ზალკალიანი: საქართველო აშშ-ის სანდო პარტნიორია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

„აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ამოქმედებიდან 10 წელი გავიდა და ამ ათი წლის მანძილზე აღსანიშნავია ჩვენ მიერ მიღწეული შედეგები. საქართველო აშშ-ის სანდო პარტნიორია და ეს პარტნიორობა დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ საერთო ხედვაზე.“ - განაცხადა დავით​ ზალკალიანმა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მესამე წლიურ კონფერენციაზე.

თავის გამოსვლაში, ზალკალიანმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის უპრეცედენტოდ მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობა არსებობს და მას  მძლავრ ალიანსად გარდაქმნის პოტენციალი გააჩნია, რაც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში ურთიერთობათა განმტკიცებას მოითხოვს. 

„ჩვენი მხრივ, ვაძლიერებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ვაშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას, ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებს. ამ პერსპექტივით, პარტნიორობის ქარტია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც ოთხ ძირითად სვეტს ეყრდნობა.“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

უსაფრთხოების თემებზე საუბრისას მინისტრმა განაცხადა, რომ მჭიდროა სამხედრო თანაშრომლობა აშშ-საქართველოს შორის - „2016-ში ჩვენ ხელი მოვაწერეთ თავდაცვის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმს. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2% იხარჯება სამხედრო სფეროზე. ნატოში ინტეგრაცია საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საქართველომ დაამტკიცა, რომ რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე სანდო პარტნიორია. უფრო მეტიც, საქართველო  მოწადინებულია, რომ როგორც აშშ-ის ყველაზე სანდო პარტნიორმა კიდევ უფრო აქტიური როლი შეასრულოს  რეგიონში არსებული რისკებისა და გამოწვევების მინიმუმადე დაყვანის კუთხით. აღსანიშნავია, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის უსაფრთხოებას. იმედი გვაქვს, რომ რეგიონში გაიზრდება აშშ-ის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ჩართულობა, როგორც  ორმხრივი ფორმატების ფარგლებში, ისე ნატოს ეგიდით“.

საგარეო საქმეთა მინისტრმა პანელზე ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე. ხაზი გაუსვა ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საჭიროა უფრო მეტი ძალისხმევა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, იმისათვის, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან გადაიდგას კონსტრუქციული ნაბიჯები და  მან შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები. მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებზე და მათ მნიშვნელობაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრიორიტეტებზე საუბრისას მიმოიხილა ევროკავშირთან თანამშრომლობის პროცესში მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებები; ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის სფეროში არსებულ მიზნებზე და აღნიშნა ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობა. 


გენერალური პროკურორი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.

ძლიერმა წვიმამ და ქარმა კახეთის სოფლები დააზარალა

ძლიერმა წვიმამ და ქარმა გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებს ზარალი მიაყენა.

მიხეილ ბატიაშვილმა ტრიუმფატორ ძიუდოისტებს უმასპინძლა

მიხეილ ბატიაშვილმა ევროპის ძიუდოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ტრიუმფატორებს უმასპინძლა.

სარა თომასი პირველი ქალია, ვინც ლა-მანშის სრუტე შეუსვენებლად ოთხჯერ გადაცურა

ამერიკელი ქალი სარა თომასი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ლა მანშის სრუტე ოთხჯერ შესვენების გარეშე გადაცურა.

ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, მოადგილესთან, ლია გიგაურთან ერთად, აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც მოსწავლეებს შეხვდა და მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

მასწავლებელი, რომელმაც ბავშვებს წითელი ყელსახვევი გაუკეთა, სამსახურიდან გაათავისუფლეს

ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლის პირველი გ კლასის მასწავლებელს, ქეთევან ვეკუას, სკოლის დისციპლინურმა საბჭომ სასტიკი საყვედური გამოუცხადა. სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით, ვეკუა კლასის დამრიგებლობიდანაც გაათავისუფლეს.

თბილისში კლიმატის მწვანე ფონდის ფორუმი გაიმართება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მაღალი დონის წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმს გახსნის.

ვახტანგ გომელაური ევროკავშირის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ევროკავშირის ელჩს შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს - კარლ ჰარცელს შეხვდა.

"ქართულმა ოცნებამ" ადიგენში შუალედურ არჩევნებზე კანდიდატად ჭიდაობის მწვრთნელი დაასახელა

27 ოქტომბრის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, "ქართულმა ოცნებამ" კანდიდატები დაასახელა. მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად ადიგენის სოფელ არალში, მმართველი პარტიის სახელით, ზურაბ ფეიქრიშვილი იბრძოლებს.

სავალუტო ფონდის ყოფილი შეფი ევროკავშირის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად აირჩიეს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფლი ხელმძღვანელი კრისტინ ლეგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის პოსტს კვლავ დაიკავებს. მის კანდიდატურას სტრასბურგში ჩატარებულ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დაუჭირეს მხარი.

კონტეინერების კონტროლის პროგრამის დეტალები ცნობილია

გაეროსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის საშუალებით, მოხერხდა ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან მებრძოლი სამართალდამცავი უწყებების ძალისხმევისა და რესურსების გაერთიანება 

ლარი კვლავ გაუფასურდა

17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9626 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9608 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.18 თეთრი შეადგინა.
 
 

გოგა ხაინდრავა ოთარ კახიძეს ვინ ეკითხება და ვინ უსმენს? საერთაშორისო თანამეგობრობა აკეთებს იმას, რასაც საჭიროდ თვლის

„ოთარ კახიძეს ვინ ეკითხება და ვინ უსმენს? საერთაშორისო თანამეგობრობა აკეთებს იმას, რასაც საჭიროდ თვლის“, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ-საქართველოს“ გამარჯვებული პროექტის „DR.GOODS“-ის პრეზენტაცია გამართა

„საპარტნიორო ფონდის“პრეზენტაციას ესწრებოდა აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ფონდის წარმომადგენლები, სამედიცინო სექტორი და გამარჯვებული პროექტის ავტორები.

ლაფანყურის მოსახლეობასა და "ლოპოტა-ჰესის" ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა შედგა

დღეს ლაფანყირში ადგილობრივები შესაბამისი უწყებების, არასამთავრობო სექტორის, ხელისუფლებისა და კომპანიის წარმომადგენლებს თელავის საკრებულოში შეხვდნენ.

18 სექტემბერს თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტემბერს თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონში, ვარდისუბნის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, სადაც 113 ოჯახი ცხოვრობს, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, საყრდენი კედელი, ბორდიური და 2 300 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.

 
ილია მეორემ ეკატერინე ტიკარაძეს უმასპინძლა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს უმასპინძლა.

ირაკლი ლექვინაძე: "მხარს ვუჭერთ ნავთობიმპორტიორების მოთხოვნას"

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, 2020 წლიდან 1 იანვრიდან დიზელის საწვავზე ახალი ხარისხობრივი ნორმებს განიხილავენ.

 

სურსათის ეროვნული სააგენტო კვების ობიექტების შემოწმებას განაგრძობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში განახლებულ აღმაშენებელსა და ბელიაშვილის ქუჩაზე არსებული საზოგადოებრივი კვების 57 ობიექტი შეამოწმეს.

"სოკარი" ქუთაისის ბაღების შემოწმებას იწყებს

იმერეთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ბუნებრივი აირის მიწოდების უსაფრთხოებაზე შემოწმდა.