2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება. განცხადება ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

მისი განცხადებით, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის.


,,2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.


საზოგადოებას მოეხსენება, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ იყო იმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, არჩევნების პროპორციული სისტემა, უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული, და შესაბამისად, პლურალისტური პოლიტიკური წარმომადგენლობის ევროპულ სტანდარტს.


თუმცა, იქვე დადგინდა, რომ ამ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უფრო სწორი, 2024 წელს იქნებოდა, რადგან პარტიების გაძლიერებას, მათ კრისტალიზაციას ღირებულებების გარშემო, მეტ კონსოლიდაციას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას გარკვეული წლები კიდევ სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ განისაზღვრა, კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო რეფორმის ოპტიმალურ ვადად 2024 წელი, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა არის აბსოლუტურად დემოკრატიული, გამართული და აპრობირებულია არაერთ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყანაში.


მაგრამ ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა.


დღეს, ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს. ჩვენი ინციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა.


იმავდროულად, საზოგადოებრივ მოთხოვნას უნდა მოჰყვეს, და დარწმუნებული ვარ მოჰყვება კიდეც, სამართლებრივი შედეგებიც.


უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა.


რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას,
უპირველესი მიზეზი, რამაც ამისკენ გვიბიძგა, არის ჩვენი საზოგადოების და განსაკუთრებით, ახალგაზრდობის სურვილი და მზაობა, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის მართვაში, და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა.



საზოგადოების ამ სულისკვეთებასთან თანხვედრაშია ჩვენი პოლიტიკური გუნდის სურვილიც, ნებაყოფლობით ვთქვათ უარი იმ სასტარტო უპირატესობაზე, რაც შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ბუნებრივად გააჩნია „ქართულ ოცნებას“.

შუალედური არჩევნების შედეგებმა ყველა დაარწმუნა, რომ ქართული ოცნების ნებისმიერი კანდიდატი, პრაქტიკულად უკონკურენტოა. ფაქტია, რომ პოპულარულ ადამიანებს კვლავ „ქართული ოცნების“ ეგიდით სურთ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა და თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა, მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნება“ თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს, რითაც უკიდურესად შეამცირებს მრავალპარტიული პარლამენტის ფორმირების რესურსს. ეს შესაძლოა ემსახურებოდეს ჩვენს პარტიულ ინტერესს, მაგრამ ვეღარ პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.


და კიდევე ერთი მიზეზი, რაც საფუძვლად დაედო ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას არის ის მზარდი, გლობალური თუ ლოკალური ხასიათის, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და რომლებთანაც გამკლავებას სულ უფრო ხშირად დასჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი, ერთიანობა და პასუხისმგებლობის გაზიარება, რაც მხოლოდ მაქსიმალურად პლურალისტურ გარემოშია შესაძლებელი;


ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. იმავდროულად, ნულზე ჩამოგვყავს, ანუ სრულად ვაუქმებთ დღეს არსებულ პროცენტულ ბარიერს და იმედი გვაქვს, რომ ამ გზით, 2020 წელს მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი და ამ ქვეყნის მთელი ინტელექტუალური პოტენციალი იქნება წარმოდგენილი. არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება, ხელოვნური გაერთიანება და ხშირად საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.


ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადაა, მიმდინარე სასესიო კვირის დასრულებისთანავე, დაიწყოს ფართო კონსულტაციები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან. ყველასთნ, ვინც მზად არის კონსტიტუციისა და კანონის უპირობო პატივისცემის ფარგლებში ეწეოდეს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას", - მგანაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


16 წლის მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ კომპანიის დირექტორს ბრალი წაუყენეს

დოლაბაურის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე, კომპანიის დაკავებულ დირექტორს ბრალი წაუყენეს.

კახა კალაძე: „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და ვალდებული ვართ, დავემორჩილოთ

,,რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და ყველა ვალდებული ვართ, დავემორჩილოთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2019“ დასრულდა

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2019“ დასრულდა. სწავლების დახურვის ოფიციალური ცერემონიალი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გაიმართა.

საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული 2019“ უმასპინძლებს

27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას Agile Spirit 2019 („მტკიცე სული 2019“) უმასპინძლებს. სწავლება ოფიციალურად სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე 27 ივლისს გაიხსნება.

 

თელავში გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი მშობლიურ სოფელში დაკრძალეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თელავის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი, 51 წლის გელა მელიქიძე, რომელიც სოფელ ყარაჯალაში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა, მშობლიურ სოფელში დაკრძალეს.

ნაძალადევის რაიონში ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ გაიმართება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ ნაძალადევში, IX კვარტალში (ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე) ჩატარდება.

 

VIDEO - სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული ლ.მ. და 1971 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს.

 

გაშლილი სუფრა და ხელმოწერები ლგბტ თემის წინააღმდეგ ზუგდიდის ტაძრის ეზოში

ზუგდიდის მშენებარე ტაძრის ეზოში, სადაც ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ და პარალელურად სუფრაა გაშლილი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე მივიდა. მისი თქმით, იგი ზუგდიდში პირველადაა და იზიარებს შეკრებილების პოზიციას.

VIDEO - ,,კანაფით" დატვირთული პიკაპები - პოლიციამ ბაღდათში 36 ძირი მცენარე ამოიღო

იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1969 წელს დაბადებული ზ.კ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა ან კულტივირების ბრალდებით დააკავეს.

არჩილ თალაკვაძემ აშშ-ში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა.

ივანე მაჭავარიანი: ჩემი მიზანია გავიგო, რასაც ფურცელზე მიგზავნიან და რასაც ხალხი ლაპარაკობს, ხომ არ არის შეუსაბამობა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აჭარის რეგიონში - ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების სოფლებში მოსახლეობას შეხვდა.

III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში ჩავიდა

საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის პირადი შემადგენლობა ავღანეთში, ქალაქ მაზარ-ი-შარიფთან არსებულ სამხედრო ბაზა „მარმალზე“ უკვე ჩავიდა.

პაატა სალია: ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლის ხელფასსაც კი ვერ დაფარავს თანხა, რაც დატოვა ​წინა მენეჯმენტმა

ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლის ხელფასსაც კი ვერ დაფარავს ის თანხა, რაც წინა მენეჯმენტმა ტელევიზიაში დატოვა , - ამის შესახებ ,,რუსთავი 2"- ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

სად გადაიყვანა ირანმა ბრიტანული ტანკერი

ირანმა ბრიტანული ნავთობტანკერი ბენდერ-აბასის პორტში გადაიყვანა. ამის შესახებ ირანულ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

პატრულის თანამშრომლებმა ამერიკელი ინსტრუქტორების მონაწილეობით საზღვარზე უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის სწავლება გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვის და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებისთვის ქალაქ ფოთში 3-დღიანი ტრენინგი - "ტერორიზმი და იმპოსტერები" გაიმართა.

დღეს თბილისის 4 რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.

 

ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ორგანიზებით, ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო.

ნაძალადევში სამ სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ნაძალადევის რაიონში სამ სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, სხვადასხვა მისამართზე საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. პროექტები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.  

შიდა ქართლში მეფრინველეობის ფერმა ამოქმედდა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის ფერმა „თელა“ სახელმწიფოს დახმარებით, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში აშენდა.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები წალენჯიხის მოსახლეობას შეხვდნენ

წალენჯიხის სოფელ ჯგალსა და ლიაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდენენ და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.