თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ანსამბლეის სესიამ მუშაობა დაიწყო. ღონისძიებაში 25-მდე ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.

ქრისტიანობა ქართველი ხალხისათვის არ იყო მხოლოდ რწმენა ან ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენის საშუალება, ქრისტიანული ღირებულებები საფუძვლად უდევს ქართულ ხელოვნებას, ლიტერატურას, საზოგადოებრივ ფასეულობებს, ურთიერთობის კულტურას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესიაზე განაცხადა, რომელიც თბილისში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხნა.


მისი თქმით, ქართველი ერი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ქრისტიანობა ჭეშმარიტ სარწმუნოებადაღიარა და სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.


„თქვენი მასპინძელია ქვეყანა, რომელიც რწმენის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად საუკუნეების მანძილზე იბრძოდა და ამ ბრძოლაში  გამარჯვება მოიპოვა.


ქრისტიანობა ქართველი ხალხისათვის არ იყო მხოლოდ რწმენა ან ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენის საშუალება. ქრისტიანული ღირებულებები საფუძვლად უდევს ქართულ ხელოვნებას, ლიტერატურას, საზოგადოებრივ ფასეულობებს, ურთიერთობის კულტურას. ქრისტიანობითშთაგონებული ღირებულებები – შემწყნარებლობა, დათმენა, მიტევება, ადამიანის უფლებების პატივისცემა ის საფუძველია, რომელზეც დგას ჩვენი საზოგადოება და ჩვენი სახელმწიფო.


ქრისტიანულმა თვისებებმა – მოთმინებამ, გამძლეობამ, მომავლის რწმენამ და გამბედაობამ, გადაარჩინა საქართველო, როგორც სახელმწიფო და მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე, თავისუფლებამდე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მან ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამწუხაროა, რომ საქართველოს ყველაზე მტკივნეული პრობლემა მართლმადიდებლური ქრისტიანობის მატარებელი მეზობელი სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შედეგია.


„სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მტკივნეული პრობლემა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მართლმადიდებლური ქრისტიანობის მატარებელი, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შედეგია. ეს გარემოება შეგვახსენებს, რომ ქრისტიანული ფასეულობების ერთგულების ფორმალური აღიარება საკმარისი არ არის, არამედ ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა უპირველეს ყოვლისა, ამ რწმენის შესაბამისი ქმედებით უნდა გამოიხატოს.


მიუღებელია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ცდილობენ, ძალით წაგართვან საუკუნეების განმავლობაში გადარჩენილი მიწა-წყალი. მეტიც, ოკუპირებულ მიწებზე კლავენ და იტაცებენ ადამიანებს, ბავშვებს ართმევენ მშობლიურ ენაზე სწავლის საშუალებას, ინგრევა ეკლესიები და სახლები, მიზანმიმართულად იშლება ქართული კულტურის, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანული კულტურის კვალი. დამეთანხმებით, რომ ყოველივე ამას ქრისტიანობასთან და მართლმადიდებლობასთან არაფერი აქვს საერთო“, – განაცხადა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.


მისი თქმით, ძალადობით საქართველოს დაჩოქება არ მოხდება, რადგან ქართველი ხალხის დღევანდელი პოლიტიკური კურსი საქართველოს ისტორიული არჩევანია.


„ჩვენი ხალხი განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით ხვდება ყველას, განსაკუთრებით კი, მართლმადიდებლებს, რაც მიგვანიშნებს, რომ ჩვენი ხალხები აგრძელებენ ერთმანეთის პატივისცემასა და ერთმანეთთან თანამშრომლობას.


დარწმუნებული ვართ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად, ჩვენს სახელმწიფოებს შორის კეთილმოსურნე ურთიერთობებიც აღდგება. ჩვენი ქვეყნის ხანგრძლივი ისტორიიდან კარგად ვიცით, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლა, რომელსაც ქრისტიანული მორალი უმაგრებს ზურგს, აუცილებლად წარმატებული იქნება. დღეს ქართველი ხალხის ძალისხმევა მიმართულია თავისუფლების განმტკიცებისაკენ, ევროპულ ოჯახში კუთვნილი ადგილის დამკვიდრებისკენ და ღირსეული, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების გაძლიერებისაკენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ ბრძოლაში საქართველოს მეგობრების იმედი აქვს, განსაკუთრებით იმ ქვეყნების, რომლებიც ქრისტიანულ ღირებულებებს იზიარებენ და საქართველოს მისწრაფებებს პატივს სცემენ.


„მინდა მოგიწოდოთ, რომ ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება, რომ პარლამენტებს შორის თანამშრომლობამ აღკვეთოს ქვეყნებს შორის აგრესია, სხვისი ტერიტორიის ოკუპაცია, მიწებისა და მოსახლეობის ანექსია და ამით ხელი შევუწყოთ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას ჩვენს ხალხებს შორის.


მოხარული ვარ, რომ დღეს, თბილისში, 20-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები იმყოფებიან და მათთან ერთად ვიმსჯელებთ საკითხებზე, რომელიც ყველას გვაერთიანებს, თუ რა როლი შეუძლია, შეასრულოს პარლამენტებმა თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში და მათი უკეთესობისკენ შეცვლაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო რეფორმაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გასულ წელს, საქართველოში დასრულდა საკონსტიტუციო რეფორმის ხანგრძლივი და რთული პროცესი.


„შედეგად, ჩვენ მივიღეთ საპარლამენტო დემოკრატიის საუკეთესო ევროპულ ტრადიციებზე დაფუძნებული კონსტიტუცია.  სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა კონსტიტუციურ დონეზე გაიწერა და მაღალ დონეზე ავიდა. საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე, იცავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.


დღეს, როდესაც მსოფლიოში ძალიან ძლიერია პოლიტიკური პოლარიზაცია და დაპირისპირება, მხოლოდ პარლამენტებს, ხალხის რჩეულებს შეუძლიათ დაძლიონ სახელმწიფოებს შორის და ქვეყნებს შიგნით არსებული წინააღმდეგობები, დააახლოონ პოზიციები და მიაღწიონ მეტ ურთიერთგაგებასა და მშვიდობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მართლმადიდებლურ ქრისტიანობას ამ საქმეში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.


„ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს საერთო რელიგია და კულტურული ტრადიციები, ხოლო ჩვენ, პარლამენტარებს, გვაერთიანებს ხალხის მიერ მოცემული მანდატი და ხალხზე ზრუნვის ვალდებულება. ვფიქრობ, ეს კარგი საფუძველია წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა.


19-22 ივნისს საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესიას მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე სტუმრობს. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესია, დღეს  სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საინაუგურაციო სხდომით გაიხსნა.


კახა კალაძე: თითქოს დიღმის ტყე-პარკში კორპუსების მშენებლობაზე გავეცით ნებართვა, დიდი ტყუილია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ რომ დიღმის ტყე-პარკი გამოყენებული უნდა იყოს სამშენებლო მიმართულებით, ან ავტოსადგომების მოსაწყობად.

16 წლის მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ კომპანიის დირექტორს ბრალი წაუყენეს

დოლაბაურის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე, კომპანიის დაკავებულ დირექტორს ბრალი წაუყენეს.

კახა კალაძე: „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და ვალდებული ვართ, დავემორჩილოთ

,,რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და ყველა ვალდებული ვართ, დავემორჩილოთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2019“ დასრულდა

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2019“ დასრულდა. სწავლების დახურვის ოფიციალური ცერემონიალი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გაიმართა.

საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული 2019“ უმასპინძლებს

27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას Agile Spirit 2019 („მტკიცე სული 2019“) უმასპინძლებს. სწავლება ოფიციალურად სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე 27 ივლისს გაიხსნება.

 

თელავში გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი მშობლიურ სოფელში დაკრძალეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თელავის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი, 51 წლის გელა მელიქიძე, რომელიც სოფელ ყარაჯალაში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა, მშობლიურ სოფელში დაკრძალეს.

ნაძალადევის რაიონში ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ გაიმართება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ ნაძალადევში, IX კვარტალში (ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე) ჩატარდება.

 

VIDEO - სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული ლ.მ. და 1971 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს.

 

გაშლილი სუფრა და ხელმოწერები ლგბტ თემის წინააღმდეგ ზუგდიდის ტაძრის ეზოში

ზუგდიდის მშენებარე ტაძრის ეზოში, სადაც ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ და პარალელურად სუფრაა გაშლილი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე მივიდა. მისი თქმით, იგი ზუგდიდში პირველადაა და იზიარებს შეკრებილების პოზიციას.

VIDEO - ,,კანაფით" დატვირთული პიკაპები - პოლიციამ ბაღდათში 36 ძირი მცენარე ამოიღო

იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1969 წელს დაბადებული ზ.კ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა ან კულტივირების ბრალდებით დააკავეს.

არჩილ თალაკვაძემ აშშ-ში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა.

ივანე მაჭავარიანი: ჩემი მიზანია გავიგო, რასაც ფურცელზე მიგზავნიან და რასაც ხალხი ლაპარაკობს, ხომ არ არის შეუსაბამობა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აჭარის რეგიონში - ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების სოფლებში მოსახლეობას შეხვდა.

III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში ჩავიდა

საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის პირადი შემადგენლობა ავღანეთში, ქალაქ მაზარ-ი-შარიფთან არსებულ სამხედრო ბაზა „მარმალზე“ უკვე ჩავიდა.

პაატა სალია: ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლის ხელფასსაც კი ვერ დაფარავს თანხა, რაც დატოვა ​წინა მენეჯმენტმა

ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლის ხელფასსაც კი ვერ დაფარავს ის თანხა, რაც წინა მენეჯმენტმა ტელევიზიაში დატოვა , - ამის შესახებ ,,რუსთავი 2"- ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

სად გადაიყვანა ირანმა ბრიტანული ტანკერი

ირანმა ბრიტანული ნავთობტანკერი ბენდერ-აბასის პორტში გადაიყვანა. ამის შესახებ ირანულ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

პატრულის თანამშრომლებმა ამერიკელი ინსტრუქტორების მონაწილეობით საზღვარზე უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის სწავლება გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვის და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებისთვის ქალაქ ფოთში 3-დღიანი ტრენინგი - "ტერორიზმი და იმპოსტერები" გაიმართა.

დღეს თბილისის 4 რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.

 

ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ორგანიზებით, ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო.

ნაძალადევში სამ სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ნაძალადევის რაიონში სამ სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, სხვადასხვა მისამართზე საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. პროექტები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.  

შიდა ქართლში მეფრინველეობის ფერმა ამოქმედდა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის ფერმა „თელა“ სახელმწიფოს დახმარებით, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში აშენდა.