვაძე ჯანდაცვის მინისტრად ეკატერინე ტიკარაძის დანიშვნასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმიანება.

სემეკი საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ტარიფის მოდელზე იმსჯელებს

20 ივნისის საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ტარიფის მოდელზე იმსჯელებს.

ეკატერინე ტიკარაძე საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღეიდან საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა.

მაია ცქიტიშვილი: პროექტების შესრულების დინამიკა გაუმჯობესებულია

სამინისტროს მიერ  6 თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ საუბრისას, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ პროექტების შესრულების დინამიკა გაუმჯობესებულია.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ვაკეში მსვლელობას აწყობენ (ფოტო-ვიდეო)

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები თბილისში, რამიშვილის ქუჩაზე, სადაც ორგანიზატორთა ოფისი მდებარეობს, გამაფრთხილებელ აქციას მართავენ.

აშშ-ის საელჩო პრაიდთან დაკავშირებით საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო "ლგბტ პრაიდთან" დაკავშირებით, რომელიც 22 ივნისს ჩატარდება უსაფრთხოების ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

23 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიაზე ელჭექი იქნება

20-22 ივნისს საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩუნდება ამინდის არახელსაყრელი პირობები. დროგამოშვებით იწვიმებს ელჭექით, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში.

მსოფლიო ბანკი: „წყლის ენერგია უფრო სუფთა და უფრო იაფია“

საქართველომ უნდა გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები, რაც ღმერთმა მისცა, - ასე უპასუხა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა წარმომადგენელმა მერსი ტემბონმა bm.ge-ს დიდი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ კითხვაზე.

ბოლო ერთ თვეში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ექვსი ფაქტი გამოვლინდა

უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ექვსი ფაქტი გამოვლინდა რაზეც.


საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

2019 წლის გამოცდების ჩაბარების მსურველები ბარათების ამობეჭდვას 20 ივნისიდან შეძლებენ.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

19 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.7871 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.7664 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -2.07 თეთრი შეადგინა.
 
 

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ავიაპარკს უახლოეს მომავალში Boeing 737-800 შეემატება

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ავიაპარკს უახლოეს მომავალში Boeing 737-800 შეემატება, რომლითაც თბილისიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისები შესრულდება.

მეუფე კალისტრატეს გარდაცვალებაზე ინფორმაცია მცდარია

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. 

ფოცხოში მოსწავლეების მიერ გამოგონილი მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყო დაამონტაჟეს

სენაკის ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყო ფოცხოს თემში, ოთხ ლოკაციაზე დაამონტაჟეს.