„თანასწორობის მოძრაობა“ „ღირსების მარშთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „თანასწორობის მოძრაობა” არასდროს ყოფილა ჩართული „თბილისის პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებაში.

მათივე ინფორმაციით, „თანასწორობის მოძრაობა” არც ერთ ამ ღონისძიებაში არ მონაწილეობს.

„ეს ღონისძიებები ტარდება „თბილისის პრაიდის“ მიერ, რომელიც დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციაა“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაცია მიმართავს პოლიტიკურ პარტიებსა და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს, „შეწყვიტონ ლგბტ+ თემის უფლებებით მანიპულირება, თემის სახელით საუბარი და პრაქტიკაში განახორციელონ სოლიდარობისა და მხარდაჭერის აქტები ქვიარ ადამიანების მიმართ“.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ „თბილისის პრაიდის” გარშემო შექმნილ მდგომარეობას და მივმართოთ ლგბტ+ თემის წევრებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრიარქოსა და პოლიტიკურ პარტიებს.

მიმართვა თემის წევრებს:

„თანასწორობის მოძრაობა” კარგად იაზრებს, რომ ლგბტ+ თემი არის მრავალფეროვანი და მის წევრებს აქვთ განსხვავებული პოზიციები და სტრატეგიები ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, თბილისის პრაიდის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების პოზიციები. ჩვენ ვაღიარებთ ლგბტ+ თემის წევრებისათვის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას, თუმცა ასევე, კარგად ვიაზრებთ თემის იმ ნაწილის პოზიციას, რომელიც ხილვადობის პოლიტიკის ალტერნატიული გზების ძიების აუცილებლობას ხედავს და ფართომასშტაბიანი აქციების გადააზრების ინიციატივით გამოდის.

„თანასწორობის მოძრაობაში“ კარგად გვაქვს გააზრებული ყველა ის შედეგი, რაც შესაძლოა თბილისის პრაიდსა და უშუალოდ “ღირსების მარშს” მოჰყვეს. ჩვენ ვხედავთ ძალადობისა და თავდასხმების გაზრდილ შემთხვევებს, რომელთა სამიზნეც ლგბტ+ თემის წევრები, განსაკუთრებით, კი ტრანსგენდერი ქალები, ხდებიან.

„თანასწორობის მოძრაობა” პრაიდის კვირეულის განმავლობაში გააგრძელებს სერვისების მიწოდებას და მოუწოდებს თემის წევრებს საფრთხის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართონ პოლიციასა და ორგანიზაციას. თუმცაღა, ჩვენ კარგად ვიაზრებთ ჩვენი რესურსების სიმწირეს და ვაცხადებთ, რომ თავდასხმების ზრდასთან ერთად, შესაძლოა, ჩვენი რესურსები ვერ გაწვდეს ყველა შემთხვევას, რომლის წინაშეც შესაძლოა აღმოჩნდნენ თემის წევრები. აქედან გამომდინარე, გვსურს, მივმართოთ ლგბტ+ თემის წევრებს და მოვუწოდოთ იმ საფრთხეებისა და რისკების გაანალიზებისკენ, რომლის წინაშეც შესაძლოა პრაიდის კვირეულისა და მის შემდგომ პერიოდში აღმოჩნდნენ.

მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტროს:

„თანასწორობის მოძრაობას” მნიშვნელოვნად მიაჩნია ყურადღების გამახვილება “ღირსების მარშის” გარშემო არსებული უსაფრთხოების საკითხებზე. უპირველეს ყოვლისა, გვსურს აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია დაიცვას ყველა ადამიანისა თუ სოციალური ჯგუფის გამოხატვის თავისუფლება. ლგბტ+ თემი წლებია ვერ სარგებლობს საჯარო სივრცეში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი ვერ დაიცავენ “ღირსების მარშის” მონაწილეთა უსაფრთხოებას, მხოლოდ და მხოლოდ ამწვავებს ამ ფაქტს.

“თანასწორობის მოძრაობა” თემის წევრების მიმართ გაზრდილი ძალადობის შემთხვევებიდან გამომდინარე, მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეასრულოს ვალდებულება და დაიცვას ლგბტ+ თემის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ამასთან, უზრუნველყოს თემის წევრების მიმართ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია.

მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლაში და პროაქტიურად იმუშაოს ჰომოფობიური და ტრანსფობიურიდამოკიდებულებების წინააღმდეგ, რათა ლგბტ+ თემის მიმართ საზოგადოებაში არსებული ზოგადი ნეგატიური დამოკიდებულებები შეიცვალოს.

მიმართვა საქართველოს საპატრიარქოს:

ასევე, გვსურს გამოვეხმაუროთ მართლმადიდებელი ეკლესიის გუშინდელ განცხადებას, რომელშიც ის ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, არ დაუშვან პრაიდის ჩატარება.

მიგვაჩნია, რომ ეკლესიის პოზიცია აღვივებს საზოგადოებაში არსებულ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურგანწყობებს და ხელს უწყობს ძალადობასა და თავდასხმების ზრდას თემის წევრების მიმართ. მოვუწოდებთ, საპატრიარქოს შეწყვიტოს ლგბტ+ თემის წევრების დევნისა და სიძულვილის პროპაგანდა.

მიმართვა პოლიტიკურ პარტიებს:

„თანასწორობის მოძრაობას” მნიშვნელოვნად მიაჩნია, კიდევ ერთხელ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია პოლიტიკური ძალების მხრიდან ლგბტ+ თემის ინსტრუმენტალიზაციის შესახებ. წლების განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ ლგბტ+ უფლებების პოლიტიკური ძალაუფლების გამყარებისთვის გამოყენების ტენდენციას. ხელისუფლება, ასევე, ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალები არ ერიდებიან თემის უფლებებით მანიპულერებას და უხეშად ერევიან თემის წევრების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ასევე, წლების განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფ არც ერთ პარტიას არ გამოუცხადებია ლგბტ+ თემის უფლებები პრიორიტეტულად და არ უზრუნიაჰომოფობიური და ტრანსფობიური ჩაგვრის წინააღმდეგ სისტემური და მიზანმიმართული პოლიტიკის გატარებაზე. გარდა ამისა, თემის უფლებები განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში გამუდმებით ხდება მანიპულაციისა და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური სენტიმენტების გაღვივების ხარჯზე პოლიტიკური ძალაუფლების მოხვეჭის საგანი.

დაბოლოს, ხელისუფლებაში მყოფ არც ერთ პარტიას არ გაუტარებია სისტემური პოლიტიკა ულტრამემარჯვენე ჯგუფების აღმოცენებისა და განვითარების შესაჩერებლად.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, გვსურს მივმართოთ პოლიტიკურ პარტიებსა და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს, რომ შეწყვიტონ ლგბტ+ თემის უფლებებით მანიპულირება, თემის სახელით საუბარი და პრაქტიკაში განახორციელონ სოლიდარობისა და მხარდაჭერის აქტები ქვიარ ადამიანების მიმართ“,- აღნიშნულია განცხადებაში.


კახა კალაძე: თითქოს დიღმის ტყე-პარკში კორპუსების მშენებლობაზე გავეცით ნებართვა, დიდი ტყუილია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ რომ დიღმის ტყე-პარკი გამოყენებული უნდა იყოს სამშენებლო მიმართულებით, ან ავტოსადგომების მოსაწყობად.

16 წლის მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ კომპანიის დირექტორს ბრალი წაუყენეს

დოლაბაურის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე, კომპანიის დაკავებულ დირექტორს ბრალი წაუყენეს.

კახა კალაძე: „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და ვალდებული ვართ, დავემორჩილოთ

,,რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და ყველა ვალდებული ვართ, დავემორჩილოთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2019“ დასრულდა

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2019“ დასრულდა. სწავლების დახურვის ოფიციალური ცერემონიალი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გაიმართა.

საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული 2019“ უმასპინძლებს

27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას Agile Spirit 2019 („მტკიცე სული 2019“) უმასპინძლებს. სწავლება ოფიციალურად სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე 27 ივლისს გაიხსნება.

 

თელავში გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი მშობლიურ სოფელში დაკრძალეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თელავის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი, 51 წლის გელა მელიქიძე, რომელიც სოფელ ყარაჯალაში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა, მშობლიურ სოფელში დაკრძალეს.

ნაძალადევის რაიონში ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ გაიმართება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ ნაძალადევში, IX კვარტალში (ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე) ჩატარდება.

 

VIDEO - სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული ლ.მ. და 1971 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს.

 

გაშლილი სუფრა და ხელმოწერები ლგბტ თემის წინააღმდეგ ზუგდიდის ტაძრის ეზოში

ზუგდიდის მშენებარე ტაძრის ეზოში, სადაც ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ და პარალელურად სუფრაა გაშლილი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე მივიდა. მისი თქმით, იგი ზუგდიდში პირველადაა და იზიარებს შეკრებილების პოზიციას.

VIDEO - ,,კანაფით" დატვირთული პიკაპები - პოლიციამ ბაღდათში 36 ძირი მცენარე ამოიღო

იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1969 წელს დაბადებული ზ.კ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა ან კულტივირების ბრალდებით დააკავეს.

არჩილ თალაკვაძემ აშშ-ში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა.

ივანე მაჭავარიანი: ჩემი მიზანია გავიგო, რასაც ფურცელზე მიგზავნიან და რასაც ხალხი ლაპარაკობს, ხომ არ არის შეუსაბამობა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აჭარის რეგიონში - ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების სოფლებში მოსახლეობას შეხვდა.

III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში ჩავიდა

საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის პირადი შემადგენლობა ავღანეთში, ქალაქ მაზარ-ი-შარიფთან არსებულ სამხედრო ბაზა „მარმალზე“ უკვე ჩავიდა.

პაატა სალია: ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლის ხელფასსაც კი ვერ დაფარავს თანხა, რაც დატოვა ​წინა მენეჯმენტმა

ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლის ხელფასსაც კი ვერ დაფარავს ის თანხა, რაც წინა მენეჯმენტმა ტელევიზიაში დატოვა , - ამის შესახებ ,,რუსთავი 2"- ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

სად გადაიყვანა ირანმა ბრიტანული ტანკერი

ირანმა ბრიტანული ნავთობტანკერი ბენდერ-აბასის პორტში გადაიყვანა. ამის შესახებ ირანულ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

პატრულის თანამშრომლებმა ამერიკელი ინსტრუქტორების მონაწილეობით საზღვარზე უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის სწავლება გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვის და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებისთვის ქალაქ ფოთში 3-დღიანი ტრენინგი - "ტერორიზმი და იმპოსტერები" გაიმართა.

დღეს თბილისის 4 რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.

 

ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ორგანიზებით, ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო.

ნაძალადევში სამ სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ნაძალადევის რაიონში სამ სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, სხვადასხვა მისამართზე საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. პროექტები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.  

შიდა ქართლში მეფრინველეობის ფერმა ამოქმედდა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის ფერმა „თელა“ სახელმწიფოს დახმარებით, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში აშენდა.