სპეცრაზმელს, რომელიც კადრში ოპერატორს უმიზნებდა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­ჩერ­და

რუს­თა­ველ­ზე აქ­ცი­ის დაშ­ლის ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე 10 სამართალდამცველს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფლებამოსილება შეუჩერდა.

ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ გუშინ გა­ნა­ცხა­და.

გავრცელებული ინფორმაციით, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შო­რის არის სპეც­რაზ­მე­ლი ზაზა ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 20 ივ­ნი­სის ღა­მის დარ­ბე­ვის კად­რებ­ში, ოპე­რა­ტორს უმიზ­ნებ­და, თუმ­ცა მის­მა კო­ლე­გამ გა­ზის ია­რა­ღი გა­ა­წე­ვი­ნა.

ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლის მე­ზობ­ლების თქმით, მომ­ხდა­რის შემ­დეგ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა და მე­ო­რე დღეა სახ­ლში არ იმ­ყო­ფე­ბი­ან სპეც­რაზ­მე­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბიც. ფან­ცქა­ლაშ­ვილს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი ჰყავს. ის თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთი სოფ­ლი­და­ნაა, თუმ­ცა მის სა­ხელ­ზე თბი­ლის­ში ირი­ცხე­ბა ბინა, რო­მე­ლიც სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ხელ­მწი­ფომ გა­დას­ცა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში არ და­ა­კონ­კრე­ტეს, არის თუ არა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ პი­რებს შო­რის ზაზა ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლი, თუმ­ცა არც და­ნარ­ჩე­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის შე­სა­ხებ აჟ­ღე­რე­ბენ პი­რად ინ­ფორ­მა­ცი­ას. უწყე­ბა გან­მარ­ტე­ბას არც იმა­ზე აკე­თებს, ვის მი­მართ გა­მო­იკ­ვე­თა სის­ხლის სა­მათ­ლელბ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი.

20 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის შემ­დეგ, სოციალურ ქსელში გავ­რცელ­და კად­რე­ბი, სადაც ჩანს სპეც­რაზ­მე­ლი ცრემლსა­დე­ნი გა­ზის ია­რა­ღით, რო­მელიც ოპე­რა­ტორს უმიზ­ნებს.

"რუს­თა­ვი 2"-ის ოპე­რა­ტო­რის მიერ გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში აშკარად ჩან­და სპეც­რაზ­მე­ლის სახე, რად­გან მას ნი­ღა­ბი არ ეკე­თა. კად­რებ­ში სპეც­რაზ­მე­ლი სი­ცი­ლით უმიზ­ნებს ია­რაღს ოპე­რა­ტორს და მას შემ­დეგ, რაც გვერ­დით მდგო­მი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ია­რაღს გა­ა­წე­ვი­ნებს, ჰა­ერ­ში ის­ვრის.

კად­რებ­ში ასა­ხუ­ლია ზაზა ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლი, რომელიც შსს-ს მოქ­მე­დი თა­ნამ­შრო­მე­ლია და სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 2004 წლი­დან მუ­შა­ობს. ზაზა ფანცქველაშვილი 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და მხარ­ში და­იჭ­რა.


16 წლის მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ კომპანიის დირექტორს ბრალი წაუყენეს

დოლაბაურის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე, კომპანიის დაკავებულ დირექტორს ბრალი წაუყენეს.

კახა კალაძე: „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და ვალდებული ვართ, დავემორჩილოთ

,,რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და ყველა ვალდებული ვართ, დავემორჩილოთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2019“ დასრულდა

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2019“ დასრულდა. სწავლების დახურვის ოფიციალური ცერემონიალი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გაიმართა.

საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული 2019“ უმასპინძლებს

27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას Agile Spirit 2019 („მტკიცე სული 2019“) უმასპინძლებს. სწავლება ოფიციალურად სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე 27 ივლისს გაიხსნება.

 

თელავში გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი მშობლიურ სოფელში დაკრძალეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თელავის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი, 51 წლის გელა მელიქიძე, რომელიც სოფელ ყარაჯალაში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა, მშობლიურ სოფელში დაკრძალეს.

ნაძალადევის რაიონში ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ გაიმართება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ ნაძალადევში, IX კვარტალში (ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე) ჩატარდება.

 

VIDEO - სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული ლ.მ. და 1971 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს.

 

გაშლილი სუფრა და ხელმოწერები ლგბტ თემის წინააღმდეგ ზუგდიდის ტაძრის ეზოში

ზუგდიდის მშენებარე ტაძრის ეზოში, სადაც ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ და პარალელურად სუფრაა გაშლილი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე მივიდა. მისი თქმით, იგი ზუგდიდში პირველადაა და იზიარებს შეკრებილების პოზიციას.

VIDEO - ,,კანაფით" დატვირთული პიკაპები - პოლიციამ ბაღდათში 36 ძირი მცენარე ამოიღო

იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1969 წელს დაბადებული ზ.კ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა ან კულტივირების ბრალდებით დააკავეს.

არჩილ თალაკვაძემ აშშ-ში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა.

ივანე მაჭავარიანი: ჩემი მიზანია გავიგო, რასაც ფურცელზე მიგზავნიან და რასაც ხალხი ლაპარაკობს, ხომ არ არის შეუსაბამობა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აჭარის რეგიონში - ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების სოფლებში მოსახლეობას შეხვდა.

III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში ჩავიდა

საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის პირადი შემადგენლობა ავღანეთში, ქალაქ მაზარ-ი-შარიფთან არსებულ სამხედრო ბაზა „მარმალზე“ უკვე ჩავიდა.

პაატა სალია: ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლის ხელფასსაც კი ვერ დაფარავს თანხა, რაც დატოვა ​წინა მენეჯმენტმა

ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლის ხელფასსაც კი ვერ დაფარავს ის თანხა, რაც წინა მენეჯმენტმა ტელევიზიაში დატოვა , - ამის შესახებ ,,რუსთავი 2"- ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

სად გადაიყვანა ირანმა ბრიტანული ტანკერი

ირანმა ბრიტანული ნავთობტანკერი ბენდერ-აბასის პორტში გადაიყვანა. ამის შესახებ ირანულ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

პატრულის თანამშრომლებმა ამერიკელი ინსტრუქტორების მონაწილეობით საზღვარზე უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის სწავლება გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვის და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებისთვის ქალაქ ფოთში 3-დღიანი ტრენინგი - "ტერორიზმი და იმპოსტერები" გაიმართა.

დღეს თბილისის 4 რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.

 

ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ორგანიზებით, ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო.

ნაძალადევში სამ სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ნაძალადევის რაიონში სამ სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, სხვადასხვა მისამართზე საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. პროექტები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.  

შიდა ქართლში მეფრინველეობის ფერმა ამოქმედდა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის ფერმა „თელა“ სახელმწიფოს დახმარებით, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში აშენდა.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები წალენჯიხის მოსახლეობას შეხვდნენ

წალენჯიხის სოფელ ჯგალსა და ლიაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდენენ და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.